Items filtered by date: ოთხშაბათი, 08 მაისი 2019 - NEWSDAY GEORGIA

ვაზიანში მცხოვრები ომის დროს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის პურის საჭიროების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობამ გამოყო შენობა, რომლის სარემონტო სამუშაოებს შეასრულებს თურქეთის თანამშრომლობისა და აღორძინების სააგენტო. სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად შენობა გადაცემულია 2019 წლის 25 აპრილს, ხოლო დასრულება იგეგმება 2019 წლის სექტემბრის თვეში. საერთაშორისო საბაზრო ფასების მიხედვით, დაგეგმილი სარემონტო და დამშენებლო სამუშაოების საერთო ღირებულება 400 000 აშშ დოლარია.

ვაზიანში თონისა და ბიზნეს ცენტრის პროექტის განხორციელებით, ვაზიანის მცხოვრებლებისა და ლტოლვილებისთვის იგეგმება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.      

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ესტონეთის თავდაცვის მინისტრ იური ლუიკთან.

შეხვედრაზე თეა ახვლედიანმა შეაჯამა 2015 წლიდან დღემდე, იური ლუიკთან თანამშრომლობის შედეგები და ხაზი გაუსვა მის  ძალისხმევას საქართველოს აქტიური მხარდაჭერის საკითხში; ასევე, ელჩმა განიხილა თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები. თეა ახვლედიანმა ესტონურ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესის, უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე საგანგაშო განვითარებების თაობაზე. ამასთან, მან ისაუბრა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე და მიმოიხილა ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების პროცესი.

თავდაცვის მინისტრის მხრიდან მაღალ დონეზე შეფასდა  ორმხრივი თანამშრომლობით მიღწეული შედეგები, მათ შორის ხაზი გაესვა სამხედრო წვრთნებში ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობას. იური ლუიკმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ესტონეთის ახალი მთავრობის ურყევი მხარდამჭერი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის,  სუვერენიტეტისა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართ.

მინისტრმა საქართველოს ელჩს მადლობა გადაუხადა გაწეული ძალისხმევისა და ქართულ-ესტონური ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია RPM W.L.L. ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და შეიხმა მოჰამედ ბინ ხალიფა ალ ხალიფამ მოაწერეს.  

მემორანდუმის თანახმად, კომპანია RPM W.L.L. დაინტერესებულია საქართველოში განახორციელოს სხვადასხვა საინვესტიციო პროექტები ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის ენერგეტიკაში, მრეწველობაში, ნავთობისა და გაზის გადამუშავებასა და სხვ. კომპანიამ ასევე გამოხატა  ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისა და ოპერირების ინტერესი.  

მემორანდუმის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნების შესასრულებლად.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობას ახალი, „მანის“ (MAN) მარკის 10-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსები წარუდგინა. ახალი ავტობუსების პრეზენტაცია პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოხდა, სადაც კახა კალაძე ერთ-ერთი ავტობუსის საჭესთან თავად დაჯდა. პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც ესწრება.

დედაქალაქის მერიის ცნობით, წელს ავტოპარკს 90 ახალი ავტობუსი დაემატა, რომელიც დიზელის ძრავზე მომუშავე „ევრო 6“ ემისიის სტანდარტისაა.

ავტობუსები გათვლილია სულ 82 მგზავრზე, აქედან დასაჯდომი ადგილების რაოდენობაა 27. ისინი ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და გააჩნია სპეციალური გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, რომელიც სპეციალურად გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე, გააჩნიათ საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და გაჩერებების დასახელების ტექნიკური საშუალება.

თბილისის მერიამ განსაზღვრა 10 მარშრუტი, რომლებზეც ახალი ავტობუსები გადანაწილდება. უახლოეს დღეებში ისინი N85 და N95 მარშრუტებზე გავლენ. მომდევნო ეტაპზე, მაისის ბოლომდე ახალი მწვანე ავტობუსები N50, N55 და N71 მარშრუტებზე მოძრავ ამორტიზებულ ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ. ამავდროულად, გათვალისწინებულია ამ მარშრუტების მცირედით შეცვლა. ისინი გორგასლის ქუჩიდან აუხვევენ კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძე) ქუჩაზე და ბარათაშვილის ქუჩას თავისუფლების მოედნის გავლით დაუკავშირდებიან. ამასთანავე, კოტე აფხაზის ქუჩაზე ავტობუსების გაჩერებები განისაზღვრება.

თბილისის მერიის ცნობით, N50, N55 და N71 მარშრუტების ცვლილება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ პირველი ივლისიდან აფხაზის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება.

მუნიციპალიტეტისთვის ოთხმოცდაათივე მწვანე ავტობუსის მიწოდების შემდეგ, ისინი ასევე გადანაწილდებიან N3, N15, N33, N54 და N79 მარშრუტებზე.

თბილისის მერიის ცნობით, 8 თვეში დედაქალაქს 220 ერთეული, „ისუზუს“ (ISUZU) მარკის 8-მეტრიანი ავტობუსიც დაემატება. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. აღნიშნული ავტობუსები ასევე დიზელის ძრავზე მომუშავეა და „ევრო 6“ ემისიის სტანდარტისაა. 8-მეტრიანი ავტობუსები გათვლილი იქნება 53 მგზავრზე და სრულად ადაპტირებული შშმ პირთათვის. „მანის“ ავტობუსების მსგავსად, ამ ავტობუსებშიც უზრუნველყოფილი იქნება ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და WiFi.

წყარო: 1tv.ge

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური