Items filtered by date: პარასკევი, 31 მაისი 2019 - NEWSDAY GEORGIA
ლიბერთის ახალი ინოვაციური ონლაინ პლატფორმა onoff.ge მომხმარებელს დროის, ფულის და ენერგიის დაზოგვას ვებ გვერდის მეშვეობით, ნებისმიერი საბანკო ბარათის გამოყენებით ნებისმიერი ტექნიკის შეძენას სთავაზობს.
 
ინოვაციური სიახლე, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის  საშუალებას წარმოადგენს. ბაზარზე არსებული, მსგავსი ონლაინ გვერდებისგან განსხვავებით, მაღალი ხარისხის ფოტო სურათებით ონლაინ დათვალიერებისა და ტექნიკური პარამეტრების დეტალური შესწავლის გარდა,  მომხმარებელს  პროდუქციის პარამეტრების შედარების მოქნილი და მარტივი სისტემის გამოყენება შეუძლია.
 
Onoff.ge-ს არის ყველაზე დიდი ონლაინ კატალოგი, ქართულ ენაზე და მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება მსოფლიოში და საქართველოში არსებულ მაღაზიებში კონკრეტული ნივთის ფასისა და ტექნიკური პარამეტრების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება, შედარება და შეძენა. უახლოეს მომავალში შენაძენის გაკეთება შესაძლებელი იქნება როგორც ერთიანი გადახდით,  ასევე საბანკო საკრედიტო პროდუქტების მეშვეობით.
 
ლიბერთის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და უსაფრთხოების გუნდი არაერთ ინოვაციურ პროექტზე მუშაობს და მათგან ერთერთია onoff.ge - სრულიად უსაფრთხო და სანდოობის მაღალი ხარისხით გამორჩეული ვებგვერდი, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია ტრანზაქციის სწრაფად და უსაფრთხოდ განხორციელება.
 
უახლოეს მომავალში  Onoff.ge  კიდევ უფრო გაფართოვდება და მას საყოფაცხოვრებო ტექნიკის სრული კატალოგი დაემატება.
 
 

 

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

სამყაროს შემოქმედმა უფალმა, ადამიანს დაბადებისთანავე ყველაზე ძვირფასი - ღვთაებრივი საჩუქარი, თავისუფლების ბედნიერება უბოძა და მას შემდეგ ადამიანი სულ ცდილობს იყოს თავისუფალი ან იბრძვის დაიბრუნოს უფლისგან ნაბოძები თავისუფლება. თუმცა ღვთაებრივი საჩუქარის განმარტებისთვის, არანაკლებ მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის საფუძვლიანი გარემოება, რომ დედამიწის ისტორიაში არის პერიოდი როდესაც იგივე ადამიანებისგან შემდგარი “მომთვინიერებელი მწვალებლები“, უგულველყოფენ სამყაროს შემოქმედ უფალს და ცდილობენ წაგართვან ან შეგიზღუდონ თავისუფლება.

ამგვარად, მე როგორც დამოუკიდებელმა რეპორტიორმა ჩემი სტატია მიუძღვენი ადამიანს, რომელსაც თავისუფლების ყველაზე უფრო დაუნდობელმა მტერმა და წითელი ტერორის სახელით ცნობილმა საბჭოთა ეპოქამ, ბავშობაში გაბნეული შემოქმედებითი ოცნებები წაართვა. სწორედ ამ საბჭოური ეპოქის თაობას ეკუთვნის კავკასიური წარმოშობის ჰოლანდიელი მხატვარი ისლამ ბაშიროვი, რომელმც დროის ცვლილებებთან ერთად, მისი ტკივილიანი წარსული სამუდამოდ დაასამარა და ბავშობაში გაბნეული შემოქმედებითი ოცნებები ევროპის ერთ ერთ ულამაზეს ქვეყანაში აისრულა.   

ისტორიაში არის პერიოდი, როდესაც ჩნდებიან ყველა დროის ღრმად განსწავლული  მოაზროვნე ადამიანები, ბრწყინვალე მხედართმთავრები, პოლიტიკოსები, დიპლომატები თუ საზოგადო მოღვაწეები, მაგრამ მიმაჩნია, რომ უდიდეს ადამიანებს შორის ყველაზე გამორჩეულები ხელოვანები არიან, რომლებსაც ბევრი ურთიერთდამოკიდებული განცდა აკავშირებთ ადამიანებთან. ამავდროულად   ხელოვნება ის სამყაროა სადაც ადამიანების პოვნა და სასიამოვნო ემოციების გაცვლა-გამოცვლა ჯერ ისევ შესაძლებელია. 

სწორედ ასეთი სასიამოვნო სამყაროში ავღმოვჩნდი ხელოვნების მექად წოდებულ ჰოლანდიაში და გავხდი თანამონაწილე, როტერდამში მდებარე გალერეა არტ ოფ სტრიმში წარმოდგენილი პერსონალური გამოფენის,  რომლის ავტორიც გახლდათ კავკასიური წარმოშობის ჰოლანდიელი მხატვარი ისლამ ბაშიროვი.

საგამოფენო სივრცეში ნამდვილი სახელოვნებო გარემო სუფევდა, სადაც მხატვრის მიერ ბოლო რამოდენიმე თვეში შექმნილი შემოქმედების შესაფასებლად - პარიზიდან,  ბრიუსელიდან, ლონდონიდან და ამსტერდამიდან ჩამოვიდნენ მისი კოლეგები.  

აღნიშვნისთვის აქვე მინდა დავამატო, რომ ბატონი ბაშიროვი ხელოვნების ამ სფეროსთვის განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან ის სპეციალობით დღესაც ექიმია. თავდაპირველად სამედიცინო კარიერის განვითარებასთან ერთად, მხატვრობა იყო მისთვის ერთგვარი ჰობი, რისი მეშვეობითაც იგი მიუახლოვდა  რეალურ მითოლოგიურ ფერთა საზღვარს. მოგვიანებით კი როგორც უამრავმა სხვა პროფესიის ადამიანმა თავადვე მოახდინა საკუთარი თავის ემანსიპაცია და ახალ სივრცეში დაბადება.

იგი ფუნჯებს აღიქვამს როგორც მის პირად ჯარისკაცებს, რომელთა ძირითადი მოვალეობაა დაეხმარონ ოსტატს - ზეთის, ტემპერას, აკვარელის თუ გუაშის საღებავებით, ტილოზე გადაანაწილოს ადამიანებისთვის პლანეტის მიუწვდომელ სამყაროში ნაპოვნი ფერთა გამა, რომელი ფერების გამაც აქამდე არასოდეს არავის შეუმჩნევია მის გარდა. ამ ყოველივემ კი გადამწყვეტი გავლენა მოახდინა მის თავისუფალ შემოქმედად ჩამოყალიბებაში და განსაზღვრა მისი როგორც მხატვრის ფსევდონიმიც Islam abd an-nur-kant, რომელმაც ტილოზე გვარის ადგილი დაიკავა.    

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ Islam abd an-nur-kant - ი მიეკუთვნება 21-ე საუკუნის ავანგარდული მხატვრობის იმ თანამედროვე მიმდევრებს, რომლებიც ბოლო წლებში თამამ ნაბიჯებს დგავენ აბსტრაქციონიზმში და ხელოვნების ამ მიმართულების განვითარებისთვის, ყოველ მომდევნო დღეს ახალი ვულკანური იდეებით იბადებიან.    

მის შემოქმედებას მინიმალისტურად ეტყობა ჟორჟ ბრაკის და პაბლო პიკასოს კუბისტური სკოლის გავლენა, მაგრამ მიუხედავად ამისა მისი ნახატებში უფრო მეტად ჩანს აბსტრაქციონისტისთვის დამახასიათებელი ფერთა პერფორმანსი და მისი სულის სტიქიურად მეამბოხე გრძნობები. ამავდროულად მისი ნახატები ფერთა აზრობრივი პოეზიაცაა, რომელსაც აბსტრაქციული ბილიკებით სულიერ ჰარმონიასთან მიყავხარ.

ზოგიერთი ნახატი კი შინაარსობრივათაც მისი სიურეალისტური ცხოვრების ანარეკლია სადაც ჩანს მხატვრის ნისლივით გაფანტული ხასიათი და მისი შემოქმედების ოკიანისებური სიღრმე. იგი ეკუთვნის პლანეტის იმ უჩინარ მაცხოვრებელს, რომელიც თავისუფალია იკონოგრაფიული სამყაროსგან და გაუცნობიერებელი თუ გაცნობიერებული მეხსიერების საშუალებით ტილოზე გადმოაქვს დედამიწის ჰაერში გახვეული მარადიული სიცოცხლე და ამ სიცოცხლის გაგრძელების ყველა სასიამოვნო სურნელი. ეს კი დამთვალიერებელს ერთდროულად უღვიძებს ესთეტიური ემოციებით სავსე განცდებს თითქოს მხატვართან ერთად მოგზაურობს მის მისტიურ სამყაროში. 

რა თქმა უნდა მხატვრის შემოქმედება ხელმისაწვდომია საზოგადოების ყველა ფენის ადამიანისთვის, მაგრამ პირველ ჯერზე შესაძლებელია დამთვალიერებელმა განსხვავებულად აღიქვას მისი შემოქმედება და ტილოზე გაფანტული საღებავი ფერების რევოლუციურ ქაოსს შეადაროს. მაგალითისთვის მინდა განვმარტო, რომ ზიგმუნდ ფროიდის  მეცნიერული შემოქმედების გასაგებად სწორედაც რომ მასთან უშუალო დიალოგია საჭირო. გამომდინარე აქიდან ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი ადამიანი ემოციური განცდებით რამოდენიმეჯერ დაათვალიერებს მხატვრის ნამუშევრებს, იგი მოულოდნელად აღმოაჩენს თუ როგორ  იღვიძებს ტილოზე შემოქმედის უკიდეგანო სამყარო და ამ სამყაროში გაფანტული კოსმიური ფერების ფილოსოფია. ამის შემდეგ კი დამთვალიერებელს უჩნდება სურვილი განთავისუფლდეს ყოველდღიურ პრობლემებთან მიჯაჭვულობისაგან. 

ისლამ ბაშიროვის პერსონალური გამოფენის დასრულების შემდეგ, ჩემი ემოციები მისი ნახატების მიმართ ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მაშინვე გამიჩნდა განცდა, რომ მან როგორც უკიდეგანო ექსპერიმენტალისტმა მხატვარმა განსაკუთრებით დიდ შემოქმედებით სიმწიფეს მიაღწია. ის ავანგარდული ხელოვნების ნამდვილი აღმოჩენაა და მისი შემოქმედების სიტყვით თხრობის გადმოცემა რთულია.

დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიო პუბლიკა მალე იხილავს Islam abd an-nur-kant-ის ფსევდონიმით მოღვაწე შემოქმედის აღმასვლას აბსტრაქციონიზმის უმაღლეს მწვერვალებზე. 

 

დამოუკიდებელი რეპორტიორი:

ილია ზუკაკიშვილი

გამოქვეყნებულია კულტურა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური