Items filtered by date: ხუთშაბათი, 30 მაისი 2019 - NEWSDAY GEORGIA

ლიბერთიმ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ყველაზე დიდი IT კომპანია ASSECO -სთან პარტნიორობით ძირითადი საბანკო სისტემის ე.წ Core სისტემის დანერგვა წარმატებით განახორციელა.

კომპანია ASSECO 1991 წელს, პოლონეთში დაარსდა და Software მწარმოებლებს შორის მე-6 ადგილს იკავებს. კომპანია საქართველოში 2013 წლიდან თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო სექტორთან, ასევე კომერციულ ბანკებთან და კერძო მსხვილ ორგანიზაციებთან და
თავის კლიენტებს მომსახურების სრულ ციკლს: საკუთარი Software-ის წარმოება, დანერგვასა და მხარდაჭერას სთავაზობს.

ლიბერთიში წარმატებით დანერგილი პროექტი, უპრეცენდენტო და უნიკალური გახლავთ ქართულ საბანკო სივრცეში, რადგან კომპანია ASSECO-ს არაერთ ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობის მიუხედავად ე.წ Core სისტემის სრული განახლება დღემდე არცერთ ბანკს არ განუხორციელებია.

,,ერთწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, ASSECO- თან თანამშრომლობით დავნერგეთ საბანკო მომსახურების ახალი სისტემა, რომელიც მომსახურების გაუმჯობესებას და საბანკო ოპერაციების უფრო სწრაფად და ხარისხიანად შესრულებას უზრუნველყოფს. პროექტის წარმატებიდან გამომდინარე, ვაგრძელებთ აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობას და მომავალში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, არაერთ უპრეცენდენტო საბანკო პროდუქტსა და სერვისს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს“ -განაცხადა „ლიბერთის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

 

კომპანია ASSECO მსოფლიო მასშტაბით. 22 000 ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს და შემოსავალი 2017 წელს 2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ASSECO GEORGIA 2013 წელს დაარსდა და თანამშრომლების რაოდენობა უკვე 60-ზე მეტს აჭარბებს. ამჟამად Asseco Georgia-ს ისტორია 15 ზე მეტ წარმატებით შესრულებულ პროექტსა და 5 ზე მეტ პროდუქტს მოიცავს, რომელშიც შედის ERP, HR, Docflow, Workflow, DataWare house და ასე შემდეგ. 1 წელზე მეტია რაც კომპანიაში Agile მეთოდოლოგია დაინერგა.
“ასსეკო“-ს ოფისს საქართველოში შემოაქვს და ნერგავს ევროპულ ცოდნასა და ხარისხს. საქართველოში შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა AGILE მეთოდოლოგიის გამოყენებით იქმნება და წარმოების სრული ციკლი ხარისხის მართვის საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით მიმდინარეობს.
“ასსეკო“-ს მიერ შექმნილი პროდუქცია განკუთვნილია ისეთი მაღალტექნოლოგიური სფეროებისთვის, როგორებიცაა: საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო, სატელეკომუნიკაციო, ელექტროენერგეტიკური და მრავალი სხვა.. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ “ასსეკო“-ს პროგრამული უზრუნველყოფით იფარება ამ ბიზნეს მიმართულებების მოთხოვნების სრული სპექტრი.


https://www.youtube.com/watch?v=VT-n_f-FRx8&t=1s&fbclid=IwAR2KwYnAbZSBaSgoVsSnwAW25KBE0AUuW-ys-j7oYiMZgbZRljnxF0MqdIQ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხში წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესიაზე განხორციელებულ უნებართვო მშენებლობას ვანდალიზმად აფასებს.

სოფლის ადგილობრივი მცხოვრებლებისა და სამშენებლო პროცესის ინიციატორის - მოქალაქე იურიკ წარუკიანის თვითნებური გადაწყვეტილების შედეგად XIX საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესიის იერსახე მკვეთრად დეგრადირდა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კედლები ძალაყინითაა ჩამოშლილი, ხოლო ტაძრის ერთ-ერთი ფასადი თითქმის სრულად განადგურებული. უნებართვო სამუშაოებზე, რომელიც მაისის თვიდან დაიყო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ 10 მაისს გამოვლინდა. ადმინისტრაციული სამართალდაღვევის საწყის ეტაპზე ძეგლის გარშემო სარძიკვლის დონეზე უნებართვოდ ამოღებული მიწის ფენა დაფიქსირდა, რაც ძეგლს დაზიანების საფრთხეს თავიდანვე უქმნიდა. უნებართვოდ განხორციელებული ქმედების გამოსწორებისა და განხორციებული სამუშაოების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მოთხოვნით, მოქალაქე იურიკ წარუკიანს "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონის 30-ე მუხლის საფუძველზე სააგენტომ წერილობითი გაფრთხილება მისცა, რომლის საფუძველზეც მას რამდენიმე ვალდებულება განესაზღვრა: • მოქალაქეს უნდა უზრუნველყო ძეგლზე ყველა ტიპის სამუშაოების სასწრაფოდ შეჩერება (გარდა საძირკვლის სამუშაოებისა);

• სპეციალისტების ზედამხედველობით, ეკლესიის საძირკველი (ამოთხრილ ნაწილში) უნდა გამაგრებულიყო რკინა-ბეტონის გამოყენებით. ვიდეო გადაღებით აღბეჭდილი სამუშაოების პროცესი კი უნდა წარმოადგენილიყო სამუშაოების ანგარიშთან ერთად; • ერთი თვის ვადაში მესაკუთრეს უნდა უზრუნველყო დანარჩენ სამუშაოებზე (საძირკვლის სამუშაოს გარდა) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მოპოვება; • მიღებული ნებართვის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველყოფა; წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, დაკისრებული ვალდებულებები სამშენებლო პროცესის ინიციატორის - იურიკ წარუკიანის მიერ სრულად უგულვებელყოფილი აღმოჩნდა.

კანონით განსაზღვრული ქმედებების შეუსრულებლობის გამო „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკური პირი 21 მაისს სააგენტომ 5000 ლარის ოდენობის ადმინისტრაციული სახდელით დააჯარიმა, რომლის კანონიერებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის პირველადი ინსტანციის სასამართლო 30 მაისს დაადგენს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არაოფიციალური ინფორმაციით, უნებართვო სამუშაოების ორგანიზებისთვის იურიკ წარუკიანის გაფრთხილებისა და 5000 ლარით დაჯარიმების მიუხედავად, კორხის წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესიაზე უნებართვო სამუშაოები მაინც გრძელდება, რამაც მოქმედი კანონმდებლობით შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის აუცილებლობა წარმოშვას. შესაძლო სამართალდარღვევის მორიგი ქმედების ფაქტს სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ხვალვე შეისწავლიან.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ინტელექტუალური სერვისის მიმწოდებელი კომპანიებისთვის გამოცხადებული კონკურსი კიდევ რამოდენიმე დღე გაგრძელდება. კონკურსი, პროექტის „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ GEclose2EU-ს ფარგლებში ტარდება და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC) სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით ხორციელდება.

კონკურსის მიზანია 100 ორგანიზაციის შერჩევა, რომლებიც სპეციალურ ტექნიკურ დახმარებას მიიღებენ. მასში ჩართვა შეუძლიათ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგის, ინტერიერის დიზაინის-არქიტეტურის მიმართულებით მუშაობენ და გარკვეული ტექნიკური დახმარება ესაჭიროებათ. მოგვიანებით პროექტში ჩართვას კიდევ ორი სექტორიც შეძლებს, რომელიც კონკურსის საფუძველზე გამოვლინდება.

კონკურსში განაცხადების მიღება 1 მაისს დაიწყო და 1 ივნისს დასრულდება. შედეგები ერთი თვის ვადაში გახდება ცნობილი და შერჩეული კომპანიები, რომლებიც სპეციალურ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ სხვადასხვა ტიპის ტექნიკურ მხარდაჭერას მიიღებენ. ასევე ჩაერთვებიან ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო მასტერკლასებსა და სასწავლო ტურებში. სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს საშუალება მიეცემათ სასწავლო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრნონ.

ინფორმაციის მიღება კონკურსის შესახებ შესაძლებელია ვებ გვერდზე: www.geclose2eu.info.


პროექტის შესახებ:

პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2,3 მილიონი აშშ დოლარია და იგი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება და 2018 წლის ნოემბრიდან 2021 წლის ოქტომბრამდე განხორციელდება.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 30 მაისს, ღამის 00:00 საათიდან თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე დაგეგმილ მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ჭავჭავაძის გამზირზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება, კერძოდ ვარაზისხევიდან ჭავჭავაძის გამზირის და ატენის ქუჩის კვეთამდე.

 რეაბილიტაციის მიმდინარეობის პერიოდში დროებით შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის არსებული სქემა და გარკვეულ ქუჩებზე ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება, კერძოდ:
 
ვარაზისხევიდან ამომსვლელი ავტომანქანები იმოძრავებენ კორნელი კეკელიძის ქუჩაზე ნინო ჟვანიას ქუჩის მიმართულებით ან ფალიაშვილის ქუჩის გავლით მირცხულავას ქუჩის კვეთამდე, საიდანაც მოძრაობის გაგრძელებას შეძლებენ ილია ჭავჭავაძის გამზირზე ვაკის პარკის მიმართულებით;
 
ვაკის-პარკიდან რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი ავტომანქანები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით:
 
ჭავჭავაძის გამზირიდან ავტომანქანები ავლენ არაყიშვილის ქუჩაზე, საიდანაც მოძრაობის გაგრძელებას შეძლებენ აბაშიძის ქუჩაზე მრგვალი ბაღის ან ვაკის პარკის მიმართულებით.
 
მრგვალი ბაღიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები,პეტრიაშვილის ქუჩით ჩავლენ პეტრე მელიქიშვილის ქუჩაზე.
გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური