Items filtered by date: სამშაბათი, 21 მაისი 2019 - NEWSDAY GEORGIA

ლიბერთის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდარიშვილი სამეთვალყურეო საბჭოში გადადის.  გენერალური დირექტორის მოვალეობას ლევან ლეკიშვილი შეასრულებს.

 გიორგი კალანდარიშვილი 2017 წლის ოქტომბრიდან ს.ს ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა.

ლევან ლეკიშვილი ს.ს. ლიბერთი ბანკს გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიციაზე 2018 წლის ივნისში შემოუერთდა.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

21 მაისს შავი ზღვის შვიდი ქვეყნის - ბულგარეთის, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკის, რუმინეთის, რუსეთის, თურქეთის და უკრაინის მინისტრები რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში იკრიბებიან შავი ზღვისთვის ერთობლივი საზღვაო დღის წესრიგის დასამტკიცებლად.

ამით შავი ზღვის რეგიონი უერთდება ევროკავშირის მოსაზღვრე დანარჩენი ზღვების აუზებს საყოველთაო-საზღვაო ინიციატივის შესამუშავებლად უფრო მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის. ქვეყნებს ექნებათ სამი მიზანი: ჯანმრთელი საზღვაო და სანაპირო ეკოსისტემები, კონკურენტუნარიანი, ინოვაციური და მდგრადი ლურჯი ეკონომიკა და ინვესტირება ლურჯ ეკონომიკაში.

მინისტრების შეხვედრა იქნება ევროკომისიის მიერ ინიცირებული და მხარდაჭერილი პროცესის შედეგი. რეგიონის ლურჯი ეკონომიკის მხარდაჭერამ ევროკავშირის მხრიდან მხოლოდ 2015-2018 წლებში 13 მილიონ ევროს გადააჭარბა. დამტკიცების შემდეგ ქვეყნებს სთხოვენ შეადგინონ იმ პროექტების სია, რომელთა კვალიფიცირება შესაძლებელია სახელმწიფო ან კერძო დაფინანსების მისაღებად.

მრავალი სხვა საკითხების გარდა, ეს პროექტები შეიძლება მოიცავდეს მეთევზეობას და აკვაკულტურის კვლევას, ზღვის ნარჩენების შეგროვებას და გადამუშავებას, ტურიზმს, ცნობიერების ამაღლებას საზღვაო ეკოლოგიის საკითხებზე, (მცირემასშტაბიანი) მეთევზეობის სექტორის ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის გაზრდას, ინოვაციური საზღვაო ტექნოლოგიების და მონიტორინგის საინფორმაციო ტექნოლოგიების შემოღებას თევზსაჭერი გემებისთვის.

დამატებითი ინფორმაცია შეხვედრის შესახებ ხელმისაწვდომი იქნება ევროკომისიის საზღვაო საქმეთა და თევზრეწვის მთავარი დირექტორატის (DG MARE) Twitter-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://twitter.com/EU_MARE

იხილეთ მეტი:

 

შავი ზღვის მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ - ინფოგრაფიკა (ინგლისური)

შავი ზღვის მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ - ინფოგრაფიკა (რუსული)

ზოგადი ინფორმაცია ევროკავშირის შავი ზღვის სინერგიის ინიციატივის შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება

კომპანია Visa Inc.-მ (ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა: V) დღეს გამოაცხადა კომპანია Earthport-ის (AIM: EPO) მის საკუთრებაში გადასვლის შესახებ. ეს არის კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ბანკებს შორის საერთაშორისო გადახდების მომსახურებას, თანხების გადარიცხვას პროვაიდერების და ბიზნესებისთვის, რაც ხორციელდება მსოფლიოს ყველაზე დიდი და დამოუკიდებელი ACH ქსელის მეშვეობით.

 ამჟამად, Visa უზრუნველყოფს ბარათებიდან ბარათებზე გადახდების თავისუფლად განხორციელებას. ეს შესყიდვა საშუალებას მისცემს Visa-ს კლიენტებს საბანკო ანგარიშის გამოყენებით მსოფლიო მასშტაბით გადარიცხონ თანხა ინდივიდუალურ, ბიზნეს და სამთავრობო ანგარიშებზე. Earthport-ის შესყიდვით Visa იმედოვნებს, რომ მოიცავს მსოფლიოს საბანკო აქტივობებში ჩართული მოსახლეობის დიდ უმრავლესობას და საშუალებას მისცემს მათ მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ გადააადგილონ თანხები მსოფლიოს მასშტაბით.

 დღიურად, მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 80 ტრილიონი ამერიკული დოლარი იგზავნება გადარიცხვის ან საბანკო ანგარიშებს შორის გადარიცხვის გზით[1]. მაგრამ პროცესი მეტად რთული და კომპლექსურია ვიდრე უნდა იყოს. თანხის გადარიცხვას შეიძლება დღეები დასჭირდეს მოძველებული, არაეფექტური და ძვირადღირებული მეთოდების გამო.

 ეს ტრანზაქცია გადაჭრის ბევრ პრობლემას, რომლებიც მათ შორის დაკავშირებულია ხელფასების გადახდასთან და ინდივიდუალურ პირებს და ბიზნესებს შორის საერთაშორისო გადარიცხვებთან. მაგალითისთვის ავიღოთ გლობალური ბაზარი, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო კონტრაქტორებს, რომელთათვისაც ანაზღაურება ხორციელდება ადგილობრივ ვალუტაში. დღეს, ასეთი გადახდების განსახორციელებლად კომპანიები იყენებენ არაეფექტურ, ძვირადღირებულ გარიცხვების სისტემას, რომელსაც თანხის ასახვისთვის დღეები სჭირდება. Visa-ს და Earthport-ის ერთობლივი ძალისხმევით, Visa-ს შეუძლია იყოს ასეთი გადახდების ერთი ქსელი, რომელიც საშუალებას მოგცემთ გადაუხადოთ კონტრაქტორებს და დასაქმებულებს მსოფლიოს მასშტაბით, სწრაფად და უსაფრთხოდ. [2]  



[1] აქცენტი ბაზრის ზომაზე, 2017, წლიური გადახდები რეალურ დროში, ყველა ბაზარი

[2] წარმოდგენილი მაგალითები გამოყენებულია მხოლოდ თვალსაჩინოების მიზნით. პროგრამის პროვაიდერები პასუხისმგებელი არიან საკუთარ პროგრამებზე და არსებულ კანონებთან და რეგულაციებთან შესაბამისობაზე.

“Visa ახდენს ფულის გადარიცხვის მოდერნიზებას გადახდის და თანხის მიღების პროცესის დაჩქარების, უსაფრთხოების გაზრდის და გამარტივების გზით“ განაცხადა ბილ შელიმ, Visa-ს გლობალური გადახდების ხელმძღვანელმა. „Earthport-ის შესყიდვა ძალას მატებს Visa-ს, რითაც ვცდებით „ბარათის საზღვრებს“ და საშუალებას ვაძლევთ ჩვენს კლიენტებს გადახდა საბანკო ანგარიშებიდან განახორციელონ მსოფლიოს მასშტაბით“.

„Earthport“-ის ტექნოლოგია საშუალებას მისცემს Visa-ს გააფართოვოს და გაზარდოს Visa Direct-ის სწრაფად ზრდადი პორტფოლიო, რომელიც მოიცავს ხარჯების ანაზღაურებას, მხარეთა შორის გადახდების განხორციელებას, საზღვრებს მიღმა გადახდებს, საბაზრო გადახდებს და გადასახადების გადახდებს. ბოლო 12 თვის განმავლობაში, Visa Direct-ით განხორციელებული ტრანზაქციები იზრდება და კვლავ 100%-ს აჭარბებს- რაც მიუთითებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლებში და ბიზნესში არსებობს უფრო სწრაფი, მოქნილი გადახდების მოთხოვნა.

 

Visa-ს შესახებ

მსოფლიოს მასშტაბით Visa Inc. (NYSE: V) ციფრული გადახდების სფეროში ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი მისიაა ინოვაციური, უსაფრთხო და საიმედო გადახდის ქსელის მეშვეობით ერთმანეთთან დავაკავშიროთ მსოფლიო - რომელიც ინდივიდუალურ პირებს, ბიზნესსა და ეკონომიკას წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს. ჩვენი დახვეწილი ქსელი - VisaNet 65,000-ზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს 1 წამის განმავლობაში; კომპანიის მუდმივი აქცენტი ინოვაციებზე, უზრუნველყოფს ქსელში ჩართულ მოწყობილობებზე დაფუძნებული კომერციის ზრდას და უნაღდო მომავლის რეალიზების მამოძრავებელ ძალას - ყველგან და ყველასთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადის, Visa ცვლის მომავალის კომერციის კონცეფციას მისი ბრენდის, ხალხის, პროდუქტების და ქსელის გამოყენებით.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) „სტაბილიზაციისა და რეკონსტრუქციის საორიენტაციო კურსი“ დაიწყო, რომელშიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. კურსი 2017 წელს DIBS-ისა და იტალიის არმიის პოსტკონფლიქტური ოპერაციების მართვის სასწავლო ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით ჩამოყალიბდა და მესამე წელია, რაც ტარდება.

ტრენინგი სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩის მოადგილემ, სტეფანო კრეშენციმ გახსნეს, მონაწილეებს წარმატებები უსურვეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. თეა ნიკოლაშვილმა იტალიურ მხარეს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის განვითარების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კურსს ქართველი ტრენერები უძღვებიან, იტალიელი ექსპერტები კი მიმდინარეობის პროცესს აკვირდებიან.

ტრენინგის მიზანს პოსტკონფლიქტური სიტუაციების მრავალფეროვანი და რთული გარემოს შესახებ მსმენელების ინფორმირება, სტაბილურობისა და რეკონსტრუქციის ოპერაციებში მონაწილე მხარეებზე გავლენის მქონე ფაქტორების მიმოხილვა და გაანალიზება წარმოადგენს. 

ხუთი დღის განმავლობაში მონაწილეები კონფლიქტების მოგვარების საერთაშორისო მექანიზმებსა და უსაფრთხოების სექტორში რეფორმირების სპეციფიკას გაეცნობიან. კურსის ფარგლებში საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, სტაბილურობის ოპერაციებში საქართველოს თავდაცვის ძალების გამოცდილებასა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის როლზეც იმსჯელებენ.

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა

20 მაისს საქართველოს პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალი, სტანისლავ კარჩევსკი და მისი თანმხლები დელეგაცია ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრას სტანისლავ კარჩევსკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან გამართავს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრესისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

დაგეგმილია პოლონეთის სენატის მარშალის შეხვედრა საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.

სტანისლავ კარჩევსკი, დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს და ლეხ კაჩინსკის მემორიალს გვირგვინებით შეამკობს.

ვიზიტის ფარგლებში, სტანისლავ კარჩევსკი სოფელ ოძისში გაემგზავრება, სადაც ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას მოინახულებს.

სენატის მარშალი ეწვევა კახეთსაც და სოფელ ნუკრიანში, განვითარების თანამშრომლობის პროექტის მიმდინარეობას გაეცნობა.

დელეგაცია, ასევე, პოლონურ სკოლას ესტუმრება, სადაც მოსწავლეებთან გამიმართება შეხვედრას. დაგეგმილია სამედიცინო ცენტრ „კამილიანის“ მონახულებაც.

სტანისლავ კარჩევსკი საქართველოს 23 მაისს დატოვებს.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური