Items filtered by date: პარასკევი, 10 მაისი 2019 - NEWSDAY GEORGIA

„ჩვენს პედაგოგებს, ჩვენი განათლების სფეროს წარმომადგენლებს, მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიზნის, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიღწევაში. ჩვენი ქვეყნის ძირითადი სტრატეგიული მიზანი, რაც საქართველოს კონსტიტუციაში, პარლამენტის შესაბამის რეზოლუციაში და მთავრობის პროგრამაშია ასახული, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრაციაა და მთელი საზოგადოება ამ მიზნის გარშემოა კონსოლიდირებული.“ - მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სემინარის „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ მონაწილეებს.
 
„სიმბოლურია, რომ ეს სემინარი ემთხვევა საქართველოსთვის ორ მნიშვნელოვან თარიღს: წელს სრულდება ხუთი წელი ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან და ათი წელი საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში გაწევრიანების შემდეგ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. საქართველო ლიდერი ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორ წევრ ქვეყნებს შორის და ეს ის შეფასებაა, რომელსაც ხშირად ვისმენთ ევროპელი პარტნიორების მხრიდან და რაც ასახულია ევროკავშირისა და ევროპული აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვადასხვა დეკლარაციაში და გადაწყვეტილებაში. საგანგებოდ საქართველოსთვის ევროკავშირის მხრიდან ინიცირებულია უპრეცედენტო ფორმატები, მათ შორის, უმაღლესი დონის დიალოგი. აღსანიშნავია ჩვენი ამბიციური გეგმა, რაც ასახულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიცირებულ პროექტში, „საგზაო რუკა ევროპისკენ“, რომეილც ითვალისწი­­­­ნებს ქვეყნის ფუნქციონალურ მომზადებას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ამის რეალიზაცია უკვე ხდება, რისი დასტურიცაა საქართველოს განათლების ხარისხის ევროპულ ცენტრში გაერთიანება, საქართველოს დიპლომების აღიარება. გადავდგამთ ნაბიჯებს იმისკენ, რომ საქართველო ყველა მიმართულებით აქტიურად იყოს წარმოდგენილი ევროკავშირის ყველა პროგრამასა და სააგენტოში, რაც თანდათანობით გვაახლოებს საბოლოო მიზანთან“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

სემინარის გახსნის ღონისძიებაზე, რომელიც „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში გაიმართა, საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ფელიქს ჰეტმა, ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და    სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა და  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ. ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე.

სემინარის გახსნაზე, საუკეთესო პროექტების ავტორი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

სემინარის მუშაობაში მონაწილობას მიიღებს   150-მდე მასწავლებელი დედაქალაქიდან და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების, მათ შორის მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან. მონაწილეები ორი დღის განმავლობაში საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროინტეგრაციის პროცესსა და ევროპულ ღირებულებებზე მიიღებენ ინფორმაციას.
 
პროექტი სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და„აღმოსავლეთ პარტნიორობის  ესტონური ცენტრის“  ფინანსური მხარდაჭერით მეექვსე წელია ხორციელდება. პროექტი პედაგოგების მიერ, მთელი წლის განმავლობაში, ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას ითვალისწინებს.
 
„ევროპის დღეები 2019“  5 მაისს დაიწყო და მაისის ბოლომდე გაგრძელდება. ღონისძიებები სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ორგანიზებით, წელს მეშვიდედ იმართება.   ევროპის დღეების მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

PSP-მ მომხმარებელს ცნობილი საბავშვო ბრენდი პენატენი შესთავაზე. პენატენი 1904 წელს გერმანელმა მაქს რიზემ შექმნა და უკვე 115 წელია ლიდერია დასავლეთ ევროპის ბაზარზე. პენატენის პროდუქტები ბავშვებისთვისაა შექმნილი და ყველა ტიპის კანისთვისაა განკუთვნილი. პენატენის პროდუქტი დაბადებიდან შეიძლება იქნას გამოყენებული და საუკეთესოა მგრძნობიარე კანის მოვლისა და მკურნალობისათვის.  სახელწოდებაც პენატენი ძველი რომაული ოჯახის მფარველი ღვთაების მიხედვით შეირჩა.  1904 წლიდან პენატენის ბავშვის კრემი უცვლელი შეფუთვით გამოდის და მთელ მსოფლიოში იცავს ბავშვის კანს გარემო ფაქტორებისგან. ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედების გარდა ეს კრემი ეფექტურია კანის გამონაყარისა და მცირედი დამწვრობის დროსაც.

„PSP ხარისხის გარანტიაა და შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ლიდერ და ხარისხიან ბრენდებთან ვთანამშრომლობთ. პენატენი N1 საბავშო ბრენდია გერმანიაში საბავშო საფენებით გამოწვეული გამონაყარის და გაღიზიანების სამკურნალოდ. უამრავი თაობა გაიზარდა ამ კრემით,  ფაქტიურად არ არსებობს გერმანელი, რომელსაც პენატენი ბავშობის ასოციაციას არ უქმნის, - აცხადებენ PSP-ში.

ამასთან PSP-ში სხვადასხვა ჯგუფის სეზონურ მედიკამენტებსა და თმის მოვლის ყველა საშუალებაზე განსაკუთრებული შეთავაზებები და ფასდაკლებებებია; ტრადიციად იქცა ბავშვთა თვის აქციები საბავშვო პროდუქციაზე, საფენებზე, ბავშვთა კვების და მოვლის საშუალებებზე.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური