Items filtered by date: ორშაბათი, 08 აპრილი 2019 - NEWSDAY GEORGIA

7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე, რუსთავი 2-ს პირადპირ ეთერში PSP-ს რიგით 23-ე გრანდიოზულ გათამაშებაში გარემონტებიული ბინა საბურთალოზე „დონა პალასში“, 25 000 ლარი და 10 წლის მანძილზე ყოველთვიურად 1000 ლარიან ხელფასი გათამაშდა.

უპრეცედენტო პრიზის „10 წელი 1000 ლარიანი ხელფასი PSP-სგან” უკვე მეორე იღბლიანი მფლობელი ინდირა ქიქავა გახდა. ქალბატონი ინდირას სოხუმში აქვს განათლება მიღებული და პროფესიით აგრობიოლოგია. წლების განმავლობაში მარტვილში პროფსასწავლებელში პედაგოგი იყო, ვიდრე სასწავლებელი არ დაიხურა. 10 წელზე მეტია ქალბატონ ინდირას სამსახური აღარ აქვს, ყოველთვიური ხელფასი მისთვის სწორედ რომ ძალიან აუცილებელი იყო. 1000 ლარიანი ხელფასი ყოველთვე ქალბატონ ინდირას PSP-სგან 10 წლის მანძილზე 2029 წლის აპრილის ჩათვლით ჩაერიცხება.

არანაკლებ სასიხარულო აღმოჩნდა 25000 ლარიანი პრიზი ზუგდიდელი თემურ შამუგიასთვის. მას მეუღლე და ქალიშვილი ჰყავს. ეს თანხა ქალიშვილის უცხოეთში განათლების მისაღებად ზუსტად დროული და საჭირო იყო.

გურამ ცუცქირიძე აქამდე თბილისში, ლოტკინზე ქირით ცხოვრობდა მეუღლესა და 9 თვის შვილთან ერთად. 7 აპრილის PSP-ს გათამაშების შემდეგ იგი თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, საბურთალოზე „დონა პალასში“ მის ოჯახს მხოლოდ პირადი ნივთების გადატანა დასჭირდება, რადგან PSP-სგან მას გარემონტებული ბინა, ჩაშენებული სამზარეულოთი და კეთილმოწყობილი აბაზანით გადაეცემა.

„PSP ლიდერი კომპანიაა და ჩვენთვის მთავარი მომხმარებელზე ზრუნვაა. გათამაშებას უკვე 11 წელია ვატარებთ და ასეულობით ადამიანის სიხარულის ისტორია შევქმენით. ჩვენი გამარჯვებულები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქსა და რეგიონში არიან. ჩვენ კლვავაც გავაგრძელებთ მომხმარებელზე ორიენტირებული წამახალისებელი ღონისძიებების ორგანიზებას,“- აცხადებენ PSP -ში.

PSP -ს გათამაშებამ უკვე მეორე ათწლეულის ათვლა დაიწყო. 150 იღბლიანი ადამიანის სიხარულის ისტორია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდა: გამოვლინდა 48 ახალთ-ახალი ავტომობილის, 25000 ლარის 4 მფლობელი, მთელი წელი 2000 ლარიანი ხელფასის - 10 და ბინის - 11 იღბლიანი მფლობელი, 153 ოჯახს პსპ-სგან ძვირადღირებული საჩუქრები გადაეცა; 10 წლის მანძილზე ყოველთვიური 1000ლარიანი ხელფასის იღბლიანი პირველი მფლობელი დავით დუმბაძე PSP-სგან ხელფასს 2018 წლის ნოემბრიდან უკვე იღებს 2028 წლის ნოემბრამდე.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

8 აპრილს სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მონაწილეობს.

სესია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ლილიან მორი პასკემ გახსნა. თავის გამოსვლაში მან აღნიშნა, რომ მიუხედევად პრობლემებისა, დღეისათვის ევროპა ისევ ასრულებს მნიშვნელოვან როლს პოლიტიკურ ცხოვრებაში. „ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ევროპული სახლის დემოკრატიული მიღწევები და ერთად ბევრი უნდა უნდა ვიმუშაოთ, რათა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ეს მიღწევები“, - აღნიშნა მან.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, რომელიც 12 აპრილამდე გაგრძელდება, სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

მამუკა ბახტაძის გამოსვლა 10 აპრილს არის დაგეგმილი, ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლა კი 11 აპრილს გაიმართება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები. საუბრის მთავარი თემა ყველა ის აქტუალური საკითხები იქნება, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. „როგორც ცნობილია, წელს ევროპის საბჭო აღნიშნავს დაარსების 70 წლის, ხოლო საქართველო - ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს. ამ ორგანიზაციამ ფასდაუდებელი დახმარება გაუწია ჩვენს ქვეყანას განვითარების ყველა ეტაპზე, მათ შორის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პოლიტიკურ ჯგუფებთან. დელეგაციის წევრები ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საკომიტეტო მუშაობაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.

 ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს სოფლის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, რომელიც ამ სფეროში ეროვნული პოლიტიკის ჩამოყალიბებას მიეძღვნა.

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვანია, რადგან ის ეხება საქართველოსათვის უაღრესად საჭირო დარგს, სოფლის მეურნეობას, რომელიც ქვეყნის განვითარების საფუძველს წარმოადგენს.
 

,,დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს განვითარება მისი რეგიონებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე დგას. ქართული ეკონომიკის განვითარებას არ ექნება მომავალი, თუ სოფლის მეურნეობის სფერო არ იქნება აგებული თანამედროვე პრინციპებზე. ჩვენ უნდა განვავითაროთ და ვისწავლოთ ის, რაც დღევანდელ მსოფლიოში მდგრადი განვითარების პრინციპებადაა მიჩნეული და სწორედ ამ პრინციპებზე ავაგოთ ჩვენი სოფლის მეურნეობა.

ეს ნიშნავს იმას, რომ შევინარჩუნოთ ძველი, ქართული ტრადიციები და ამასთან, ვისწავლოთ როგორ განვავითაროთ დარგი ისე, რომ არ უშლიდეს ხელს არც გარემოს დაცვას (რომელიც არანაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისათვის) და ამავე დროს, იყოს ჩართული მსოფლიო ეკონომიკაში, იყოს მორგებული მსოფლიო ბაზრებს. ეს ყველაფერი კი არის ის, რაც სხვების გამოცდილების გაზიარებით უნდა ვისწავლოთ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
 

სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისა და მხარდაჭერისათვის საერთაშორისო ორგანიზაციებს: ევროკავშირსა და გაეროს, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.
 

კონფერენციას „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+. ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, სფეროს წამყვანი ექსპერტები და პოლიტიკის შემქმნელები ესწრებოდნენ.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური