Items filtered by date: ხუთშაბათი, 04 აპრილი 2019 - NEWSDAY GEORGIA

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, ლევან იზორიამ დეპუტატებს იმ ძირითად მიმართულებებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი მიღწევები განხორციელდა და რომელთა გაძლიერება თავდაცვის უწყების პრიორიტეტად რჩება. მინისტრმა ყურადღება აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებში, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობაში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობაში, ეროვნულ გვარდიასა და სპეციალური ოპერაციების ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე პროცესებზე გაამახვილა. 

ლოჯისტიკასა და აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებში მიმდინარე ცვლილებებზე საუბრისას, მან აქცენტი ავტონომიურობის ხარისხის გაზრდაზე, საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერებაზე, კონკრეტულად ამოცანით მართვის კონცეფციაზე გააკეთა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს ცალკეული დანაყოფებისთვის მეტი ავტონომიურობის მინიჭებას, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შესაძლებლობას, ცენტრალიზებული მართვის პირობებში დეცენტრალიზაციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას გულისხმობს: „ჩვენ ამოცანით მართვის კონცეფცია გასული წლის მიწურულს გამოვაქვეყნეთ. კრიზისულ სიტუაციებში მეთაურებს გადაწყვეტილების მიღება, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება უნდა შეეძლოთ. ეს ყველაფერი არამხოლოდ ერთჯერადი მოხმარებისთვის არის გათვალისწინებული, არამედ, გრძელვადიან განვითარებას ისახავს მიზნად. სიმბოლურად ჩვენ ამ პროცესს ცენტრალური მმართველობის პირობებში დეცენტრალიზებული აღსრულების მაღალ ხარისხს ვუწოდებთ“, - განმარტა თავდაცვის მინისტრმა.
სპეციალური ოპერაციების ძალებში განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას, მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ის ძირითადი სიახლე გააცნო, რაც თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესში, სპეციალური ოპერაციების ძალებში განხორციელდა: „თუ აქამდე სპეციალური ოპერაციების ძალების ლოკაცია განსაზღვრული იყო ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში, დღეს უკვე შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით, 2 ბატალიონი არის წარმოდგენილი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში“.
ლევან იზორიამ საქართველოს ეროვნულ გვარდიაში მიმდინარე მნიშვნელოვან სიახლეებსა და მომავლის გეგმებზეც ისაუბრა: „ეროვნულ გვარდიაში აქტიური რეზერვის პროგრამის ფარგლებში, ტერიტორიული რეზერვის სისტემის საფუძველზე ახალი ქვედანაყოფები ჩამოყალიბდა. ამ მხრივ მნიშვნელოვანი აღიარება გვაქვს, გვსურს, ეროვნულმა გვარდიამ ტრნასფორმაცია განიცადოს და მომავალში მისი ორგანიზება სწორედ ტერიტორიული რეზერვის პრინციპის საფუძველზე მოხდეს“, - აღნიშნა მინისტრმა.
ლევან იზორიამ საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერების კუთხით, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის წამყვანი როლი გამოყო. სამხედრო წვრთნების მნიშვნელობის გარდა, მინისტრი კარიერული პერსპექტივებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების საკითხსაც შეეხო და ეროვნული თავდაცვის აკადემიის, სერჟანტთა აკადემიის მაღალი ხარისხი ხაზგასმით აღნიშნა. 
ლევან იზორიამ ერთ-ერთ პრიორიტეტად ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის განვითარება დაასახელა და დეპუტატებს შვეულმფრენების მოდერნიზაციისთვის გამოყოფილი მნიშვნელოვანი თანხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა: „ ამ რესურსით ჩვენ შევძლებთ არამხოლოდ სამხედრო ამოცანების განხორციელებას, არამედ, კრიზისების მართვის დროს მოქმედებას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და გაწეული ფინანსური კონტრიბუციისთვის აშშ-ს მადლობა გადაუხადა.
პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო პოლიციისა და კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარებაც დაასახელა. ლევან იზორიას ინფორმაციით, ნატოს მრავალეროვნული ბატალიონის სამხედრო პოლიციის წარმომადგენლების ვიზიტი იგეგმება: „ ბოლო წელია მათთან ერთად ვამზადებთ ოცეულს, რომელიც მზად იქნება, ჩაერთოს ჩვენს პარტნიორებთან ერთად, სხვადასხვა საერთაშორისო მისიასა და ერთობლივ სწავლებებში“.
კიბერუსაფრთხოების სფეროს გაძლიერებასთან დაკავშირებით კი, ლევან იზორიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2019 წელი თავდაცვის სამინისტრომ სიმბოლურად კიბერუსაფრთხოების წლად გამოაცხადა, რაც ნიშნავს უფრო მეტ აქტიურ ჩართულობას სამხედრო ოპერაციებში და მეტ კიბერმოქმედებას საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე.

 

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თეოდორ მელეშკანუმ ვაშინგტონში გამართული შეხვედრისას კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მისცეს ორი ქვეყნის ურთიერთობას და საქართველოს პროგრესს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო ღირებული პარტნიორია ნატოსთვის და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რასაც მოწმობს საქართველოს წარმატებული მონაწილეობა ნატო-ს სამშვიდობო მისიებში. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ორი ქვეყნის თანამშრომლობას შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, ამ მხრივ მაღალი შეფასება მიეცა საქართველოსა და ნატო-ს შორის ამ მიმართულებით უკვე არსებულ პრაქტიულ თანამშრომლობას. მინისტრებმა ასევე აღნიშნეს შავი ზღვის არა მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური, არამედ მისი ეკონომიკური და პრაქტიკული დანიშნულება და მაღალი შეფასება მისცეს რუმინეთისა და საქართველოს აქტიურ ჩართულობას შავი ზღვის სატრანზიტო ფუნქციის უკეთ წარმოჩენასა და რეალიზაციაში. მიესლამნენ ბუქარესტში გამართულ პირველ ოთხმხრივ მინისტერიალს აზერბაიჯანის, თურქმენეთის, საქართველოს და რუმინეთის მონაწილეობით.
 
ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური, ასევ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის აქტიურ დღის წესრიგს, რაც გამოიხატა ვიზიტებით და  გამოთქვა იმედი, რომ მომავალშიც საქართველო აქტიურად იქნება წრამოდგენილი, მათ შორის 70 წელთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე.
 
მინისტრი ვაშინგტონს 2019 წლის 2-5 აპრილს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს საკითებთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობის პარალელურად, დავით ზალკალიანი ნატოს წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებსა და აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - მამუკა ჭელიძე

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს აქტიურ ბრძოლას ნარკოდანაშაულთან, მათ შორის, ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკების უკანონო გასაღებასთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, ინტერნეტის გამოყენებით (ე.წ. დადების მეთოდით) ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით, თბილისში რუსეთის ფედერაციის 3 მოქალაქე დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულები წარმოადგენდნენ ორგანიზებულ ნარკორეალიზატორთა ჯგუფს, რომლებიც საქართველოში ნარკოტიკების გასაღების მიზნით ჩამოვიდნენ.

ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისში სხვადასხვა მისამართზე, სამალავებში ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და ინტერნეტში მისი გასაღების მიზნით აღნიშნულ ფოტოებს აქვეყნებდნენ.

სამართალდამცველებმა, ორი მათგანის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

კერძოდ: 2 კილო და 287 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, „ბუპრენორფინის“ შემცველი სითხე, 187 გრამი „მდმა“ და ნარკოტიკული საშუალება „ნორფენტანილი“.

დაკავებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული.

პოლიციამ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბრალდებულების მითითებით, სხვადასხვა ადგილიდან, სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს.

2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 12 კილოგრამამდე "ჰეროინი", 980 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 2200 აბი "ექსტაზი", 5 კილოგრამამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილო და 350 გრამი კოკაინი და 250 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. მიმდინარე წელს სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 477 პირი მისცეს.

 



გამოქვეყნებულია სამართალი

დღეიდან, ყოველ ხუთშაბათს,  „ნიკორა სუპერმარკეტი“ ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელებს,  ყველაზე მოთხოვნად  პროდუქციაზე უპრეცედენტო ფასდაკლებას შესთავაზებს. აქცია ვრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბერთის“ ერთობლივი პროექტი სექტემბრის თვიდან დაიწყო ჩვენს ქსელში.  ამ პროექტის ფარგლებში, სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ასობით დასახელების, ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე სპეციალური ფასები შემუშავდა, რაც ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით ბევრად დაბალია.

პროექტის მიმართ ინტერესი და კმაყოფილება სოციალური ბარათის მფლობელებისგან იმდენად მაღალია, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება მათთვის ყველაზე სასურველ 4 დასახელების პროდუქტზე,  ყოველ ხუთშაბათს, შევთავაზოთ უპრეცედენტოდ დაბალი ფასი. ვურჩევთ ყველას, ვინც სოციალური ბარათით სარგებლობს, არ გამოტოვოს ეს დღე და ყოველ ხუთშაბათს ისარგებლოს საუკეთესო შეთავაზებით.’- განაცხადა ,,ნიკორა სუპერმარკეტის“  საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ანა კოშაძემ.

მომხმარებელზე ზრუნვა, ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის პრიორიტეტს წარმოადგენს.  2018 წლის სექტემბრიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები,  მათ შორის პენსიონერები და სოციალური დახმარების მიმღები პირები   "ნიკორა სუპერმარკეტის" ნებისმიერ ობიექტზე, ყველაზე მოთხოვნად 350-მდე დასახელების პროდუქტზე საუკეთესო ფასით ყოველდღიურად სარგებლობენ.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ...

პოპულარული

« აპრილი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური