Items filtered by date: ოთხშაბათი, 03 აპრილი 2019 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ათასწლეულის ინოვაციების კონკურსის გამარჯვებულ მოსწავლეებს და მათ მენტორს უმასპინძლა, რომლებიც NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გაემგზავრებიან.

მთავრობის მეთაურმა მათ მიღწეული წარმატება მიულოცა და ხაზი გაუსვა ახალგაზრდების უმნიშვნელოვანეს როლს ქვეყნის წინსვლის საქმეში.

პრემიერი გამარჯვებული პროექტის ავტორებს განათლების მასშტაბური რეფორმის შესახებ ესაუბრა, რომლის მიზანია, სხვადასხვა საფეხურზე განათლების დონის ამაღლებასთან ერთად, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ინოვაციური იდეებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებას.

„ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, როდესაც ჩვენი ახალგაზრდები ინოვაციური იდეების კონკურსებში იმარჯვებენ. საქართველოში ჩვენ გვაქვს უნიკალური ტალანტი და თქვენი წარმატება ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია", - მიმართა პრემიერმა ახალგაზრდა გამომგონებლებს.

მამუკა ბახტაძემ ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მნიშვნელობა, რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალგაზრდების ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას ემსახურება, ზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში და ხელს უწყობს ახალ მიღწევებს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში.

NASA-ში პროექტის „ბარნის სმარტ ლაბირინთი" შემქმნელი გუნდის -„ობერტონის" ხუთი მოსწავლე მიემგზავრება. სოფიო ჩიხლაძის (გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია), მარიამ გამრეკელაშვილის, გიორგი რიგიშვილის, ალექსანდრე ქაჯაიას - (გიმნაზია„აია-GESS") და იონა იობიძის (ქუთაისის სკოლა „პროგრესი") მიერ შექმნილი „ბარნის სმარტ ლაბირინთი" ავტომატიზებულს ხდის კვლევისა და დაკვირვების პროცესს და ის მეცნიერებს დაეხმარება, ლაბორატორიული ექსპერიმენტებისას შეაფასონ ცხოველებში სივრცითი ხედვა და მეხსიერება. პროექტი ზოგავს ადამიანის დროს და ხელს უწყობს უფრო ზუსტი შედეგების მიღებას.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და NASA-ს კოსმოსურ ცენტრთან თანამშრომლობით 2014 წლიდან ახორციელებს.

შეხვედრას საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე დაესწრნენ.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ძმები: 1969 წელს დაბადებული ფ.ჯ. და 1966 წელს დაბადებული ვ.ჯ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან არაერთხელ განახორციელეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები და მათი ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა . პოლიციამ ბრალდებულის მიერ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო. პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის ბინის ჩხრეკისას 30 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "სირეცი" ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

გამოქვეყნებულია სამართალი

პოპულარული

« აპრილი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური