Items filtered by date: სამშაბათი, 02 აპრილი 2019 - NEWSDAY GEORGIA

2019 წლის 3-4 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით ვაშინგტონს ეწვევა, სადაც ნატოს დაარსებიდან საიუბილეო, 70-ე წლისთავზე გასამართი საგარეო საქმეთა მინისტერიალის პარალელურად დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი  ნატოს წევრ საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს 3 აპრილს, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს, აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდისა და მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის მიერ თანაორგანიზებულ ღონისძიებაში „nato engages: the alliance at 70 years“, სადაც სიტყვით გამოვა ალიანსის გაფართოების საკითხისადმი მიძღვნილ პანელზე „უსაფრთხოების გაფართოება სამეზობლოში: ნატოს პარტნიორობის მემკვიდრეობა და მომავალი“. ზალკალიანი ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის აშშ-ს კონგრესში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ს დელეგაციის ხელმძღვანელ გერი კონოლთან.

აღსანიშნავია, რომ მინისტერილის ფარგლებში მიმდინარე წლის 28 მარტს გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც საქართველოს მონაწილეობით მსჯელობა წარიმართა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე 24-25 მარტს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ნატოს გენერალური მდივანი.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს უმასპინძლა.
პრეზიდენტმა ბავშვებთან ერთად გასართობ თამაშში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს რუკის ფაზლი ააწყო.  
,,მე, როგორც პრეზიდენტი, დღეს ძალიან მოხარული ვარ იმით, რომ მომეცა საშუალება ეს სასახლე გამეხსნა ამ ბავშვებისათვის, რათა მათ შეძლებოდათ აქ შემოსვლა და დათვალიერება, გაძლიერებოდათ იმის შეგრძნება, რომ ეს სასახლე, ეს ქვეყანა და ეს სახელმწიფო არის მათი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, აუტიზმი ძალიან დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის. ამ გამოწვევაზე ერთი პასუხი არსებობს და ეს პასუხი არის ინკლუზიურობა.
 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველო იქნება რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც აუტიზმის კომპლექსურ ცენტრს ააშენებს,- აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობის პროექტის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო. 

მთავრობის მეთაურის განცხადებით, სიმბოლურია, რომ აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს დღეს საქართველოში  ეროვნული ცენტრის მშენებლობა იწყება. მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ბოლო ათწლეულების განმავლობაში აუტიზმის მქონე ბავშვებისა და ზრდასრულების განვითარებისთვის საჭირო სერვისების დანერგვაში მონაწილეობდა.

„მსურს დიდი მადლობა გადავუხადო კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ამ ეროვნულ საქმეში. მინდა მოვუწოდო სხვა კომპანიებსაც და ქართველ მეწარმეებსაც, მეტად იაქტიურონ ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, აუტიზმის ეროვნული ცენტრი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების ცხოვრებას და მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ასევე  თბილისის მერიას წლების განმავლობაში პროგრამის მხარდაჭერისთვის.

პროექტის პრეზენტაციას მამუკა ბახტაძე მთავრობის წევრებსა და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად დაესწრო.  

აუტიზმის ეროვნული ცენტრს „აუტიზმის კვლევისა და ხელის შეწყობის ფონდი" ააშენებს. რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი ცენტრი მოემსახურება 16 წლის ასაკის ზემოთ აუტიზმის მქონე ადამიანებს. ცენტრში არსებული სერვისები მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და მათი უნიკალური უნარების განვითარებაში დაეხმარება. 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ლატვია-საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის, რატი ბრეგაძის ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საელჩოში საკვირაო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა. რატი ბრეგაძემ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან ისაუბრა საკვირაო სკოლის როლზე და მის მნიშვნელობაზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის. ღონისძების ფარგლებში, მოსწავლეებს სასწავლო წიგნები გადაეცათ.

ამჟამად ქართულ საკვირაო სკოლაში მოსწავლეები ქართულ ენას, ხატვას და მუსიკას ეუფლებიან.

დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის, რატი ბრეგაძის ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ლატვიაში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან. შეხვედრისფარგლებში რატი ბრეგაძემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა დიასპორის წარმომადგენლებს სამინისტროს ყველა იმ ინიციატივის და ფორმატის შესახებ, რომელიც დიასპორისჩართულობას და სამშობლოსთან მათ დაახლოებას ისახავს მიზნად.
 
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს  „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“განხორციელება,რომლის ფარგლებშიც  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით მომზადდა.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ...

პოპულარული

« აპრილი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური