Items filtered by date: პარასკევი, 19 აპრილი 2019 - NEWSDAY GEORGIA

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში კორეის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს კიმ სე ვუნგს შეხვდა.

შეხვედრაზე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. კორეის რესპუბლიკა მნიშვნელოვანი მიზნობრივი ტურისტული ბაზარია საქართველოსთვის.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ჩარტერული ავიარეისების მნიშვნელობას.

მაისის ბოლოდან სამხრეთ კორეის ავიაკომპანია Korean Air სეული-თბილისის მიმართულებით ჩარტერეულ ავიარეისებს განაახლებს.

ავიაკომპანია Korean Air მსოფლიოს 44 ქვეყანაში, 127 ქალაქში ასრულებს რეისებს.

სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის 3 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამხრეთ კორეიდან საქართველოში +15.3%-იათ მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 19 აპრილისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6939 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6931 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0008-ით გაუფასურდა.

 ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.0323 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.0456 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარის კურსი 0.0133-ით გამყარდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5053 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.5137 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0084-ით გამყარდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.4623 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.4684 ლარი იყო. ლარი ლირასთან მიმართებით 0.0061-ით გამყარდა.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან მარჩინ ფშიდაჩთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული ურთიერთობის დინამიკა, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ დღის წესრიგს და ამ მიმართულებით, სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებს.

ყურადღება ასევე გამახვილდა მიმდინარე წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლისთავთან დაკავშირებით პოლონური მხარისა და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებებზე.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ი ქართული მასმედიის წარმომადგენლებისთვის SputnikPro-ს ახალ მოდულს იწყებს. მონაწილეებს იწვევენ დისკუსიაზე სოციალური ჟურნალისტიკისა და საზოგადოებაში რეალურ ცვლილებებზე გავლენის თემაზე გამოცდილების გაზიარებისთვის.

ღონისძიება „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში ხუთშაბათს გაიმართება. ღონისძიების სპიკერები იქნებიან საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას" სპეციალისტები, პროექტ „წლის ეკოლოგიის" და „წლის მოხალისის" ხელმძღვანელები, 2017-2018 წლებში Рунет-ის პრემიის ლაურეატები:

– მარია ფერსმანი: „სოციალური ჟურნალისტიკა – მოდური ტრენდი და ახალი პროფესია";

– ელენა ისაიკინა: „მკითხველთან თავად მასზე საუბარი. როგორ ვწეროთ სოციალურ თემებზე".

მარია ფერსმანი: „მოხარული ვარ, რომ პროექტ SputnikPro-ს ფარგლებში ქართველ ჟურნალისტებს შევხვდები. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა საკუთარი გამოცდილების გაზიარებისა და იმის გაგებისთვის, თუ როგორ მუშაობენ ქართული მასმედიის წარმომადგენლები რთულ სოციალურ თემებზე. დღეს ჟურნალისტი, რომელიც სოციალურ თემებზე წერს, საზოგადოებაში დიდ როლს ასრულებს და ფაქტობრივად პროფესიის საზღვრებს სცილდება, რადგან მუშაობს მათთან, ვისაც დახმარება სჭირდება".

ელენა ისაიკინა: „სოციალურმა ჟურნალისტიკამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო ფორმირება, როცა მასმედია კონკრეტული ადამიანების პრობლემებითა და მათი გადაჭრის საკითხით დაინტერესდა. რა არის სოციალური ჟურნალისტიკა – „შავი", „ყვითელი" ან კორექტულობა და კონსტრუქციულობა? პასუხისმგებლიანმა მასმედიამ უნდა იპოვოს ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე და თამაშის ერთიანი წესები გამოიმუშავოს".

SputnikPro – ეს არის საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის პროექტი ჟურნალისტების, სტუდენტების, პროფილური უმაღლესი დაწესებულებების, პრეს-სამსახურების თანამშრომლებისა და მედიასფეროს სხვა სპეციალისტებისთვის, რომელიც მიმართულია უცხოელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებაზე, მედიაკომუნიკაციისა და პროფესიონალური კავშირების განვითარებისკენ. პროექტის არსებობის განმავლობაში სხვადასხვა ფორმატებში მასში 80-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. მასტერ-კლასები უკვე ჩატარდა აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, საბერძნეთში, საქართველოში, ინდოეთში, ყირგიზეთში, თურქეთსა და ესტონეთში. საქართველოში SputnikPro მეხუთედ ტარდება.

Sputnik-ი ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო მედიასაშუალებაა, რომელიც აერთიანებს ცალკეული ქვეყნებისა და რეგიონულ მულტიმედიურ ინტერნეტ–საიტებს 32 ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და სხვა ენებზე მსოფლიოს 90-ზე მეტ ქალაქსა და ინტერნეტში. Sputnik-ი 24-საათიან რეჟიმში მთელი მსოფლიოს მასშტაბით წამყვან გამოცემებს გადასცემს ახალ ამბებს ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, ჩინურ და სპარსულ ენებზე. Sputnik-ის საინფორმაციო რესურსების აუდიტორია თვეში 60 მილიონზე მეტ მომხმარებელს შეადგენს, Sputnik China-ს აკაუნტის ხელმომწერთა რაოდენობა „ვეიბოში" 10 მილიონს აჭარბებს. მთელ მსოფლიოში ტოკიოდან მონტევიდეომდე 22 სარედაქციო ცენტრში ათობით ეროვნების ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. Sputnik-ი შედის მედიაჯგუფ Россия сегодня-ში. Sputnik-ის სათავო ოფისი მოსკოვში მდებარეობს.

პოსტსაბჭოთა სივრცეში მუშაობის პერიოდში Sputnik-ის ვებ-გვერდებმა კონტენტის მიწოდების ტექნოლოგიური ფორმატებისა და ახალი ტექნოლოგიების წყალობით ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებს შორის ლიდერი პოზიციები დაიკავა.

უცხოეთის თითოეულ ქვეყანაში Sputnik-ის ვებ-გვერდები ეროვნულ და რუსულ ენაზეა წარმოდგენილი, ისინი მკითხველს ასევე აწვდიან მრავალფეროვან მულტიმედიურ კონტენტს: ინფოგრაფიკას, ვიდეოს, ფოტორეპორტაჟებს, ონლაინ-ეთერებს და ა.შ. ოპერატიულ ახალ ამბებთან ერთად Sputnik-ი აქვეყნებს ანალიტიკურ მასალებსა და ექსკლუზიურ ინტერვიუებს.

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური