Items filtered by date: ორშაბათი, 15 აპრილი 2019 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ იორდანიის სენატის პრეზიდენტს ფეისალ ალ-ფაიეზის შეხვდა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო - იორდანიას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის: ეკონომიკური, სავაჭრო, ტურიზმის, კულტურისა და განათლების კუთხით თანამშრომლობის გააქტიურებასა და გაფართოებას.

დელეგაციებმა შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილეს. სალომე ზურაბიშვილმა დადებითად შეაფასა ვიზიტის ფარგლებში, ფეისალალ-ფაიეზის საოკუპაციო ხაზთან, ოკუპანტების მიერ მავთულხლართებით გაყოფილ სოფელ ხურვალეთში გამგზავრება და აღნიშნა, რომ იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტი, აღნიშნული სოფლის მონახულების შემდეგ, პირადად დარწმუნდება, თუ რამდენად რთულია, დედაქალაქთან ახლოს და ცენტრალური მაგისტრალიდან რამდენიმე კილომეტრში საოკუპაციო ხაზის არსებობა.

საქართველოს პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით განაცხადა, რომ აღნიშნული კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა კულტურული კავშირების განვითარების პერსპექტივებსა და კლდეში ნაკვეთი ქალაქების კონსერვაციის მიმართულებით, იორდანიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

ასევე, მხარეებმა საქართველოში რელიგიური ტურიზმის განვითარების ზრდის შესაძლებლობებზე ისაუბრეს და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტმა, რომელმაც გუშინ ბოდბის მონასტერი მოინახულა, ტურიზმის ამ მიმართულების პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრას ესწრებოდნენ: იორდანიის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ზაზა კანდელაკი, პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ზურაბ ალექსიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნათია სულავა.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტის სენატის პრეზიდენტს, ფეისალ ალ-ფაიეზს და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა. 

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.

ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებასა და ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებზე.

ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და იორდანიის სავაჭრო პალატას შორის მჭიდრო კავშირის მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს და მათთან გასამკლავებლად, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ფეისალ ალ-ფაიეზმა ირაკლი კობახიძეს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და იორდანიის სამეფოს პარლამენტის სენატის პრეზიდენტმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გასული წლის გაზაფხულზე, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტმა კიდევ უფრო გაამყარა ორმხრივი კავშირი და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში ახალ ეტაპს ჩაუყარა საფუძველი.

„საქართველოსთვის იორდანია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო რეგიონში, რომელიც, ჩვენი ქვეყნის მსგავსად, ცდილობს, თავისი დადებითი წვლილი შეიტანოს რეგიონულ მშვიდობაში, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში და მშვიდობიანი გადაწყვეტა მოუძებნოს კონფლიქტებს, შეამციროს დაძაბულობა, გადაჭრას ლტოლვილებთან დაკავშირებულ პრობლემები და ხელი შეუწყოს ზოგადად, რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას. 

მინდა აღვნიშნო პარტნიორული ურთიერთობები ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის. მეგობრობის ჯგუფების როლი არის განსაკუთრებული და დარწმუნებული ვარ, რომ ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდება.

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ ხოლმე იმ პოტენციალს, რომელიც ასათვისებელია ეკონომიკური ურთიერთობებისა და ვაჭრობის თვალსაზრისით, ასევე, ტურიზმის სფეროში არის დიდი პერსპექტივა და ჩვენი ვალია, ვიზრუნოთ ამ მიმართულებით ურთიერთობების განვითარებისთვის.

მინდა გამოვთქვა იმედი, რომ უახლოეს წლებში, ჩვენი ძალისხმევით, საქართველოსა და იორდანიის ურთიერთობები ახალ სიმაღლეზე გადავა და ორი ქვეყნის შემდგომი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მშვიდობისა და თანამშრომლობის განვითარებას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

სენატის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ვიზიტი ხაზს უსვამს იორდანიისთვის საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას.

„ორივე ქვეყანა თანხმდება ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაზე. ორმხრივი ინვესტირების პროექტები, სავაჭრო ურთიერთობები, ტურიზმის განვითარება - ეს არის ის პრიორიტეტები, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობის ფარგლებში იკვეთება. ინვესტირება საქართველოს ინფრასტრუქტურაში არის ძალიან დიდი ინტერესის საგანი იორდანიისთვის. ასევე, ხაზს ვუსვამთ ბიზნეს-საზოგადოების როლს და მხარს ვუჭერთ ყველა იმ აქტივობას, რომელიც გააძლიერებს ამ სექტორებს. საქართველოსა და იორდანიის სავაჭრო პალატების ურთიერთობა ძლიერდება და მათი ორმხრივი ურთიერთობები გადავა სამომავლოდ შემდეგ ეტაპზე“, - განაცხადა ფეისალ ალ-ფაიეზმა.

იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტის სენატის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

 

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
თბილისის საქალაქო  სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი გერების გაუპატიურებაში ბრალდებული გ.ფ დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ, გ.ფ წლების განმავლობაში ძალადობის გამოყენებით სექსუალურ კავშირს ამყარებდა ორ არასრულწლოვან გერთან.
სამართალდამცველებმა გ.ფ თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  111,138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გაუპატიურება, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 
თბილისის საქალაქო  სასამართლომ გ.ფ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
გამოქვეყნებულია სამართალი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ლევან იზორიამ პატრიკ ფრანცენს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, წარმატებები უსურვა და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

მინისტრმა შვეიცარიელ დიპლომატს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო. შეხვედრაზე სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობისა და კურსების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელსაც შვეიცარია ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში ქართველ სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალო პერსონალს სთავაზობს. მხარეებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასთან (dibs) შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის (dcaf) მჭიდრო თანამშრომლობაც ხაზგასმით აღნიშნეს.

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუმინეთის სენატის პრეზიდენტს კალინ პოპესკუ-ტარიჩეანუს შეხვდა.

საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, მიმდინარე რეფორმებსა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას.

ხაზი გაესვა საქართველო-რუმინეთის მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს და ეკონომიკური კავშირების მასთან შესაბამისობაში მოყვანის მნიშვნელობას. დადებითად შეფასდა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები.

პრემიერ-მინისტრი მიესალმა რუმინეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის აქტიურ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის დღის წესრიგში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობაზე.

რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დეპუტატი ისკო დასენი დაესწრნენ.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ვ.კ. და 2000 წელს დაბადებული გ. ჩ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულები თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის ერთ-ერთი აპარატიდან თანხის მოპარვას ცდილობდნენ, რა დროსაც პოლიციამ ისინი ადგილზევე დააკავა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით.

გამოქვეყნებულია სამართალი

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ...

პოპულარული

« აპრილი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური