Items filtered by date: სამშაბათი, 05 მარტი 2019 - NEWSDAY GEORGIA

ლატვია-საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა მაისურაძე ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკერს ირინა მურნიეცეს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, საპარლამენტო ფორმატში. ხაზი გაესვა მე-13 მოწვევის საეიმას ფარგლებში საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის ჯგუფის შექმნას. ასევე აღინიშნა 2017 წელს საქართველოში ნორდიკულ-ბალტიკური რვიანის ქვეყნების პარლამენტის სპიკერების შეხვედრა და ამ ფორმატში თანამშრომლობის გაგრძელება.

შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა თანამშრომლობის საკითხები ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის, ტურიზმის და კულტურის სფეროში.

ინარა მურნიეცემ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისდამი ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა. საეიმას სპიკერის თქმით, ლატვია მოხარულია საქართველოს დაეხმაროს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ძალიან დიდი პროგრესი აქვს აღნიშნულ პროცესში გატარებული რეფორმების კუთხით. ასევე აღინიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. 

საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა საეიმას სპიკერს მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო სანდო პარტნიორია, რომელსაც ლატვიასთან ევროპული დემოკრატიის საერთო ფასეულობები და ღირებულებები აერთიანებს და ურყევად დგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

პროექტ „მინისტრის პირისპირ“ ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. უწყების ხელმძღვანელმა მოწვეულ სტუმრებს „მინისტრის დირექტივები 2019“ გააცნო, სადაც თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტები და მთავარი მიმართულებებია განსაზღვრული.

შეხვედრაზე მიმდინარე წლის გეგმები განიხილეს და 2019 წელს დაგეგმილ სწავლებებზე, მათ შორის ნატო-საქართველოს სწავლებაზე, ნატოს გენერალური მდივნისა და სამხედრო კომიტეტის ვიზიტის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

შეხვედრის დასასრულს ლევან იზორიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პროექტ „მინისტრის პირისპირ“ ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა უკვე გამართა. 2019 წლის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი მედიის, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს რეგულარულად გამართავს.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ქ. ლიმასოლში ახალი ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა. საქართველოს საელჩოსა და კვიპროსის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მოლაპარაკების შედეგად, საკვირაო სკოლა ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსდა (მისამართია: Larisis 4, Potamos Germasogeias 1st Primary School, Limassol).
 
გახსნით ცერემონიაზე კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რევაზ ლომინაძემ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სიტყვით მიმართა  და წარმატებული ახალი სასწავლო წელი უსურვა. ელჩმა ისაუბრა იმ სიახლეებსა და წამახალისებელ ღონისძიებებზე, რომელთა ჩატარება წლის განმავლობაში საკვირაო სკოლის მოსწავლეებისთვის იგეგმება და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მათ გადაეცემათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქტიური ჩართულობით საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისთვის შექმნილი სახელმძღვანელოები.
 
ქ. ლიმასოლში ახლადგახსნილ ქართულ საკვირაო სკოლაში 30-მდე მოსწავლე ირიცხება. ბავშვებს ჩაუტარდებათ ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის, ხატვის, მუსიკისა და სპორტის გაკვეთილები.
 
 აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი ქართული საკვირაო სკოლა  კვიპროსში, ქ. ნიქოზიაში მდებარეობს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან გორში 4 ლოკაციაზე სიჩქარის მზომი 7 სექციური რადარი ჩაირთო.

ამის შესახებ სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საქართველოს რეგიონებში სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს განაგრძობს. მიმდინარე წლის 5 მარტიდან ქალაქ გორში 4 ლოკაციაზე ჩაირთო სიჩქარის მზომი 7 სექციური რადარი.

კერძოდ: ცხინვალის გზატკეცილის N4-დან ცხინვალის გზატკეცილისა და პ.მელიქიშვილის ქუჩის კვეთამდე, ორმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ); 2. ცხინვალის გზატკეცილისა და პ.მელიქიშვილის ქუჩის კვეთიდან ცხინვალის გზატკეცილის N4-მდე. ორმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ);

აღმაშენებლის გამზირისა და ი.სუხიშვილის ქუჩის კვეთიდან აღმაშენებლის გამზირისა და ი.ჭავჭავაძის ქუჩის კვეთამდე, ცალმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ); 4.აღმაშენებლის გამზირისა და ი.ჭავჭავაძის ქუჩის კვეთიდან აღმაშენებლის გამზირისა და ი.სუხიშვილის ქუჩის კვეთამდე, ცალმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ).

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს „ჭკვიანი“ ვიდეოკამერებისა და სიჩქარის მზომი რადარების დამონტაჟებას“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

 
გამოქვეყნებულია საზოგადოება

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (იბსუ) სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების ინსტიტუტი 2005 წლიდან ფუნქციონირებს. 
დღეისთვის, ინსტიტუტში 200-მდე მაგისტრანტი და 100-მდე დოქტორანტი სწავლობს. ამჟამად, 12 სამაგისტრო და 4 სადოქტორო პროგრამა მოქმედებს.

სწავლების ენებია ქართული და ინგლისური. სამაგისტრო პროგრამებზე სწავლა შეუძლია ბაკალავრის ხარისიხის მფლობელ ნებისმიერ მსურველს, რომელიც წარმატებით გაივლის საერთო სამაგისტრო გამოცდებს, შემდგომ კი უნივერსიტეტის შიდა გამოცდებს ჩააბარებს
ინგლისურ ენასა და სპეციალობაში. სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელება შესაძლებელია უნივერსიტეტის მიერ დადგენილი სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის წესის საფუძველზე.

სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების ინსტიტუტში პროფესორებს სხვადასხვა ქვეყნიდან (ამერიკა, ჰოლანდია, ინგლისი, პოლონეთი)
იწვევენ. სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამები დაახლოებით 20 უცხოურ პარტნიორ უნივერსიტეტთან მოქმედებს. ასეთ პროგრამებში
მონაწილეობა ცოდნის გაღრმავებისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების გარდა საქართველოს ფარგლებს გარეთ კვლევებში ჩართვის შესაძლებლობასაც იძლევა.

ვრცლად: https://goo.gl/kP6Gk5

გამოქვეყნებულია განათლება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური