Items filtered by date: ორშაბათი, 04 მარტი 2019 - NEWSDAY GEORGIA
ქართველი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურები ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში მიმდინარე „საზღვაო ქვეითთა კორპუსის“ თამაშებში წარმატებით ასპარეზობენ.
ასპარეზობის მეცხრე დღეს ქართველმა ჯარისკაცებმა პარასპორტის სხვადასხვა სახეობებში უკვე 9 მედლის მოპოვება შეძლეს. ველოსპორტში ჯონი თოფურია ორი ოქროს მედლით, ხოლო გოგიტა ხოზრევანიძე და ალუდა სეთურიძე ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდნენ. წარმატებით იასპარეზა რეზო გორგაძემ, რომელმაც ველოსპორტში ორი ბრინჯაოს მედალი, ხოლო მშვილდით სროლაში ერთი ვერცხლი მოიპოვა. მშვილდით სროლაში ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა ალეკო გითოლენდიაც.
პენდელტონის საზღვაო ქვეითთა ბაზაზე, საერთაშორისო თამაშები 24 - თებერვლიდან - 10 მარტის ჩათვლით იმართება. ტურნირში დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედროები სპორტის 8 სახეობაში ასპარეზობენ: მჯდომარე კალათბურთი, ცურვა, სროლა, მშვილდოსნობა, ნიჩბოსნობა, ეტლით სირბილი, ველოსპორტი. ტურნირისთვის დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 12-კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება გაიარა.
აღნიშულ ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობენ.
ასპარეზობის მიზანი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.
ქართველმა დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედროებმა, აშშ-ში „საზღვაო ქვეითთა“ თამაშებში შარშანაც იასპარეზეს და 20 მედლის მფლობელები გახდნენ.
გამოქვეყნებულია სამხედრო თემა

პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ კანადის პარლამენტის კვლევითი და საპარტნიორო პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელებს, ჟან-პოლ რუზკოვსკის და ივო ბალინოვს, ასევე, კანადის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, კრისტოფერ კუტერს შეხვდა. 

შეხვედრაზე საპარლამენტთაშორისო კავშირების სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების შესახებ იმსჯელეს. ხაზი გაესვა მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტებისა და მრავალმხრივ ფორმატებში აქტიური თანამშრომლობის საჭიროებას.

მხარეებმა ყურადღება საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ინსტიტუციურ რეფორმაზე, ასევე, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს კვლევითი და ანალიტიკური შესაძლებლობებისა და მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით დაგეგმილ ინიციატივებზე გაამახვილეს. კანადის საპარლამენტო ცენტრის წარმომადგენლებმა ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და არსებულ გამოწვევებს. კანადის საპარლამენტო ცენტრის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს რეგიონში საქართველოს როლის მნიშვნელობა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა დაადასტურეს.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

"საქართველოს სურს, დააჩქაროს რეგიონული თანამშრომლობა და გააფართოოს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური კავშირები, რაც შავი ზღვა-კასპიის ზღვის რეგიონებში მდგრადი განვითარების, მშვიდობისა და სტაბილურობის მყარ საფუძველს შექმნის" - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბუქარესტში გამართული ოთხმრივი მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"sდავით ზალკალიანის შეფასებით,  საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქმენეთსა და რუმინეთს შორის მაღალი დონის დიალოგის დაწყება დროული ინიციატივაა და ის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველომ უკვე დაიმკვიდრა სანდო პარტნიორის სახელი. ამასთან, ის აქტიურად მონაწილეობს რეგიონულ პროექტებში, რომლებიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი სატრანზიტო მარშრუტების შექმნას ისახავს მიზნად.
 
„ჩვენი მიზანია საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის როლის გაძლიერება. საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობის ეფექტიანად გამოყენების მიზნით, მთავრობა უკვე შეუდგა მრავალმილიარდიანი პროგრამის განხორციელებას, რომელიც საკვანძო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის (მაგისტრალების, პორტებისა და სარკინიგზო სისტემების) განვითარებასა და მოდერნიზებას ემსახურება. გრძელვადიან პერსპექტივაში, გადაზიდული საქონლისა და გენერალური ტვირთების მოცულობის ზრდა კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღებას გვპირდება“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
 
ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე მინისტრმა შავი ზღვა-კასპიის ზღვის რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შავი ზღვა-კასპიის ზღვის ახალი სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედება. ზალკალიანის თქმით, ახალი დერეფანი მრავალმხრივი თანამშრომლობის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის, რაც  რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის უცვლელი წინაპირობაა. 
 
ამ კუთხით, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა განახორციელოს რეგიონთაშორისი კავშირების განმტკიცებაზე ორიენტირებული და ამბიციური პროექტები. „ჩვენ ვგეგმავთ ფოთის პორტის მოდერნიზაციას და ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის  განვითარებას PANAMAX-ის ტიპის მსხვილი ტონაჟის სატვირთო გემები მიღების, რეგიონის გავლით ტვირთნაკადების გაზრდისა და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ვაჭრობის გამარტივების  მიზნით“ - აღნიშნა ზალკალიანმა.  
 
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ევროპასა და აზიას შორის მდგრადი კავშირის ხელშეწყობას  ევროკავშირი თავისი  სტრატეგიის ნაწილად მიიჩნევს და „ეს მიზანი ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში ფიზიკური ინტეგრაციის გაძლიერებას ემსახურება“. 
 
„ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ ევროკავშირის  ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) მნიშვნელობა, რომლის გაფართოებაც TEN-T-ის აზიის ქსელთან დაკავშირებას ისახავს მიზნად“ - დასძინა მინისტრმა. 
 
პრეს-კონფერენციის დასასრულს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შავი ზღვა-კასპიის ზღვის რეგიონების მდგრადი განვითარება ერთობლივ ძალისხმევაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, რეგიონულ თანამშრომლობას უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია და მას რეგიონის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, ხელშესახები შედეგები, ეკონომიკური ზრდა და კეთილდღეობა მოაქვს.
 
2019 წლის 4 მარტს, ქ. ბუქარესტში,  საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანის და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე კასპიის ზღვა - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თემებზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 4 მარტიდან, 2 თვის განმავლობაში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე, კერძოდ, ს.კანდელაკის და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთიდან ივ. ბერიტაშვილის და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთამდე.

ლისის ტბიდან ივ. ბერიტაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისათვის იქნება ნებადართული. ლისის ტბის მიმართულებით კი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ნუცუბიძის ქუჩაზე, ვ. ჩიქოვანის ქუჩის გავლით, საიდანაც გზას ივ. ბერიტაშვილის ქუჩაზე გააგრძელებს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ევგენი კაზარცევი შეეხო დღეისათვის აქტუალურ თემას და მედიის ახალ ტენდენციებზე ისაუბრა, განმარტა, როგორ უნდა გავრცელდეს საინტერესო კონტენტი ისე, რომ ის კითხვადი და „ვირუსული“ გახდეს.  

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. Sputnik-ბელარუსის რედაქტორმა ევგენი კაზარცევმა დამწყები ჟურნალისტებისთვის მასტერ-კლასი ჩაატარა პროექტ SputnikPro-ს მორიგი მოდულის ფარგლებში, რომლის ორგანიზატორიც საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ი იყო.  

საქართველოში პროექტი 2018 წელს დაიწყო. პირველი მოდული მოიაზრებდა ქართული მედიის მთავარ რედაქტორებთან და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრას. ხოლო მეორე მოდულმა თავი მოუყარა საქართველოს ბეჭდვით და ონლაინ-გამოცემების ჟურნალისტებს.

2019 წლის იანვარში SputnikPro-მ თბილისში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მასტერკლასი ჩაატარა. სულ პროექტში მედიის 50-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.  

ევგენი კაზარცევი შეეხო დღეისათვის აქტუალურ თემას და მედიის ახალ ტენდენციებზე ისაუბრა, განმარტა, როგორ უნდა გავრცელდეს საინტერესო კონტენტი ისე, რომ ის კითხვადი და „ვირუსული“ გახდეს.  

კაზარცევის გამოსვლა ეხებოდა იმას, „რასაც არ ასწავლიან ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე“. 

Sputnik-ბელარუსის რედაქტორმა აღნიშნა, რომ დღეს ჟურნალისტები პარალელურად მედიამენეჯერებიც უნდა იყვნენ. მისი თქმით,  თუ 50 წლის წინ აუდიტორია ითხოვდა, რომ მოეთხროთ მისთვის რაიმე ამბავი, დღეს მედია სთხოვს აუდიტორიას, წაიკითხოს რამე.

„აუდიტორია სულ უფრო ჭირვეული ხდება და ჩვენ გვიწევს ამ ცვლილებების გათვალისწინება. რატომ ვერ უძლებს ბევრი მედიასაშუალება კონკურენციას? მიზეზი მარტივია: ისინი აუდიტორიაზე ნელა ვითარდებიან, ან საერთოდ არ ვითარდებიან“, — აღნიშნა კაზარცევმა.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კაზარცევს დარბაზმა შეკითხვები დაუსვა მათთვის საინტერესო საკითხების გარშემო. 

„ქართველ კოლეგებთან ურთიერთობა ჩემთვის საინტერესო იყო გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით: რაღაც საინტერესო მე შემიძლია ვუთხრა მათ, რაღაც — მათ შეუძლიათ მითხრან.  მედიაველი ერთი გვაქვს, ინტერესი — საერთო, ამიტომ თუ ერთობლივად ვიმუშავებთ და ხარისხს ავწევთ, ვფიქრობ, ეს სასარგებლო იქნება“, — აღნიშნა კაზარცევმა.

დარბაზში მყოფი ახალგაზრდა ჟურნალისტები ყურადღებით უსმენდნენ გამომსვლელს და შეკითხვებსაც სვამდნენ.

„მიმაჩნია, რომ ეს შესანიშნავი პროექტია, ვინაიდან ის ახალგაზრდა ჟურნალისტებს აძლევს შანსს, მიიღონ გამოსადეგი ცოდნა უფრო გამოცდილი ადამიანებისგან. კარგია, როცა არსებობენ ისეთი ტრენერები, რომლებმაც იციან, რა სირთულეებს შეიძლება გადააწყდეს დამწყები ჟურნალისტი“, — აღნიშნა საიტ HotSale-ს რედაქტორმა ლანა ჩეჩელაშვილმა.  

SputnikPro — ეს არის რუსულ საინფორმაციო საშუალებებში მუშაობის კოლოსალური გამოცდილების მქონე საუკეთესო მენეჯერებისა და სპეციალისტების უნიკალური პრეზენტაციებისა და მასტერ-კლასების სერია, რომლებიც მზად არიან საკუთარი ცოდნა გაუზიარონ დამწყებ ჟურნალისტებს, პრეს-სპიკერებსა და უმაღლესი სასწავლებლების მაღალი კურსების სტუდენტებს. პროგრამა ჟურნალისტებს წარუდგენს თანამედროვე მულტიმედიური საინფორმაციო სააგენტოს სტანდარტებსა და მუშაობის ტექნოლოგიებს.

 

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

4 ივლისი ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია

4 ივლისი ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია

მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ 4 ივლისი ამერიკელი ხალხ...

პოპულარული

« მარტი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური