Items filtered by date: პარასკევი, 29 მარტი 2019 - NEWSDAY GEORGIA

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ფრენბურთის ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირში საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა 22-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონატში გამარჯვებულ გუნდებს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო წარმომადგენლობამ და 22-ე ბატალიონის ხელმძღვანელობამ სპეციალური ჯილდოები და სიგელები გადასცეს. ავღანეთში დისლოცირებულ ქართულ ქვედანაყოფებში სპორტული ღონისძიებები ხშირად იმართება. მასში როგორც ქართველი, ასევე პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ. 22-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზის ძალთა უსაფრთხოების დაცვის ამოცანებს ასრულებს.

გამოქვეყნებულია სპორტი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (unhcr) ევროპული ბიუროს დირექტორს პასკალ მოროს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში unhcr-ის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. მინისტრმა მადლობა გადაუხადა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (unhcr) ევროპული ბიუროს დირექტორს საქართველოში ვიზიტისთვის და unhcr-ის მიერ საქართველოში განხორციელებული საქმიანობისთვის.
 
დავით ზალკალიანმა პასკალ მოროს  მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ირაკლი კვარაცხელიას უკანონო დაკავებისა და გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტს. საუბარი შეეხო რუსეთის მხრიდან მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის, თავისუფალი გადაადგილების დამატებით შეზღუდვებს და ადამიანის უფლებათა სხვა უხეშ დარღვევებს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.
 
მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა პრიორიტეტულ საკითხებზე.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

პარლამენტის წევრი ეკა ბესელია პარიზში იმყოფება, სადაც  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს.

კომიტეტის წევრები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თურქეთიდან და მალტიდან წარდგენილ კანდიდატებს გაესაუბრებიან, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია და ჩატარდება ხმის მიცემის პროცედურა.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში ორი წლის ბავშვი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მცირეწლოვან ბავშვს კრუპი დაემართა და გაიგუდა.

შსს ცნობით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გ.შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 მარტს თბილისში, დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, სხეულზე ცივი იარაღით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა 2000 წელს დაბადებული გ.კ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
 
პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
 
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით.
გამოქვეყნებულია სამართალი

მუნიციპალური განვითარების ფონდი მხოლოდ მიმდინარე წელს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 60-მდე ახალი ბაღის მშენებლობას დაიწყებს, რომლის განსახორციელებლად ჩვენ 60 მილიონ ლარამდე ინვესტიციას გამოვყოფთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მცირე ზომის საბავშვო ბაღებს, სადაც ბავშვთა რაოდენობა არ იქნება 50-ზე მეტი, თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყოფა, დიდ ბაღებთან მიმართებაში კი მთავრობა ევროპის საინვესტიციო ბანკის სახსრებით ისარგებლებს.

„ბაღების მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სკოლამდელი განათლება ჩვენი განათლების რეფორმის ნაწილია. მე ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია მაქვს ჩვენს მოსახლეობასთან ყველა რეგიონში და ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ისინი სწორედ ბაღების სიმცირეს ასახელებენ. დარწმუნებული ვარ, ამ ინვესტიციების შედეგად, რამდენიმე წლის შემდეგ, ამ პრობლემას ბოლომდე მოვაგვარებთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე იზრდება ბიუჯეტი სკოლების უკაბელო ინტერნეტით აღჭურვის მიზნით.

„აღმოჩნდა, რომ მოთხოვნა კიდევ უფრო მეტია და ჩვენ აუცილებლად გავზრდით დაფინანსებას ამ მიმართულებით, რათა საქართველოს ყველა სკოლაში იყოს უკაბელო და ხარისხიანი ინტერნეტი," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური