Items filtered by date: შაბათი, 23 მარტი 2019 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ლინკევიჩიუსთან.

შეხვედრისას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მინისტრს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის და აღნიშნა, რომ ლიეტუვაში მისი საქმიანობის განმავლობაში ყოველთვის გრძნობდა მინისტრის მხარდაჭერასა და თანადგომას.

ლინას ლინკევიჩიუსმა საუბრისას მოკლედ შეაჯამა უკანასკნელ წლებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში მიღწეული შედეგები და მაღალი შეფასება მისცა თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიეტუვა კვლავაც იქნება საქართველოს მხარდამჭერი ქვეყანა ყველა სტრატეგიული მიმართულებით. მინისტრმა ასევე დააფიქსირა, რომ უკანასკნელ წლებში სახეზეა ძალზე აქტიური პოლიტიკური კონტაქტები და მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა, ასევე მისასალმებელია დადებითი ტენდენციები როგორც ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის, ასევე ტურიზმის ზრდით თვალსაზრისით.

ლინას ლინკევიჩიუსმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ელჩს გაწეული საქმიანობისათვის და წარმატებები უსურვა მის შემდგომ საქმიანობაში.
 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური