Items filtered by date: სამშაბათი, 19 მარტი 2019 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლის რეგიონს ეწვია და პირველი შეხვედრა მარნეულში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა.

პრეზიდენტის რეგიონში სტუმრობის მიზანი, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, საქართველოს რეგიონების განვითარების პოტენციალის გაცნობა და რეგიონების განვითარების მხარდაჭერაა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ მდგომარეობას, რეგიონის ეკონომიკურ, კულტურულ და ტურისტულ პოტენციალს.

საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონში ეთნიკური უმცირესობების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისა და სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ქართული ენის სწავლების მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ყურადღება გამახვილდა ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალის ზრდაზე, კულტურული და ბიომრავალფეროვნების გათვალისწინებით, ახალი ტურისტული მარშრუტების შემუშავებასა და წამოწევაზე, სხვადასხვა ფესტივალების ხელშეწყობაზე, განსაკუთრებით თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით.

მარნეულის გამგობაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომაის მოადგილე მამუკა ნავერიანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩვევლები ქეთევან მახარაშვილი და ქეთევან თათოშვილი, კოტე ნაცვლიშვილი.

პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მარნეულში, სოფელ თამარისში სკოლის მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან შეხვედრა, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობის ,,მზა ჩითილი“ მონახულება, ბოლნისში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დათვალიერება, ბოლნისის გერმანული უბნის -კატერენენფელდისა და ეკომიგრანტ ქალთა ყველის გადამამუშავებელი საწარმოს დათვალიერება.

საქართველოს პრეზიდენტი რეგიონულ შეხვედრებს 20 მარტს გარდაბანში დაასრულებს და ეთნიკურად აზერბაიჯანულ მოსახლეობის სახალხო დღესასწაულს ნოვრუზ-ბაირამს მიულოცავს.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნინოწმინდაში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1 პირი - 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.ა. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის ცენტრალურ გზაზე გაჩერებული "ოპელის" მარკის ავტომობილიდან მაკაროვის სისტემის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი ს.ა.-ს ეკუთვნის.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, დანაშაულებრივი ფაქტების გამოძიებასთან ერთად, აქტიურად განაგრძობს პრევენციულ ღონისძიებებს. პოლიციის მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ამოღებულია 884 ცივი და 104 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი.

გამოქვეყნებულია სამართალი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ჰონგ კონგის უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაციის წევრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ადგილობრივი საინვესტიციო პოტენციალის შესასწავლად არიან ჩამოსული. დელეგაციას ხელმძღვანელობს ჰონგ კონგის (ჩინეთი) სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანი ედვარდ იაუ. 

ვიზიტის მიზანია დელეგაციის წევრები და კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნონ იმ ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობებს, რასაც საქართველო სთავაზობს „ერთი გზა-ერთი სარტყელის~ ინიციატივის ფარგლებში. გარდა ამისა, ღონისძიება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ისეთ საკვანძო სექტორებში როგორებიცაა ინვესტიციები, ტურიზმი, მეწარმეობა და ა.შ. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, რომლის მიზანსაც ქვეყნის ინკლუზიური ზრდა წარმოადგენს. აღინიშნა ის უპირატესობა, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და სხვა სახელმწიფოებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მოქმედების გამო. გიორგი ქობულიამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ქართული და ჰონგ კონგის კომპანიები მიიღებენ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედებით. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, აგრეთვე ქვეყნის პოზიციების გაუმჯობესებას საერთაშორისო ანგარიშებსა და სუვერენულ საკრედიტო რეიტინგებში. 

ჰონგ კონგის ბიზნესდელეგაციამ გამოხატა დიდი დაინტერესება საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორით, მათ შორის, ენერგეტიკის, წარმოების, ტექნოლოგიების, IT-ის მიმართულებით. 

შეხვედრის დასასრულს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჰონგ კონგის ბიზნესის წარმომადგენლებს შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და სხვა ოფიციალური პირები.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« მარტი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური