Items filtered by date: ორშაბათი, 25 თებერვალი 2019 - NEWSDAY GEORGIA

კორეის რესპუბლიკაში ქ. სეულში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქართული ღვინის საღამო გაიმართა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა. თავის გამოსვლაში ელჩმა ქართული მეღვინეობის განსაკუთრებულ კულტურულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, ასევე ვრცლად ისაუბრა საქართველოს ისტორიის, ტრადიციების  და კულტურის შესახებ.
 
საღამოს ფარგლებში მოეწყო ფილმის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება და ქართული ღვინის დეგუსტაცია. 
 
მიწვეულ სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ეროვნული სამოსის ფოტო გამოფენას და ქართული კომპანიების მიერ კლასიკურ და თანამედროვე მოტივებზე შექმნილი ნამუშევრების პრეზენტაციას. კერძოდ, წარმოდგენილი იყო საქართველოში დაარსებული კლასიკური ტრადიციული სამოსის კომპანია „ფაფანაკი“-ის ყაბალახები და ახალგაზრდა ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი ბრენდის “blikvanger”-ის კოლექცია.
 მართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კორეაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები, სამთავრობო და კერძო სექტორის, აგრეთვე ადგილობრივი მედია საშუალებების წარმომადგენლები.
 
ქართული ღვინის საღამოს მიეძღვნა კორეის მაღალტირაჟიან ინგლისურენოვან გაზეთ „the joongang daily”-ის სტატია. გაზეთში ასევე გამოქვეყნდა საქართველოს ელჩის ვრცელი სტატია ქართული მეღვინეობის ტრადიციების და მისი მსოფლიო აღიარების შესახებ.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 1921 წლის თებერვალში, კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებთან, რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველი მებრძოლებისა და იუნკერების თავდადებით გადარჩა საქართველო და ჩვენ დღემდე მოვიტანეთ ეს დამოუკიდებლობა.
,,აქ, ამ ადგილზე, თბილისის გადარჩენისათვის  დაიღუპა იუნკერების დიდი ნაწილი. ეს დღე საქართველოსათვის ძალიან მძიმე დღეა, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა არ დასრულებულა, ის დღესაც გრძელდება.
ქართველი მებრძოლებისა და იუნკერების თავდადებით გადარჩა საქართველო და ჩვენ დღემდე მოვიტანეთ ეს დამოუკიდებლობა. ამისათვის ჩვენ არა მხოლოდ მადლიერი უნდა ვიყოთ, არამედ ყოველდღე უნდა ვიხსენებდეთ მათ.
ვწუხვარ იმის გამო, რომ აქ ტაბახმელა-კოჯრის მიდამოებში იუნკერთა მემორიალის გარდა, არ არის ამ უდიდესი ისტორიული მოვლენის ამსახველი არანაირი კვალი.
აქ ახალგაზრდები და უცხოელები თუ ამოვლენ უნდა შეეძლოთ იმის გაგება, რა ბრძოლები ჩატარდა, რა დატვირთვის იყო და რატომაა ეს ბრძოლა ჩვენი ქვეყნისათვის ასეთი მნიშვნელოვანი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
 
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედაა გამოცხადებული.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ჩვენივე ისტორია გვაძლევს მაგალითს, რომ თავისუფლება ყოველთვის ამარცხებს ოკუპაციას და ეს ასე მოხდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იუნკერთა მემორიალთან განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა  1921 წელს გმირულად დაღუპული იუნკრების მემორიალი კოჯორში, პრეზიდენტთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად გვირგვინით შეამკო.

"დღეს არის უმძიმესი დღე საქართველოს ისტორიაში - საბჭოთა ოკუპაციის დღე. ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. დღესაც ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი არის ოკუპირებული. მე ქედს ვიხრი ყველა ქართველი გმირის წინაშე, რომელმაც თავი შესწირა სამშობლოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

1921 წლის თებერვალში რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლას იუნკერთა დიდი ნაწილი ემსხვერპლა. ბრძოლების ძირითადი ნაწილი კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

4 ივლისი ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია

4 ივლისი ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია

მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ 4 ივლისი ამერიკელი ხალხ...

პოპულარული

« February 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური