Items filtered by date: ოთხშაბათი, 20 თებერვალი 2019 - NEWSDAY GEORGIA

ქართველ სტუნდენტებს შორის ბევრია ისეთი, ვინც ერაზმუს+ მობილობის პროგრამების მეშვეობით საზღვარგარეთ სწავლობს ან უკვე მიიღო განათლება. თუმცა, ბევრია ისეთიც, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს ინფორმაცია პროგრამებისა და სწავლის შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც ახალგაზრდებს ერაზმუს+ სთავაზობს.  არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც უბრალოდ არასრული ინფორმაციის გამო უჭირთ ერაზმუსის + მობილობის პროგრამების შერჩევა. სწორედ ამ მიზნით, ევროკავშირის საკომუნიკაციო პროექტის EU Neighbours East ინიციატივით, შეიქმნა  ელექტრონული ბარათები, რომელიც მარტივი გზით პასუხობს ყველა აქტუალურ კითხვას. პასუხები ძალიან მარტივი სახით არის წარმოდგენილი - ისე, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც არ არის ინფორმირებული, შეუძლია გაიგოს, როგორ მუშაობს ერაზმუს+

 

გამოქვეყნებულია განათლება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციისა და მისი გამოძიების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი პირები ეწვივნენ.

 დელეგაციას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ფინეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში.
 
ნინო ჯავახაძემ ფინურ მხარესთან საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ დელეგაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სისტემური განახლების ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა შვედეთში საქართველოს პოლიციის ატაშეს მიერ ფინეთის რესპუბლიკის დაფარვის თაობაზე საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
 
ვიზიტის ფარგლებში, ფინეთის რესპუბლიკის დელეგაციამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებსა და წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს საპოლიციო სტრუქტურული მოწყობა, ფუნქციები და მუშაობის მეთოდები, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის საუბარი შეეხო კიბერ-დანაშაულის გამოძიების კუთხით გამოცდილების გაზიარებას.
 
ვიზიტის ფარგლებში ფინეთის დელეგაციამ დაათვალიერა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ერთ–ერთი რაიონული განყოფილება.
გამოქვეყნებულია სამართალი

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაციის შეხვედრისას აღინიშნა.

გენერლების დელეგაციას, გენერალ ფილიპ ბრიდლავის ხელმძღვანელობით, პრემიერმა საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა აშშ-თან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის თავდაცვის სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას. ამ კონტექსტში აღინიშნა წვრთნები, რომელიც ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობით მიმდინარეობს, კერძოდ - სწავლება „ღირსეული პარტნიორი" (Noble partner).

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს და შავი ზღვის უსაფრთხოებას. როგორც პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, შავის ზღვის უსაფრთხოება აქტუალური იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც ყველა მხარე შეთანხმდა, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარეშე ტრანსატლანტიკურ რეგიონში გრძელვადიანი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ვერ იქნება.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე და ნატოსთან წარმატებულ თანამშრომლობაზე, ასევე აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რათა ქვეყანამ ინტეგრაციის გზაზე პრაქტიკული ნაბიჯები გადადგას.

სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და ჰიბრიდულ გამოწვევებზე, მათ შორის  დეზინფორმაციის გავრცელებაზე. აღინიშნა, რომ ქართული საზოგადოება დეზინფორმაციას ევროპისა და დასავლური ღირებულებების მტკიცე მხარდაჭერით უპირისპირდება.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობა ეკონომიკურ სფეროში. პრემიერმა ხაზი გაუსვა ამ კუთხით არსებულ დადებით დინამიკას და აღნიშნა, რომ საქართველოს მიზანია, აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება, რაც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციას შეუწყობს ხელს.

მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის კონგრესში არსებულ ორპარტიულ მხარდაჭერას, რასაც საქართველოს მხარდამჭერი არაერთი საკანონმდებლო აქტი და რეზოლუციაც ადასტურებს.

აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაცია გენერალ ფილიპ ბრიდლავის ხელმძღვანელობით, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა სფეროს მოქმედი მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეებით, საქართველოს 21 თებერვალს დატოვებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ევროკავშირი საქართველოს მხარდასაჭერად ყოველწლიურად მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას გამოყოფს, რაც საქართველოს მოდერნიზაციას, განვითარებას და ევროპული ტიპის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ემსახურება. სხვა მიმართულებებთან ერთად, ევროკავშირის დახმარება მოიცავს საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამ მიმართულებით, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით საქართველოში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით.
                              
2019 წლის 19 თებერვალს საქართველოს მთავრობასა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB)  შორის ხელი მოეწერა პროექტის „საქართველო სატრანსპორტო კომუნიკაცია II” (Georgia Transport Connectivity II) საფინანსო შეთანხმებას. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მდგრადი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, საზღვრისპირა და რეგიონული კავშირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მობილობის გაძლიერების ხელშეწყობას, საგზაო უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას.
 
საფინანსო შეთანხმებით გათვალისწინებულია ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსთვის 250 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების გამოყოფა სესხის სახით, რომელიც მოხმარდება საქართველოში საავტომობილო გზების სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

პოპულარული

« February 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური