Items filtered by date: ორშაბათი, 18 თებერვალი 2019 - NEWSDAY GEORGIA

იორდანია-საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა კანდელაკი იორდანიის სენატში საქართველო-იორდანიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ოსალა მალქავისა და ჯგუფის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და იორდანიის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის საკითხები, ასევე  ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები, ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე.
 
საქართველოსა და იორდანიის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული თანამშრომლობის მიმართულებით აღსანიშნავია, რომ 2018 წლის თებერვალში შედგა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ხოლო მიმდინარე წლის აპრილში, ქართული მხარის მიწვევით, განხორციელდება იორდანიის სენატის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობების განვითარების აქტიურ დინამიკაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და საქსონიის მიწის პარლამენტის თავმჯდომარე მათიას როსლერმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს დრეზდენში გაიმართა.
 
საუბრისას ხაზი გაესვა ქართველი და გერმანელი ხალხის მრავალწლიან მეგობრობას და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას. 

საქსონიის მიწის პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მთავრობის მეთაურს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დრეზდენის გალერეის დაკარგული ექსპონატის, პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის მე-17 საუკუნის ფერწერული ტილოს დაბრუნებისთვის, რომელიც მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელს თბილისში ვიზიტისას გადასცა. 

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ტილო, რომელიც 1945 წლიდან დაკარგულად ითვლებოდა, დრეზდენის მუზეუმის კუთვნილება იყო და მისი დაბრუნებით ისტორიული სამართლიანობა აღდგა.

შეხვედრის დასასრულს მამუკა ბახტაძემ საქსონიის მიწის პარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

 

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

პოპულარული

« February 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური