Items filtered by date: ხუთშაბათი, 14 თებერვალი 2019 - NEWSDAY GEORGIA

100 ახალგაზრდა ევროპელი ელჩი ევროკავშირიდან და მისი ექვსი პარტნიორი ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, სომხეთი, უკრაინა) მიმდინარე კვირაში ბრიუსელში იკრიბებიან აღმოსავლეთ პარტნიორობის მიღწევების აღსანიშნავად გასული ათი წლის განმავლობაში.

ახალგაზრდებიწარმოადგენენჩვენსპარტნიორებთანჩვენიურთიერთობისბირთვსახალგაზრდაევროპელიელჩებიუნიკალურიინიციატივაა - ესარის  პლატფორმამოსაზრებებისმოსასმენადდაგანსახილველად, რომელსაცუშუალოგავლენააქვსახალგაზრდებისცხოვრებაზემთელრეგიონში“, აღნიშნა ლორენს მერედიტმა, ევროკომისიის დირექტორმა აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში. 

10-წლიანი ურთიერთობის შედეგად 30,000-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს პროგრამის „ერაზმუს +“ მოხალისეთა, გაცვლების და ახალგაზრდობის მობილობის პროექტებში, ხოლო 6,000-ზე მეტი ახალგაზრდა სარგებლობს შესაძლებლობებით, რომლებსაც ინიციატივა EU4Youth 2018 წლიდან უზრუნველყოფს. ნიჭიერ ახალგაზრდა სტუდენტებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან ახლა ასევე აქვთ შესაძლებლობა ევროკავშირის საზღვრებს გარეთ ისწავლონ ევროპულ სკოლაში, რომელიც 2018 წლის სექტემბერში თბილისში გაიხსნა.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ჯგუფი სოციალური მედიის რამდენიმე ავტორიტეტულ პირთან ერთად ექვსივე ქვეყნიდან, ხვდებიან ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენლებს პარტნიორობის მიღწევების და მისი სამომავლო გეგმების განსახილველად. გარდა ამისა, ხუთშაბათს, 14 თებერვალს, ბრიუსელის ევროკავშირის კვარტალის ცენტრში ისინი მონაწილეობას მიიღებენ დიდ ფლეშ-მობში, რომელზეც ეროვნული ცეკვები და კოსტიუმები იქნება წარმოდგენილი.

ახალგაზრდა ევროპელმა ელჩმა საქართველოდან გენო ქუტაშვილმა აღნიშნა: შემიძლიათამამადვთქვა, რომაღმოსავლეთპარტნიორობამმთლიანადშეცვალაჩემიცხოვრება (არამარტოჩემი, არამედსაქართველოსთითოეულიმოქალაქის). ესერთობლივიინიციატივაყველაპროექტსშორისსაუკეთესოა, რადგანისმედაჩემსქვეყანასუამრავსაშუალებასგვთავაზობს. ახლაჩემიცხოვრებაუკეთესიაიმასთანშედარებით, რაც 10 წლისწინიყო. ერთადუფროძლიერებივართ!“

„ახალგაზრდა ევროპელი ელჩის“ სტატუსი აქვს ხუთასამდე ახალგაზრდას ევროკავშირიდან და აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებიდან. ეს ელჩები რეგულარულად უწევენ ორგანიზებას ადგილობრივ საზოგადოებრივ ღონისძიებებს საკუთარ ქვეყნებში და მონაწილეობენ საერთაშორისო ფორუმებში ინფორმაციის გასავრცელებლად ამ ინიციატივის შესახებ.

ღონისძიება ორგანიზებულია „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს“ პროექტის მიერ ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობით. აღმოსავლეთ პარტნიორობის საიუბილეო წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილია რიგი სხვა ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში. მიიღეთ დამატებითი ინფორმაცია ამ მოვლენისთვის სპეციალურად შექმნილი ვებსაიტიდან: www.eap10.eu

წანამძღვრები:

აღმოსავლეთ პარტნიორობა 2009 წელს დაწყებული ერთობლივი პოლიტიკური ინიციატივაა, რომლის მიზანია ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებს და მისი აღმოსავლეთ სამეზობლოს შემდეგ ექვს ქვეყანას შორის: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა გასული ათი წლის განმავლობაში კოლექტიურმა ძალისხმევამ ამ ქვეყნების მოქალაქეებს მნიშვნელოვანი სარგებლობა მოუტანა, მათ შორის ვაჭრობის, მობილობის, ეკონომიკური განვითარების ზრდის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და იაპონიის სოკენდაის ეროვნული უნივერსიტეტი (SOKENDAI) სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის. შესაბამის მემორანდუმებს დღეს მოეწერა ხელი.

„დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტსა და იაპონურ მხარეს შორის გაფორმდა უმნიშვნელოვანესი შეთანხმება, რომელიც გულისხმობს ჩვენი დოქტორანტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას, ასევე აკადემიური პერსონალის იაპონიის იმ წამყვან ტექნოლოგიურ ლაბორატორიებში მიმდინარე საერთაშორისო კვლევებში ჩართვას, რომელიც მოწინავეა არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ მსოფლიოში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი დოქტორანტების აღიარება, რომლებიც მიიღებენ, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე იაპონური მხარის დიპლომებს. ქართველი მეცნიერების მონაწილეობა ასეთ საერთაშორისო პროექტებში ხელს შეუწყობს საქართველოში მეცნიერების რეფორმის განხორციელებას“- განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

შეთანხმება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სოკენდაის ეროვნულ უნივერსიტეტს შორის ელემენტარული ნაწილაკების, მაღალი ენერგიების ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების დარგში კოლაბორაციასა და ქართველი დოქტორანტების ერთობლივ მომზადებას გულისხმობს. იაპონიის მხარე სრულ მზაობას გამოთქვამს, რომ ქართველმა დოქტორანტებმა სწავლებისა და კვლევების ნაწილი იაპონიაში გაიარონ და, ამ მიზნით, აქტიურად გამოიყენონ KEK-ის და იაპონიის პროტონების ამაჩქარებლების ცენტრის (JPARC) უნიკალური სამეცნიერო და ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა. ასევე, იაპონიის მხარე ქართველ დოქტორანტებს სრულ ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენს იაპონიაში სწავლისა და სამეცნიერო კვლევების პროცესში.

შეთანხმების თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტებს ორმაგი ხარისხი მიენიჭებათ და ქართული და იაპონური დიპლომები გადაეცემათ. ამასთან, იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო აღიარებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევებისა და განათლების ხარისხს, ასევე მოხდება საქართველოს ტექნიკურ და სოკენდაის ეროვნულ უნივერსიტეტებს შორის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერა.

აღნიშნულ თემებზე მემორანდუმების გაფორმება უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის და ემსახურება ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას, როგორც ფუნდამენტურ და გამოყენებით მეცნიერებებში, ასევე, დიდ წილად წაადგება საქართველოში ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწასაც, ხელს შეუწყობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქართველი მეცნიერების მონაწილეობას მსხვილმასშტაბიან საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში.

გამოქვეყნებულია განათლება

2019 წლის 13 თებერვალს, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ძი იენჩიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ.
შეთანხმების ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა საქართველოსთვის გამოყოფს უსასყიდლო დახმარებას 100 მილიონი იუანის (დაახლოებით 15 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით, რომელიც მიიმართება საქართველოში საბაჟო-გამშვები პუნქტებისთვის საინსპექციო სისტემების შესაძენად. 
უსასყიდლო დახმარების ფარგლებში შეძენილი ტექნიკის მიმღები იქნება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
აღნიშნული უსასყიდლო დახმარების ფარგლებში შეძენილი აღჭურვილობა უზრუნველყოფს საზღვარზე პოტენციური საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით, მიზნობრივი საბაჟო კონტროლის სწრაფად განხორციელებას, ხელს შეუწყობს უსაფრთხოების დაცვასა და იმავდროულად, შეამცირებს საბაჟო შემოწმების პროცედურების ხანგრძლივობას, რაც წინგადადგმული ნაბიჯია კანონიერი და ეფექტიანი სავაჭრო თანამშრომლობის განვითარების კუთხით.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, 2005 წლიდან დღემდე, გრანტების სახით უკვე გამოყოფილია, დაახლოებით, 62 მლნ აშშ დოლარი, ხოლო შეღავათიანი სასაქონლო კრედიტის სახით - დაახლოებით 4.3 მლნ აშშ დოლარი. 
აღნიშნული უსასყიდლო დახმარებებით/უპროცენტო სასაქონლო კრედიტით ფინანსდება საქართველოსთვის პრიორიტეტული ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის პროექტები, რომელთა შერჩევა ხორციელდება მხარეებს შორის კონსულტაციების საფუძველზე.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, განხორციელდა და ამჟამად მიმდინარეობს ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჭიროებისთვის (ფსიქიატრიული საავადმყოფოების მშენებლობა სენაკსა და თელავში) ასევე, საქართველოს სოფლის მეურნეობაში ირიგაციისა და სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერა, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აღჭურვა შესაბამისი ტექნიკითა და მოწყობილობებით. ამასთან, უახლოეს მომავალში დაგეგმილია ჯანსაღი ცხოვრების წესის, მეწარმეობისა და ინოვაციების და სხვა ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდული ჰაბების შექმნის პროექტის განხორციელება.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

14 თებერვალს, მხოლოდ ერთი დღით, „ნიკორა სუპერმარკეტი“ ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელებს, ყველაზე მოთხოვნად პროდუქციაზე უპრეცედენტო ფასდაკლებას შესთავაზებს. აქცია ვრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბერთის“ ერთობლივი პროექტი სექტემბრის თვიდან დაიწყო ჩვენს ქსელში. ამ პროექტის ფარგლებში სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ასობით დასახელების, ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე სპეციალური ფასები შემუშავდა, რაც ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით ბევრად დაბალია. პროექტის მიმართ ინტერესი და კმაყოფილება სოციალური ბარათის მფლობელებისგან იმდენად მაღალია, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება მათთვის ყველაზე სასურველ 4 დასახელების პროდუქტზე, შევთავაზოთ უპრეცედენტოდ დაბალი ფასი. 14 თებერვალს, მხოლოდ ერთი დღით: ზეთის, კვერცხის, ქათმის და შვრიის ფანტელის შეძენას, სოციალური ბარათის მფლობელები ყველაზე დაბალ ფასად შეძლებენ. ვურჩევთ ყველას, ვინც სოციალური ბარათით სარგებლობს, არ გამოტოვოს ეს დღე და ისარგებლოს საუკეთესო შეთავაზებით.- განაცხადა ,,ნიკორა სუპერმარკეტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ანა კოშაძემ.

მომხმარებელზე ზრუნვა, ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის პრიორიტეტს წარმოადგენს. 2018 წლის სექტემბრიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიონერები და სოციალური დახმარების მიმღები პირები "ნიკორა სუპერმარკეტის" ნებისმიერ ობიექტზე, ყველაზე მოთხოვნად 350-მდე დასახელების პროდუქტზე საუკეთესო ფასით ყოველდღიურად სარგებლობენ.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

ბიზნეს ნიუსი

4 ივლისი ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია

4 ივლისი ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია

მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ 4 ივლისი ამერიკელი ხალხ...

პოპულარული

« February 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური