თურქმენეთში კასპიის პირველი ეკონომიკური ფორუმი ჩატარდება
2019 წლის 11 თებერვალს, თურქმენეთის საელჩომ საქართველოში გამართა ბრიფინგი, რომელიც მიეძღვნა თურქმენეთში დაგეგმილ კასპიის პირველი ეკონომიკური ფორუმის ჩატარებას. ფორუმი გაიმართება 2019 წლის 12 აგვისტოს, ეროვნული ტურისტულ ზონა "ავაზაში", თურქმენბაშში.
თავის გამოსვლაში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბატონმა დოვლეთმურატ მურატოვმა ხაზი გაუსვა, რომ კასპიის პირველი ეკონომიკური ფორუმის ჩატარების ინიციატივა თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა კასპიის ქვეყნების მეთაურების სამიტზე გააკეთა, და მას ყველა მონაწილემ ერთხმად დაუჭირა მხარი. ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ თურქმენეთი ყოველთვის გააგრძელებს აქტიურ პოზიციას კასპიის ზღვის საკითხებთან დაკავშირებით, რათა უზრუნველყოს რეგიონში მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა, მეგობრობის კონსოლიდაცია და სანაპირო ქვეყნებსა და მათ ქვეყნებს შორის ფართო თანამშრომლობა.
ჟურნალისტები ასევე ინფორმირებულნი იყვნენ თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ კასპიის პირველი ეკონომიკური ფორუმის გამართვის, ასევე ფორუმის მოსამზადებელი საკითხებისა და ჩატარების შესახებ.
ბრიფინგის დასასრულს მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მომავალი ფორუმი ხელს შეუწყობს კასპიის ზღვის ქვეყნებში და მეზობელ რეგიონებში ეკონომიკურ, სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც კასპიის ზღვას გადააქცევს საერთაშორისო მნიშვნელობის უდიდეს სატრანსპორტო და სატრანზიტო ცენტრად.
ბრიფინგს ესწრებოდნენ „ტვ -24“ "ქართული ბიზნესის კვირეული", საინფორმაციო სააგენტო "ნიუს დეი დღე საქართველო". გაზეთები "მრავალეროვანი საქართველო", "თავისუფალი საქართველო" და სხვა.
ავთანდილ ოთინაშვილი