Items filtered by date: ორშაბათი, 11 თებერვალი 2019 - NEWSDAY GEORGIA

PSP-ში გერმანული კოსმეტიკური ბრენდის „სებამედის“ გათამაშება დაიწყო. ყველა მომხმარებელი, ვინც PSP-ში გერმანული „სებამედის“ ნებისმიერ პროდუქტს შეიძენს, ყოველ 20 ლარზე ერთ ბილეთს მიიღებს. გათამაშებაში ათი ათასამდე პრიზია, მათ შორის: საყოფაცხოვრებო  ტექნიკა, სებამედის პროდუქტები მთელი ოჯახისთვის და სრულად დაფინანსებული მოგზაურობა ბერლინში 2 ადამიანზე.  

„სებამედი“ გერმანული კომპანიის „სებაფარმას“ კოსმეტიკური ხაზია, რომლის ყველა ინგრედიენტიც მხოლოდ გერმანიაში იწარმოება. სებამედის ყველა პროდუქტის  pH 5,5-ია, რაც ჯანსაღი კანის გარანტიაა. „სებამედის“ პროდუქტები ბავშვებისთვის დაბადებიდან, ასევე ზრდასრულთათვის გამოიყენება. „სებამედის“ ქალისა და მამაკაცის კოსმეტიკის ნაკრებები საუკეთესო საჩუქარია მთელი ოჯახისათვის.

საქართველოში „სებამედის“ ექსკლუზიური პარტნიორი სააფთიაქო ქსელი PSP-ა. „სებაფარმამ“ საქართველოში ექსკლუზიურ პარტნიორად ლიდერი ფარმაცევტული კომპანია „PSP“ აირჩია. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ორ კომპანიას შორის 2012  წელს გაფორმდა. ბოლო შვიდი წელია უმაღლესი ხარისხისა და ხელმისაწვდომი ფასის გამო  „სებამედის“ პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს შორის პოპულარობით სარგებლობს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

"მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს, როგორც შიდა, ისე საგარეო გამოწვევებთან მიმართებით. სლოვაკეთის მიერ ეუთო-ს თავმჯდომარეობის დევიზია „ხალხი, დიალოგი და სტაბილურობა“ და შესაბამისად, ჩვენ ყველა არსებული პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ დიალოგისთვის და საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების სასიკეთოდ“ - განაცხადა ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ და სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, მიროსლავ ლაიჩაკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

„ჩვენ გვქონდა ძალიან სასარგებლო შეხვედრა, რომელზეც მიმოვიხილეთ აქტუალური საკითხები და განვსაზღვრეთ ის სფეროები, სადაც საჭიროა თანამშრომლობის გაძლიერება“ - აღნიშნა მიროსლავ ლაიჩაკმა.

მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებული საკითხები.  აღსანიშნავია, რომ მიროსლავ ლაიჩაკმა საქართველოში ვიზიტის დასაწყისში საოკუპაციო ხაზი მოინახულა სოფელ ოძისში და ადგილზე გაეცნო ვითარებას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-სლოვაკეთის ორმხრივ ურთიერთობებსაც. ლაიჩაკის განცხადებით, სლოვაკეთმა აამაღლა საქართველოს სტატუსი სლოვაკეთის ოფიციალური განვითარების მხარდაჭერის პროგრამის ფორმატში, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე კრიმინალური პოლიციის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია გამოძიების ხარისხის გაზრდა.

 ამ მიზნით, სისტემის შიგნით საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებების გამიჯვნასთან ერთად, სამინისტრომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმა დაიწყო, რაც საკანონმდებლო დონეზე საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების მკვეთრად გამიჯვნას გულისხმობს.
 
სამინისტრომ შეიმუშავა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმის კონცეფცია, რომელსაც ვენეციის კომისია შეაფასებს. ვენეციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფი სამუშაო შეხვედრებს სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის ოფისის, ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლებთან, მოსამართლეებთან და პარლამენტის დეპუტატებთან 2019 წლის 11-12 თებერვალს გამართავს.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროში ვენეციის კომისიის დელეგაციას მინისტრის მოადგილეებმა - ნათია მეზვრიშვილმა და ნინო ჯავახაძემ უმასპინძლეს.
გამოქვეყნებულია სამართალი

ვაშინგტონი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის დასასრულს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფიონა ჰილს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობის ყველა ძირითად ასპექტს და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ შეერთებული შტატებისთვის საქართველო არის სტრატეგიული მხარდამჭერი ყველა საკითხში, რაც აქტუალურია აშშ-ის დღის წესრიგში. ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის კურსისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შედგა შეთანხმება სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე ერთობლივი მოქმედებების გეგმებზე.

პრეზიდენტის მრჩეველთან შეხვედრისას მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. დავით ზალკალიანის თქმით მნიშვნელოვანია, რომ ახალი გლობალური გამოწვევების ფონზე საქართველომ თავისი ადგილი იპოვოს ახალ გეოპოლიტიკურ სურათში და ამ მხრივ აშშ-ის ჩართულობა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. გამოითქვა სურვილი, რომ ახალი რეალობების გათვალისწინებით, ამ სფეროში ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

დავით ზალკალიანისა და ფიონა ჰილის შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. მინისტრის განცხადებით საქართველო აქტიურად მუშაობს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობაზე და ამ მიმართულებით ქართულ მხარეს უკვე მნიშვნელოვანი სამუშაო აქვს შესრულებული. დავით ზალკალიანის განცხადებით შეხვედრაზე ამერიკული მხარემ დააფიქსირა, რომ შესაძლოა ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგას.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო საკითხების ფართო სპექტრს და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს აქვს სრული ორპარტიული მხარდაჭერა, რისი დასტურიცაა  რესპუბლიკელი კონგრესმენის ფრენსის რუნის ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერი ახალი რეზოლუცია.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« February 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური