Items filtered by date: ხუთშაბათი, 05 დეკემბერი 2019 - NEWSDAY GEORGIA

ლიბერთი UN Women-ის ქალთა გაძლიერების პრინციპების გლობალურ ინიციატივას უერთდება. თანამშრომლობის ფარგლებში, ლიბერთი სრულიად გაიზიარებს UN Women-ის ხედვასა და პრინციპებს ბანკში დასაქმებული ქალების ეკონომიკური გაძლიერების მხარდასაჭერად, რაც ითვალისწინებს:

• ძლიერი კორპორაციული მმართველობის ჩამოყალიბება გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად
• სამართლიანი დამოკიდებულება სამსახურში ქალებისა და კაცების მიმართ- ადამიანის უფლებების დაცვისა და არა-დისკრიმინაციული მიდგომის პატივისცემა და მხარდაჭერა
• თითოეული ქალისა და კაცის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა
• ქალების განათლების სწავლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა
• საწარმოს განვითარებაში, მიწოდების ჯაჭვსა და მარკეტინგულ საქმიანობაში ქალთა გაძლიერების ხელშემწყობი ინსტრუმენტების დანერგვა
• საზოგადოებრივი ინიციატივებისა და ადვოკატირების გზით თანასწორობის ხელშეწყობა
• პროგრესის გაზომვა და საჯარო ანგარიშგება გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული მიღწევების შესახებ

ლიბერთის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ თანასწორობა ჯანსაღი სამუშაო გარემოს ჩამოყალიბებისთვის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს, რომლის გაუმჯობესება ლიბერთის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. UN Women-თან თანამშრომლობა კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ პრიორიტეტების დანერგვას.

გაეროს ქალთა ორგანიზაციას, ქალების გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის გლობალური მანდატი აქვს. მასთან პარტნიორობით, კერძო კომპანიები და საქველმოქმედო ორგანიზაციები მუდმივად იღებენ საერთაშორისო აღიარებას იმ განხორციელებული ცვლილებებისთვის, რომელიც ემსახურება მთავარ მიზანს - თანაბარუფლებიანობას, რომ არც ერთი გოგონა და ქალი არ დარჩეს უკანა პლანზე.

 

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

ლიბერთი ბანკსა და რუსთაველის თეატრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დღეიდან,  ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები,  მათ შორის პენსიონერები და სახელმწიფო სოციალური არგოს მიმღები პირები, რუსთაველის თეატრის მიერ გამართული სპექტაკლების ბილეთებს 30%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ.

ამ ერთობლივი  სოციალური პროექტის თანახმად, ფასდაკლების მისაღებად ბილეთების შეძენა უნდა განხორციელდეს ლიბერთის სოციალური ბარათით თეატრის სალაროში განთავსებული ლიბერთის ტერმინალზე.

,,რუსთაველის თეატრისთვის მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამაში ჩართულობა.  მხარს ვუჭერთ და მზად ვართ ლიბერთისთან  ერთად  განვახორციელოთ აღნიშნული პროექტი -   განაცხადა  შოთა რუსთაველის სახელობის  დრამატული თეატრის  დირექტორ  - განმკარგულებელმა  გიორგი  თევზაძემ.

,,ლიბერთიმ სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამით, 2018-2019 წლებში არაერთი უპრეცენდენტო  პროექტი  განახორციელა. საბანკო მომსახურების გაუმჯობესების პარალელურად,  მომხმარებელზე ზრუნვა ჩვენს მუდმივ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის,  რუსთაველის თეატრთან შემუშავებული სპეციალური შეთავაზების გარდა, წარმატებით ვახორციელებთ ანალოგიურ კამპანიებს სამედიცინო კლინიკებთან, ასევე სუპერმარკეტებთან და ფარმაცევტულ ქსელებთან ერთად. მუდმივად ვცდილობთ მომხმარებლის წახალისებას - შევქმენით  ქალაქის მასშტაბით  დასასვენებელი სივრცეები, სადაც ჩვენს საპენსიო ასაკის თანამოქალაქეებს,  ახალი უნარჩვევების შესწავლის, გართობისა და გამაჯანსაღებელი აქტივობის შესაძლებლობა აქვთ. ვიმედოვნებთ, მომავალში რუსთაველის თეატრთან ერთად მათთვის საინტერესო კულტურულ ღონისძიებებს განვახორციელებთ.” - განაცხადა „ლიბერთის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

 

გამოქვეყნებულია განათლება

საქართველოს საელჩოსა და კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის კორეა-საქართველოს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ერთობლივი ინიციატივით, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა წლის შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც პარალელურად გაიხსნა ქართული ხელნაწერების გამოფენა - "ვეფხისტყაოსანი - ევროპა და აზია ერთ წიგნში" და მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია.

ღონისძიებაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეული იყო კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, მუნ ჰი-სან გი და 100-მდე სტუმარი, მათ შორის, ეროვნული ასამბლეის დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები. დამსწრე პირებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სპიკერმა მუნმა, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა და კორეა-საქართველოს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, იუ სინგ-ჰიმ.

ელჩმა თავის გამოსვლაში ისაუბრა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებული თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე. აღნიშნა, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რომელმაც კიდევ უფრო გააძლიერა პარტნიორული ურთიერთობები როგორც საპარლამენტო, ასევე აღმასრულებელ დონეზე. პარალელურად, ნაჩვენები იყო კორეული საზოგადოებრივი ტელევიზიის KBS-ის მიერ მიმდინარე წელს მომზადებული ტურისტული ვიდეო-რგოლები საქართველოს შესახებ, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

გამოქვეყნებულია კულტურა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) ამერიკისმცოდნეობის მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.

ღონისძიების გახსნას ქართული სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების დელეგაციების გარდა საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, რომელმაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“ეს კონფერენცია, რომელიც ტარდება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, არის კარგი შესაძლებლობა, სადაც იკრიბებიან ექსპერტები და განიხილავენ უახლეს კვლევებს ამერიკის ეკონომიკის და პოლიტიკის შესახებ საერთაშორისო კონტექსტში. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ვმონაწილეობთ და მხარს ვუჭერთ აღნიშნულ ღონისძიებას შავი ზღვის უნივერსიტეტთან პარტნიორობით. აღნიშნული უნივერსიტეტი და მისი  პროგრამები უზრუნველყოფს სტუდენტებს მაღალკვალიფიციური ცოდნით. შემდგომში კი, კურსდამთავრებულებს თავიანთი წვლილი შეაქვთ საქართველოს განვითარებაში სხვადასხვა სექტორში მუშაობით, იქნება ეს მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება თუ ბიზნეს წრეები”, – განაცხადა  ელიზაბეთ რუდმა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორ ილიას ჩილოღლუს თქმით, კონფერენცია ყოველწლიურად ვითარდება და მასში უცხოელებთან ერთად უნივერსიტეტის დოქტორანტები და მაგისტრანტების მონაწილეობენ.

“ტარდება მე-12 ამერიკისმცოდნეობის კონფერენცია,ის ეხება სხვადასხვა თემებზე განათლებას ოლიტიკას, ეკონომიკას და ა.შ. მონაწილეობას იღებს ძალიან ბევრი ქვეყნის ექსპერტი, მონაწილეობენ ჩვენი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტები და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები. კონფერენცია წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებიდან და ვფიქრობ, რომ ეს ხელს უწყობს ახალგაზრდების გაზრდას და მათ ურთიერთობას იმ პროფესორებთან, რომლებიც ძალიან დიდი ხანია ამ მიმართულებით მუშაობენ. ძალიან კარგია, რომ ამ კონფერენციას ვატარებთ ამერიკის საელჩოს დახმარებით და ვფიქრობთ, რომ საერთო ჯამში კარგი ღონისძიება გვექნება”,- ამბობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ილიას ჩილოღლუ.

კონფერენცია სამი ვორკშოფისგან შედგება და ჯამში ქართველი და უცხოელი ავტორების 40-მდე მოხსენება იქნება განხილული.

გამოქვეყნებულია განათლება

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური