Items filtered by date: სამშაბათი, 03 დეკემბერი 2019 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო.

ნათია მეზვრიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ისაუბრა იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რაც შშმ პირთა უფლებების დაცვას და მათთვის ღირსეული გარემოს შექმნას უკავშირდება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, მთავრობის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს გაეროს კონვენციით განსაზღვრული საკოორდინაციო მექანიზმის შექმნაზე და საკითხზე მუშაობა დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.

„ჩვენ კარგად ვიაზრებთ ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს და იმას, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში თემის წევრები აწყდებიან. მე არ ვისაუბრებ იმ პროგრესზე, რომლის მისაღწევადაც უწყებები და საქართველოს მთავრობა, ცალკეული სამინისტროების სახით მათ შორის და პარლამენტი ყოველდღიურად მუშაობდნენ. პროგრესის პარალელურად გვაქვს გამოწვევები, რომელიც დასაძლევია. კარგად ვაცნობიერებთ, რომ საკითხი იმდენად კომპლექსურია, ბუნებრივია, ამ ყველაფერს სჭირდება დრო, თუმცა, იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ეს დრო უნდა იყოს გონივრული და ძალიან დიდხანს ამ მიმართულებით ვერ დავიცდით. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს, ახლა, ამ ეტაპზე გაეროს კონვენციით განსაზღვრული საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის საკითხზე. ჩვენ, ალბათ უკვე წლის ბოლომდე, დეკემბრის ბოლომდე დავასრულებთ ამ საკითხზე მუშაობას. არსებობს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, სად უნდა იყოს მექანიზმი სტრუქტურულად, როგორი უნდა იყოს მისი ფუნქცია, როგორ უნდა იყოს ეს ყველაფერი მოწყობილი იმისთვის, რომ კოორდინაცია იყოს ეფექტური, თუმცა, გადაწყვეტილება იქნება მიღებული ბუნებრივია კონსესუსის შედეგად და ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველა მხარისთვის და ამ პროცესში ჩართული პირებისთვის იქნება მისაღები და რაც მთავარია, ეს მექანიზმი იქნება შედეგზე ორიენტირებული. ეს იქნება მთავრობის ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრიორიტეტი. 

ასევე აქტიურად ვმუშაობთ დამატებითი ოქმის რატიფიცირების საკითხზე და მთავრობის პრიორიტეტი გახლავთ ესეც, რომ ამ საკითხზე მუშაობა დროულად დავასრულოთ. გვესმის, რომ ეს ვალდებულებაა, თუმცა, გარკვეულ ლოგიკურ დასასრულამდე ეს პროცესი უნდა მივიყვანოთ, რა თქმა უნდა, თქვენთან თანამშრომლობით", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა 

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამას და პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებს ამ მიმართულებით მთავრობისთვის წლების განმავლობაში გაწეული დახმარებისა და ძალისხმევისთვის. 

კონფერენცია სახელწოდებით „დაინახე, გაიგონე, გადადგი ნაბიჯი" გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივით გაიმართა. კონფერენციაზე იმსჯელეს შშმ პირთა ცხოვრების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებისათვის აუცილებელ ცვლილებებზე, ასევე შშმ პირების უფლებების დაცვისთვის კონკრეტული მექანიზმების შექმნაზე.

სასტუმრო „რედისონში" გამართულ კონფერენციას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ლელა აქიაშვილი, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

3 დეკემბერს  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს,   ლიბერთიმ  „ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი -  რეჰაბის“ ბენეფიციარებს განსაკუთრებული წინასაახალწლო დღესასწაული მოუწყო.

,,ლიბერთის სახით ძალიან ღირსეული და ქველმოქმედი პარტნიორი შევიძინეთ. ბანკის თანადგომით დღემდე დაფინანსებულია  11 000 ზე მეტი სარეაბილიტაციო პროცედურა, რომელიც ჩვენი ბენეფიციარების სოციუმში ინტეგრაციას შეუწობს ხელს. ცენტრისა და მშობლების სახელით  მადლობას ვუხდით  ლიბერთის მხარდაჭერისთვის, რომლის თანადგომით 200  ბენეფიციარს,  წლის განმავლობაში  უწყვეტი სარეაბილიტაციო კურსი ჩაუტარდათ.“- განაცხადა ,,რეჰაბის“ კლინიკურმა დირექტორმა, მარინა შიშნიაშვილმა.

,,მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა წვლილი შევიტანოთ შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მნიშვნელოვან საქმეში. 2018 წლიდან, ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამით ჩვენ არაერთი მსგავსი, მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ.  ყველა ეს პროექტი მიმართულია იმ ადამიანების და ორგანიზაციების მხარდასაჭერად, ვისაც ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება.“ - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

 

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური