Items filtered by date: პარასკევი, 15 ნოემბერი 2019 - NEWSDAY GEORGIA
პარასკევი, 15 ნოემბერი 2019 17:06

ხალხი ქუჩაში არ გამოვა

ბოლოს ხომ ყველა სწორედ იმ იარაღის მსხვერპლი ხდება, რომელიც თავის დროს სხვათა წინააღმდეგ იშიშვლა. ოცნების მაჟორიტარები ამ ქუჩაში გასულ ოცნების წევრთა ლობირებულია. რეკომენდატორები თავად იყვნენ, ხელსაც ითბობდნენ ამგვარ ლობირებებზე და ა. შ. ყოფილი ოცნებელები დღეს ქუჩაში საკუთარი გავლენების დაკარგვას აპროტესტებენ. გავლენებს იმ ხალხზე, რომლებმაც მათ გადაამეტეს (превзашли) და ლობისტად უფრო გავლენიანი ფიგურა არჩიეს. ასე რომ ყველაფერი თავის რიგით მიდის. ხოლო თუ ვინმე საკუთარი მაჟორიტარის ქმედებით შეურაცხყოფილია, ქუჩა და კარავი არ უნდა ამ ამბავს, შეაგროვეთ ამომრჩევლების ხელმოწერები და გამოიწვიეთ პარლამენტიდან, ოდესმე ხომ უნდა ვისწავლოთ ცივილური მეთოდებით გზის გაგრძელება. ვერა?!. საქმეც ეგაა, ხალხის ლეგიტიმაცია არც იმათ არა აქთ, ვინც ახლა ხალხის სახელით ქუჩაში გაჰყვირის. ხალხს სხვა და გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს, ყველა მხარის დამსახურებით შექმნილი.

ოცნების დამფუძნებელი ლელა ებრალიძე

გამოქვეყნებულია საზოგადოება

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. 
შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოსა და სამდივნოს მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, არასამთავრობო სექტორთან კოორდინაციის გაძლიერებას, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭო და სამდივნო ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობისთვის მთავარი პლატფორმა გახდება.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიის ფარგლებში, ჰოლივუდში აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალი გაიმართა, სადაც დიმიტრი ცინცაძეს საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს ფილმისთვის „შინდისი“.

კინოფესტივალზე ძირითადად ის ფილმებია წარმოდგენილი, რომლებიც ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინაციებისთვის იბრძვიან.

ფილმის მსოფლიო პრემიერა რამდენიმე კვირის წინ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც „შინდისს“ ფესტივალის გრან პრი და საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა.

ამჟამად „შინდისი“, როგორც საქართველოს კანდიდატი ფილმი, ლოს ანჯელესში ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიაშია ჩართული.

გამოქვეყნებულია კულტურა

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირმა ინაშვილმა დღეს პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიოტთა ალიანსის და მისი საპარლამენტო ფრაქციის სახელით, განცხადება გააკეთა პარტიის უწყვეტ საპროტესტო აქციებზე გადასვლასთან დაკავშირებით. 

„ამ ვითარებაში ჩვენ გადავდივართ უწყვეტ საპროტესტო აქციებზე. პირველი აქცია ჩატარდება კვირას რესპუბლიკის მოედანზე. მოვუწოდებ ყველას, პირველ რიგში ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენ მშვიდად, ჭკვიანურად, ბრძნულად, უნდა ვიმოქმედოთ, უნდა მოვიკრიბოთ ძალები, უნდა გავერთიანდეთ, უნდა გამოვაცხადოთ მაქსიმალური მობილიზაცია. ამასთან, მე მინდა სხვა პარტიების მხარდამჭერებსაც მივმართო, რომ განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა შემოუერთდნენ ამ აქციას“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისი თქმით, აქციების პირველი და მთავარი მოთხოვნა იქნება „ქართულმა ოცნებამ“ დატოვოს ხელისუფლება.

მან პოლიტიკოსებს, ყველასათვის - მთელი პოლიტიკური სპექტრისთვის მისაღებ ერთიან სამოქმედო სქემაზე ჩამოყალიბებისკენ მოუწოდა.

ირმა ინაშვილმა პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა: „ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ იმას, თუ რა კრიზისი და პროცესი ვითარდება ქვეყანაში, მოსახლეობას კარგად ესმის, რომ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ყველა ხელისუფლება საქართველოში იყენებდა არჩევნების გასაყალბებლად, და ხელისუფლების მისატაცებლად და გამონაკლისი არ არის არც „ქართული ოცნება“. მაგრამ შექმნილ კრიზისულ ვითარებაშიც კი უმრავლესობას შეუძლია ვითარების გამოსწორება, შეუძლია მცირედი ცვლილება განახორციელოს ჩავარდნილ კანონპროექტში და თავიდან შემოიტანოს პარლამენტში ამ მცირედი ცვლილებით“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

იმ შემთხვევში კი, თუ უმრავლესობა ამ ნაბიჯს არ გადადგამს, ირმა ინაშვილის განცხადებით, კანონმდებლობა იძლევა უფლებას და ხვალ პარლამენტში თავად შეიტანენ იგივე კანონპროექტს მცირედი ცვლილებით. 

„ჩვენი მოთხოვნა არის აბსოლუტურად სამართლიანი და ლეგიტიმური. ჩვენ ამ ქვეყანაში ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს და დღევანდელი გადაწყვეტილებით ქართულმა ოცნებამ წაართვა ქართველ ხალხს სამართლიანი არჩევნების უფლება, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. ყველამ უნდა გააცნობიეროს და, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში დარჩენილმა დეპუტატებმა, რომ ეს აქციები ასე აღარ დამთავრდება. ეს აქციები დამთავრდება იმით, რომ გადადგება „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ჩვენ გადავაყენებთ მას ქართველ ხალხთან ერთად. ამასთან კარგად უნდა ესმოდეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ელიტას და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომ პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხს ვერავინ ვერ გაექცევა უკვე და შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობასაც ვერ ასცდება“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

 
გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური