Items filtered by date: ხუთშაბათი, 14 ნოემბერი 2019 - NEWSDAY GEORGIA

„ქართული ოცნების“ გუნდმა ქვეყანა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე ჩავარდნასთან დაკავშირებით.

„ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებმა განცხადება ბრიფინგზე გააკეთეს - ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი აქვეყნებს.

„მინდა, მოქალაქეებმა გაიგონ, რა მოხდა დღეს. დღეს „ოცნებისგან“ მოვისმინეთ, რომ „ოცნება“ არ უჭერს ისეთ საარჩევნო სისტემას მხარს, სადაც წაგების პერსპექტივა ექნება, ხოლო ქართველ ხალხს მიეცემა საშუალება, სამართლიანი არჩევნების გზით გაიმარჯვოს იმ პოლიტიკურმა ძალამ, ვისაც ექნება ხალხის მხარდაჭერა. დღეს „ქართული ოცნების“ სახეები, ზოგი ახალ გამოჩეკილი და ზოგი ძველი, პირდაპირ ამბობდნენ, რომ დღევანდელი სისტემა უნდა დარჩეს, რადგან ეს არის სისტემა, რომლითაც „ქართული ოცნება“ იგებს მომავალ არჩევნებს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი შეფასებით, რაც დღეს მოხდა, მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების წართმევაა.

„მინდა, მოქალაქეებს ესმოდეს, რაც დღეს მოხდა, ეს არ არის პოლიტიკური კლასის ბრძოლა, არ არის პოლიტიკური გემოვნებისა და დემოკრატიის საკითხი, რაც დღეს მოხდა ეს არის თქვენი საარჩევნო უფლების წართმევა, ივანიშვილის გუნდის მხრიდან უტიფარი განცხადება, რომ 2020 წლის არჩევნებს მოვიგებთ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ გინდათ „ქართული ოცნება“, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ არაფერს გიკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ გიჭირთ, მიუხედავად იმისა, რომ ოთხი თვის წინ დაგპირდით, ამას გავაკთებდი, ამ ყველაფრის მიუხედავად 2020 წელს გვექნება სისტემა, რომლითაც მოვიგებთ არჩევნებს და თქვენ, ქართველ ხალხს არ მოგცემთ საშუალებას, თქვენი ნების გამოხატვით ამ ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა.

მისი თქმით, ახლა გადამწყვეტი მომენტია და „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მიეცეს საშუალება, აღნიშნული სისტემა გაიტანოს.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ჩვენ ვიწყებთ მეორე ეტაპს საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების  პენსიაზე ღირსეული გაცილების თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
 
მთავრობის მეთაურის თქმით, იწყება მეორე ეტაპი, რომლისთვისაც სრული დაფინანსება უკვე არსებობს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პროექტის პირველი ეტაპი იყო წარმატებული და მასში 6 450-მა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა.
 
„პროექტის მეორე ეტაპი დასრულდება 2019 წლის ბოლომდე. რამაც, რა თქმა უნდა, ხელი უნდა შეუწყოს განათლების სისტემაში როგორც ახალგაზრდა პედაგოგების გამოჩენას, ასევე ჩვენი ღირსეული და ღვაწლმოსილი მასწავლებლების შემდგომ პენსიაზე ღირსეულად გაშვებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც დაწყებული იყო ასევე იმ ძალზედ ეფექტურ, ღირსეულ და  წარმატებულ გუნდთან ერთად, გაგრძელდება უახლოესი თვეებისა და წლების განმავლობაში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გამოქვეყნებულია განათლება

შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

 შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.
გამოქვეყნებულია სამართალი
პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრა.
 
სხდომაზე რეგისტრაცია გაიარა 141 დეპუტატმა. რის შემდეგაც გაიმართა კენჭისყრის პროცედურა.
 
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კოლეგებს მიმართა, რომ კენჭისყრისას კარგად გაიაზრონ პასუხისმგებლობა მიღებულ გადაწტვეტილებასთან დაკავშირებით.
 
„ერთი წლის წინ ჩვენ მივიღეთ ისტორიული გადაწყვეტილება და შევცვალეთ საქართველოს კონსტიტუცია. გავაკეთეთ საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის ფარგლებშიც ქვეყანა გადავიდა საპარლამენტიო მმართველობის მოდელზე. ამ რეფორმის ფარგლებშიც, ერთი წლის წინ ჩვენ შევცვალეთ ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი საარჩევნო სისტემის და მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა 2024 წელს გადავიდოდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. დღეს კენჭს ვუყრით ინიციატივას, რომლის მიხედვითაც 2024 წელს დანიშნული პროპორციული არჩევნები უნდა ჩატარდეს 2020 წელს. გთხოვთ, ყველამ კიდევ ერთხელ გაიაზროთ თქვენი პასუხისმგებლობა ამასთან დაკავშირებით და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
 
ჩატარებული კენჭისყრის შედეგად 101 დეპუტატმა დაუჭირა მხარი წარმოდგენილ ცვლილებას, 3 წინააღმდეგია. ეს ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი გადაწყვეტილების მისაღებად.
გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური