Items filtered by date: პარასკევი, 01 ნოემბერი 2019 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა გიორგი სახოკიამ თვითმმართველობის თემაზე გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენცია სახელწოდებით „ღია მმართველობა ადგილობრივ თვითმმართველობაში" სასტუმრო „რედისონში" გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა აღნიშნა, რომ რეგიონში საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივას (OGP) შეუერთდა.

კონფერენციაზე 25 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილობრივ თვითმმართველობაში გამჭვირვალეობასა და ანგარიშვალდებულებაზე, ასევე საქართველოს მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში აღებულ ვალდებულებაზე იმსჯელეს.

კონფერენციის მსვლელობისას მუნიციპალიტეტებმა, სადაც უკვე შემუშავებულია გამჭვირვალეობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტანდარტები, თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს სხვა ადგილობრივ თვითმმართველობებს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი, თბილისის მერი კახა კალაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

31 ოქტომბერს, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩომ თბილისში გამართა ხავერდოვანი რევოლუციის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თანამედროვე ცნობილმა ჩეხმა მუსიკოსებმა, ბატონმა იაროსლავ სვეჩენმა (ვიოლინო) და ქალბატონმა ლუცი ტოზიმ (როიალი). მუსიკოსებმა ვირტუოზულად შეასრულეს ბეთხოვენის, დვორჟაკის, რახმანინოვის და სმეტანას კლასიკური ნაწარმოებები და მათ მსმენელების მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურეს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს ნაწარმოებები შესრულდა იტალიელი ოსტატის პიეტრო გვარნერის მიერ 1755 წელს შექმნილ ვიოლინოზე.

იაროსლავ სვეჩენი გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თანამედროვე ჩეხი მევიოლინე. მან ჩაწერა, როგორც ჩეხ ასევე უცხოელ კომპოზიტორთა მუსიკის ორმოცდაოთხი კომპაქტდისკი და დაჯილდოვდა არაერთი ოქროსა თუ პლატინის დისკით. როგორც კომპოზიტორი ის   მზარდად  აქტიური გახლავთ. 2013 წლის თებერვალს მან გამართა თავისი კომპოზიციის „სიმები ქალაქი ნიუ-იორკისთვის“ პრემიერა ნიუ-იორკში, რომელიც მან ქალაქის მოსახლეობას მიუძღვნა. მისი მრავალრიცხოვანი ტურებისა და საფესტივალო პერფორმანსების ფარგლებში მან კონცერტები გამართა აშშ-ში, კანადაში, მექსიკაში, ბრაზილიაში, ჩილეში, მთელ ევროპაში, ფილიპინებში დ.ა.შ.

ლუცი ტოზი გახლავთ მოთხოვნადი კამერული მუსიკოსი, იგი თანამშრომლობს სხვადასხვა დარგის ხელოვანებთან და ამავე დროს თავს უძღვნის პედაგოგიურ საქმიანობას, სადაც მას უყვარს თანამედროვე ჩეხ კომპოზიტორთა ახალი ნამუშევრების პრეზენტირება. იგი წერს  ჩეხური რადიოსა და ჩეხური ტელევიზიისთვის, ასრულებს ბოჰემიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ბელგიისა და ესპანეთის სცენებზე.

გამოქვეყნებულია კულტურა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი მნიშვნელოვანი სიახლეებით დაიწყო. როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, არსებული პრობლემების მიუხედავად, სასწავლო წელი წარმატებით დაიწყო, უნივერსიტეტი ძველ რეიტინგს დაუბრუნდა და ჯამში 750-მდე სტუდენტი მიიღო. როგორც ადრე, IBSU-ს სტუდენტები სარგებლობენ შიდა საგრანტო შეღავათებით და სტიპენდიებით. წელს უნივერსიტეტს დაემატა არქიტექტურის ინგლისურენოვანი პროგრამა, უკვე არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და ფაკულტეტებზე კი, სტუდენტებს ასევე სიახლეები დახვდათ.

რას სთავაზობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს, როგორ შეხვდნენ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, რა სიახლეები აქვთ და რას გეგმავენ სამომავლოდ, ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს  ვრცლად IBSU-ს რექტორი ილიას ჩილოღლუ ესაუბრა.

ბატონო ილიას, როგორ დაიწყო IBSU-მ ახალი სასწავლო წელი?

-წელს საკმაოდ კარგი მიღება გვქონდა. ბაკალავრიატზე 500-მდე  და მაგისტრატურაზე 150-მდე სტუდენტი მივიღეთ. მობილობითაც გადმოვიდა დაახლოებით 100-მდე სტუდენტი. საერთო ჯამში, ვფიქრობ, რომ კარგი მიღება გვქონდა და რაც ყველაზე სასიხარულოა, გრანტიანი სტუდენტების რაოდენობა წელს ძალიან გაიზარდა. 2019 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, 484 აბიტურიენტიდან  283 სახელმწიფო გრანტის მფლობელია, მათ შორის 122 ოქროსა და 30 ვერცხლის მედალოსანია, ანუ  ბავშვების დაახლოებით 58 პროცენტს აქვს სახელმწიფო გრანტი.

ასევე, ყველაზე მაღალქულიანი ბავშვების კონცენტრაციის თვალსაზრისით, პროცენტულად იბსუ  კერძო უნივერსიტეტებს შორის  მესამე ადგილზეა. არსებული პრობლემების მიუხედავად, რაც გვქონდა, ჩვენ შარშანწინდელ რეიტინგს დავუბრუნდით.

ჩვენ გვინდა, ბავშვებს ისეთი გარემო შევუქმნათ, რომ უნივერსიტეტში მოსვლა უხაროდეთ, მე ბევრჯერ გამიგია სტუდენტებისგან, რომ IBSU -ში მოსვლა მიხარია. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. ჩვენი ლექტორები კი არიან ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდებისთვის მაგალითი უნდა იყვნენ. იმდენად მოტივირებული ახალგაზრდები გვყავს, რომ ლექტორები იძულებული არიან მუდმივ ტონუსში იყვნენ.

თქვენ ახსენეთ გრანტიანი სტუდენტები, ამ ეტაპზე როგორ არის გაწერილი უმაღლესს შიდა გრანტები და რაში გამოიხატება სხვა შეღავათები სტუდენტებისთვის?

-რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს შეღავათები, ასევე გრანტები. ვთქვათ, თუ ეროვნულ გამოცდებში 100 პროცენტიანი გრანტი მიიღეთ და მედალი გაქვთ –  ჩვენთაც 100 პროცენტიანი შიდა გრანტი გექნებათ. საშეღავათო სისტემა გვაქვს საკმაოდ მოქნილი, ფაქტობრივად გათვლილია ყველა სოციალურ სეგმენტზე. თუ ბავშვი მოტივირებულია, ნებიმიერი ეკონომიკური მდგომარეობი მქონე ოჯახის წარმომადგენელს შეუძლია ჩვენთან ისწავლოს.  ჩვენი შეღავათებით 2 500-ზე მეტი სტუდენტი სარგებლობს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაცემული გრანტების ჯამური თანხა კი, 8 მილიონ 800 ათას ლარზე მეტია. ჩვენ ორიენტირებული ვართ ხარიხსზე და არა იმაზე, რომ შევავსოთ უნივერსიტეტი რაც შეიძლება მეტი სტუდენტით. ლექციებზე დასწრების ძალიან მაღალი პროცენტი გვაქვს და უკვე მესამე კურსიდან სტუდენტები საქმდებიან.

მაშინ გვითხარითრა სიახლეები დახვდათ ახალი სასწავლო წლიდან პირველკურსელებსა და სხვა სტუდენტებს?

-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა 3 ფაკულტეტზე ფუნქციონირებს: ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი; სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი; სამართლის ფაკულტეტი.

წელს ჩვენ დავამატეთ არქიტექტურის ინგლისურენოვან პროგრამა, პირველად გვქონდა მიღება და საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია, უცხოელმა სტუდენტებმაც გამოთქვეს ამ პროგრამაზე სწავლის სურვილი და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი წამყვანი პროგრამა მომავალში ჩვენს უნივერსიტეტში. თუმცა სხვა პროგრამებზე, რომლებიც უკვე გვაქვს, მუდმივად ხდება განახლება. განვაახლეთ ინფრასტრუქტურა, დავამატეთ ახალი სასწავლო ოთახები.

რას გვეტყვით სასწავლო და გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით?

-ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ერთი რამ, რაც არის კონკურენტული უპირატესობა სხვებთან მიმართებაში – ეს არის ინგლისური სექტორი. არის პროგრამები, რომლებიც არის ინგლისურის კონცენტრაციით, ანუ ძირითადი არის ქართული და გარკვეული მიმართულებები და საგნები ინგლისური. ჩვენი პრიორიტეტი კი ის არის, რომ ჩვენი ინგლისურენოვანი პროგრამები ისწავლება მთლიანად ინგლისურ ენაზე. ამ კუთხით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ინგლისურ პროგრამებს ანალოგი არ გააჩნია საქართველოში და თუ ვინმეს სურს, კონკრეტული პროგრამა სრულფასოვნად ისწავლოს ინგლისურ ენაზე, სხვაგან მსგავს პროგრამას უბრალოდ ვერ ნახავს. ინგლისურენოვანი პროგრამების ნიშა საქართველოში, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ IBSU-ს აქვს დაკავებული. აქედან გამომდინარე ლექტორები, პროგრამები, რომლებიც წარმოდგენილია ამ ინგლისურენოვან სექტორზე შეიძლებ ითქვას, რომ არის უნიკალური. ამ შედეგის მისაღებად დიდი შრომაა საჭირო, რაც ერთ დღეში და ორ დღეში არ ხდება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა რაც გვაქვს არის ის, რომ ჩვენ, ჩვენი კადრები გავზარდეთ. აკადემიური პერსონალი, რომელმაც ამ უნივერსიტეტში მიიღო განათლება, ამიტომ ვიცით ვინ რას ასწავლის, არ გვაქვს ლექციებზე ჩავარდნები. IBSU-ში სწავლის მაღალ დონეს ადგილობრივი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული 200-ზე მეტი პროფესორი უზრუნველყოფს. ჩვენი სტუდენტები აქტიურად სარგებლობენ გაცვლითი პროგრამებით. უნივერსიტეტს 24 ქვეყნის სასწავლო დაწესებულებასთან 55 მემორანდუმი აქვს გაფორმებული. ამის საფუძველზე, წელიწადში 70-მდე სტუდენტი მიემგზავრება ერთი ან ორი სემესტრით ევროპის, ამერიკისა თუ აზიის უნივერსიტეტებში. IBSU ჩართულია Erasmus+  – ისა და DAAD-ის პროექტებში. ამასთან, უცხოელი სტუდენტებისთვის ყოველწლიურად იმართება გაზაფხულის და ზაფხულის სკოლები.

დამსაქმებლებთან ურთიერთობის როგორი პრაქტიკა აქვს IBSU-ს?

-თეორიული სწავლების პრაქტიკაში გამოყენების საშუალებების ცოდნა დღევანდელ რეალობაში ყველაზე მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია ასევე ამ ყველაფერში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ჩართვა. უკვე ძალიან ძნელია, ნებისმიერი პროგრამა წარმოიდგინო ტექნოლოგიების გარეშე. დამსაქმებლების მოთხოვნები იცვლება, შესაბამისად ჩვენი ამოცანაა სტუდენტები აღვჭურვოთ ყველა იმ კომპეტენციით, რაც მათ დასაქმების ბაზარზე დასჭირდებათ. ჩვენი მთავარი ორიენტირი მაინც არის დასაქმების ბაზარი. შესაბამისად, ყველა მიმართულებაზე და სასწავლო პროგრამებზე აუცილებლად იქნება ჩადებულ ის კომპონენტები, რომლებიც აუცილებელია დასაქმების ბაზარზე.

სტუდენტებს ინტენსიური კომუნიკაცია აქვთ დამსაქმებელთან. ჩვენ გვაქვს იდეა, რომ სადიპლომო ნაშრომს, რომელსაც საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები მე-4 კურსის ბოლოს ინდივიდუალურად ამზადებენ,  დავარქვათ საპროექტო ნაშრომი. ეს იქნება გუნდური სამუშაო კონკრეტული კომპანიების  მაგალითზე. მივლენ ორგანიზაციაში და გაუკეთებენ პროექტს, რაც იქნება რეალური ცოცხალი პროექტი, რომელსაც კონკრეტული შედეგი მოაქვს კონკრეტული კომპანიისთვის. ეს არის ინოვაციური მიდგომა. ამით ბავშვები ეჩვევიან გუნდურ მუშაობას, ბავშვები ქმნიან ცოცხალ – სარგებლის მომტან პროექტს, რომლის რეალიზაციას ახდენს კომპანია და რეალურ შედეგებს იღებს. ასევე, კომპანიას უკვე გარკვეული პოზიციები უჩნდება ამ სტუდენტების დასაქმების თვალსაზრისით.

-ასეთი ინოვაციური მიდგომების ფონზე, რას უნდა ველოდოთ კიდევ შავი ზღვის უნივერსიტეტისგან, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

-ყველა პროგრამას აქვს თავისი სტრატეგიული გეგმები, ეს არის წლიურიც და უფრო გრძელვადიანიც, ყოველთვის ვაკეთებთ  შეჯამებას, რა გავაკეთეთ და რა იქნება მომავალ წელს. ვფიქრობთ, რომ დავამატოთ კავკასიოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამა. ერთი ამოცანაა, რომ დავამატოთ ონლაინ პროგრამების რაოდენობა ახლო მომავალში, რამდენიმე უნივერსიტეტთან გვაქვს ამაზე მოლაპარაკებები პორტუგალიაში, პოლონეთში, შვეიცარიაში და ა.შ. და უფრო მეტი გაცვლითი პროგრამები შევთავაზოთ სტუდენტებს სხვდასხვა ფინანსური შესაძლებლობით.

ვაპირებთ ბიზნესკომპანიებთან თანამშრომლობას, იმ მიმართულებით, რომ სტიპენდიების დანიშვნის თვალსაზრისით, თავიანთი წვლილი შემოიტანონ. ასევე მნიშვნელოვანია კვლევების განვითარება. ჩვენი სტუდენტები უკვე ძალიან მაღალ დონეზე ატარებენ კვლევებს.  პროგრამების მომზადებაში გვყავს უცხოელი პროფესორები ჩართული, რადგანაც ჩვენ სტუდენტებს მხოლოდ საქართველოს რეალობისთვის არ ვზრდით და ისინი ნებისმიერი ქვეყნის შრომის ბაზარზე მოთხოვნადი კადრები იყვნენ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გამოქვეყნებულია ინტერვიუ

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური