Items filtered by date: ოთხშაბათი, 09 ოქტომბერი 2019 - NEWSDAY GEORGIA

ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზურაბაშვილი დუბლინის ახალ ლორდ-მერს, პოლ მაკ ოლიფს შეხვდა.

საქართველოს ელჩმა პოლ მაკ ოლიფს მიულოცა დუბლინის ლორდ-მერის თანამდებობაზე არჩევა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ირლანდიას და საქართველოს ბევრი საერთო აქვს და წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. დუბლინის ლორდ-მერმა დაადასტურა საქართველოს მხარესთან მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განმტკიცებისათვის მზადყოფნა.
 
აღსანიშნავია, რომ თბილისი და დუბლინი 2014 წელს დამეგობრდნენ, როდესაც თბილისის მერის დუბლინში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის შესახებ.
 
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ პარტნიორული ურთიერთობები თბილისსა და დუბლინს შორის შემდგომში უფრო გაღრმავდება. შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა საქართველოს საელჩოსა და დუბლინის მერიის თანაორგანიზებით ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობა.
 
გიორგი ზურაბაშვილმა  პოლ მაკ ოლიფი, როგორც თბილისთან დამეგობრებული ქალაქის მერი, თბილისში მოიწვია ვიზიტით.
 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს, კარლ ჰარცელს შეხვდა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოში ავსტრიის, შვედეთის, საფრანგეთის, საბერძნეთის, ჩეხეთის და სლოვაკეთის რესპუბლიკების ელჩები და ესპანეთის პოლიციის ატაშე.

ვახტანგ გომელაური დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე ესაუბრა და ამ მიმართულებით არსებული აქტუალური გამოწვევები მიმოიხილა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სამართალდაცვით სფეროში სამინისტროს წარმატებულ საერთაშორისო თანამშრომლობასა და დანაშაულთან ბრძოლის კუთხით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მხარეებმა უვიზო მიმოსვლის წარმატებით განხორციელების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური