Items filtered by date: ორშაბათი, 21 ოქტომბერი 2019 - NEWSDAY GEORGIA

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქტიურად ვხვდებოდით, განვიხილავდით ყველა მწვავე საკითხს, არ არსებობდა დახურული თემები და შესაბამისად, ეს პირველ რიგში, ხელს უწყობდა ჩვენი ეკონომიკის განვითარებას, - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ეკონომიკური ზრდის და დასაქმების თვალსაზრისით ბიზნესის როლს და აღნიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია არსებობდეს სწრაფი ეფექტური კომუნიკაცია, იმისათვის, რომ სწრაფად მოხდეს რეაგირება არსებულ გამოწვევებზე.

„ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური ზრდა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა დარგში. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ბიზნესი არის ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა და ამავდროულად, ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს. ამის გათვალისწინებით, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია გვქონდეს ძალზე სწრაფი, ეფექტიანი კომუნიკაცია, სადაც შევძლებთ, ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელსაც დღეს ყველამ ერთად უნდა გავცეთ პასუხი, რადგან გვესმის, რომ ეკონომიკური ზრდის ნაწილში ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. გამოწვევა ბევრია, გვესმის, რომ სიღარიბის დონე საკმაოდ მაღალია. გვესმის, რომ ქართულ ბიზნესს სჭირდება მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, რათა გვქონდეს ძლიერ ქართული ბიზნესი, გვყავდეს რაც შეიძლება მეტი ძლიერი ქართული კომპანია, რამეთუ შემდეგ სახელმწიფომ შეძლოს მართლზომიერად, ნელ-ნელა ბიზნესსაც გაახსენოს, რა არის სოციალური პასუხისმგებლობა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დღევანდელი შეხვედრის მიზანია, რომ გამოიკვეთოს პრობლემები და მოინახოს გადაჭრის გზები. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ყველა ის საკითხი რომელიც მოკლევადიან გადაწყვეტას მოითხოვს, მთავრობის მხრიდან ეფექტურად გადაიჭრება.

„ჩვენ ასევე ძალიან კარგად გვესმის, რომ ასევე ბიზნესის მხრებზეა ქვეყანაში საშუალო ფენის შექმნაში ძირითადი როლი და ფუნქცია. აქ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას აქვს თავისი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქცია. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანია, რომ იქ, სადაც არსებობდა გადაწყვეტილების სწრაფად მიღების და პრობლემების გადაჭრის კომუნიკაციები, წარვადგინოთ. იქ, სადაც არ არსებობდა, შევქმნათ ახალი. ჩემი მხრიდან შემიძლია დაგარწმუნოთ იმაში, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც მოკლე ვადიან, სწრაფ და ეფექტიან რეჟიმში არის გადაწყვეტადი მთავრობის მხრიდან, იქნება გადაწყვეტილი. იქ, სადაც სისტემური პრობლემებია, რა თქმა უნდა, თქვენი ჩართულობით, ერთობლივად უნდა მივაღწიოთ შედეგს. აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მიმდინარე პერიოდში ყველა გადაწყვეტილება, საკანონმდებლო ან სისტემური ცვლილება რომელიც იქნება მიღებული, იქნება თქვენი სრული ჩართულობით, ოღონდ მოლოდინებიც უნდა იყოს ადეკვატური და ობიექტური. იქ, სადაც მთავრობას მოუწევს „არას" თქმა, ეს „არა" უნდა იყოს ადეკვატურად მიღებული. ჩვენი ყველას დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, რომ პასუხი იყოს სწრაფი და არ დავხარჯოთ ამაზე ბევრი დრო. იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში „არაც" პასუხია. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში „არას" ყველაზე დიდ ხანს ელოდება ხოლმე ბიზნესი და კომპანია. თქვენ პრაგმატული ხალხი ხართ, აფასებთ დროს. ჩვენც საკმაოდ პრაგმატულად ვაფასებთ დროს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიო ლიდერებთან და იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ტოკიოში იაპონიის იმპერატორის, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება.
საქართველოს პრეზიდენტს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილი აქვს შეხვედრები, როგორც იაპონიის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ასევე ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან.

სალომე ზურაბიშვილი შეხვდება: იაპონიის პრემიერ-მინისტრს, შინძო აბეს, უსაფრთხოების ცენტრში კიბერუსაფრთხოების ჯგუფის წარმომადგენლებს, იაპონიის პარლამენტში იაპონიის პარლამენტის მრჩეველთა პალატის პრეზიდენტს, აკიკო სანტოს, იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს და ტოკიოს მერს იურიკო კოიეკეს. ორმხრივი შეხვედრებიდან კი აღსანიშნავია სალომე ზურაბიშვილის მოლაპარაკებები ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ალექსანდერ ვან დერ ბელლენისთან და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არმენ სარქისიანთან.

საქართველოს პრეზიდენტი ტოკიოში კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სფეროებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით, იაპონიის ტურიზმისა და ღვინის სექტორების წარმომადგენლებს ასევე, კულტურის სასახლის პრეზიდენტსა და მედიაჰოლდინგ "ფუჯი"-ს აღმასრულებელ დირექტორს, იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს და 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საპატიო პრეზიდენტს შეხვდება. პრეზიდენტი ტოკიოში რამდენიმე მუზეუმს დაათვალიერებს, მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიების მუზეუმს, ციფრულ მუზეუმსა და მირაიკანის მუზეუმს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში ქართულ დიასპორასა და ქართველ სპორტსმენს, ლევან გორგაძეს-ტოჩინოშინს შეხვდება. საქართველოს პრეზიდენტი იაპონიაში სამუშაო ვიზიტს 25 ოქტომბერს დაასრულებს.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქ. ლონდონში ვიზიტის ფარგლებში მოინახულა საქართველოს საელჩოს ახალი შენობა, სადაც შეხვედრა გამართა ლონდონში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. 
მინისტრმა დიასპორის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე, რომელსაც ხელი მისი ვიზიტის დროს მ.წ. 21 ოქტომბერს მოეწერება.
მინისტრის შეფასებით შეთახმება ამოქმედდება გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შემდგომ და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებას ყველა მიმართულებით, რადგან შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობის ყველა სფეროს, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის პირობას.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ლონდონში მცხოვრებ ქართველებს, რომელთა შორის ბევრი წარმატებული ადამიანია,  საქართველოს  იმიჯის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
მან ვრცლად ისაუბრა დიასპორასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის და კონკრეტულად სამინისტროს გეგმებზე, რაც უკავშირდება საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების მეტად გაძლიერებას და მათ დახმარებას იმისათვის, რომ უკეთ შეძლონ საკუთარი ქვეყნის წარმოჩენა.
შეხვედრაზე მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველო-ბრიტანეთის გამორჩეული პარტნიორული ურთიერთობები, რომელიც „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფორმატის“ პარალელურად უკვე ამ შეთანხმებითაც განმტკიცდება.
დიასპორის წარმომადგენლებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების, სამთავრობო პრიორიტეტების ასევე ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.
საქართველოს საელჩო გაერთიანებულ სამეფოში ახალ მისამართზე  აგვისტოს დასაწყისში გადავიდა, საქართველოს მთავრობამ გაერთიანებულ სამეფოში საელჩოს შენობა 2018 წელს შეიძინა.

გამოქვეყნებულია კულტურა

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური