Items filtered by date: ხუთშაბათი, 17 ოქტომბერი 2019 - NEWSDAY GEORGIA

დავით ზალკალიანის განცხადებით საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები დღესდღეობით უმაღლეს ნიშნულზეა და საქართველო სარგებლობს აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ორპარტიული მხარდაჭერით, რაც გასული პერიოდის განმავლობაში აისახა, როგორც  უმაღლესი და მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების დინამიკით, ასევე, აშშ-ის საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ მიღებული მხარდამჭერი საკანონმდებლო აქტებით; მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მე-10 წლისთავისადმი მიძღვნილ ერთობლივ დეკლარაციაზე, რომელიც თავისი შინაარსით მნიშვნელოვანი დოკუმენტია  და განსაზღვრავს თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტებს ყველა მიმართულებით.
 
მინისტრის თქმით, უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტის (“Georgia Support Act”) კონგრესში   წარდგენა. კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას.  განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. მისი თემით აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი (Consolidated Appropriations Act) მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების თვალსაზრისით,
ასევე წელს, აქტით საქართველოსთვის გამოყოფილმა თანხამ 127 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ თანხას 22 მლნ. აშშ დოლარით აღემატება. გაზრდილი დაფინანსება ცალსახად ხაზს უსვამს აშშ-სთვის საქართველოს მნიშვნელობას და მხარდაჭერას, როგორც რეგიონში ლიდერი ქვეყნისა და აშშ-ის მტკიცე მოკავშირისადმი. მისი განცხადებით, საქართველოსთან მიმართებაში მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს  თავდაცვის ავტორიზაციის აქტში.
 
დავით ზალკალიანის  განცხადებით აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება ყველა მიმართულებით, მათ შორის, პარტნიორობის ქარტიის კომისიის ფარგლებში. პრიორიტეტულია აშშ-სთან სავაჭრო, ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავება.
 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

16-20 ოქტომბერს საქართველო 2019 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარმოდგენილია პროგრამით „FOLLOW THE JOURNEY OF GEORGIAN CHARACTERS“.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და  საქართველოს მწერალთა სახლის მხარდაჭერით, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული სტენდზე ხუთი დღის განმავლობაში ჟანრობრივად და თემატურად მრავალფეროვანი პროგრამა არის დაგეგმილი, რაც მოიცავს თანამედროვე პოეზიასა და პროზას, კლასიკურ ლიტერატურას, დოკუმენტურ პროზას, საბავშვო ლიტერატურასა და ილუსტრაციებს, ხელოვნებას, საგამომცემლო საქმესა და პოლიტიკას.

წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის 3 სივრცეში იქნება წარმოდგენილი: საქართველოს ეროვნული სტენდი,  გამოცემული და გამოუცემელი ქართული საბავშვო წიგნების სტენდი -  Frankfurt Kids Foyer  და ცალკე გამოყოფილი სივრცე „გაატარე 4 სეზონი საქართველოში“. აღნიშნულ სივრცეებში დაგეგმილ 20-მდე ღონისძიებაში 10-მდე ქართველი ავტორი, მეცნიერი და ილუსტრატორი მიიღებს მონაწილეობას: ბექა ადამაშვილი, ზაზა ბიბილაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, დავით ლორთქიფანიძე, თათია ნადარეიშილი, ეკა ტაბლიაშვილი, ივა ფეზუაშვილი, ზურაბ ქარუმიძე, არჩილ ქიქოძე.

ქართველ ილუსტრატორებს ფრანკფურტის ბაზრობის მესამე დარბაზში სპეციალური სტენდი დაეთმობა ილუსტრირებული წიგნების გამოსაფენად და ვორკშოპების ჩასატარებლად. გერმანელი კრიტიკოსები წარადგენენ ქართველი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებებს (მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“, დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე“). გაიმართება დისკუსიები ქართველი და ნორვეგიელი მწერლების მონაწილეობით სერიაში „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნები - საქართველო (2018) და ნორვეგია (2019), ქართველი პოეტები წარადგენენ ქართული პოეზიის ანთოლოგიას საქართველოს გული - 33 პოეტი საქართველოდან. გაიმართება რეზო გაბრიაძისა და  მერაბ მამარდაშვილის ახალი,  გერმანულენოვანი წიგნების პრეზენტაცია, ხოლო სპეციალურ სტენდზე „გაატარე ოთხი სეზონი საქართველოში“ დაგეგმილია ღონისძიებები სლოგანით „აღმოაჩინე საქართველო“.

ფესტივალის პროგრამა  - http://writershouse.ge/geo/new/1373

გამოქვეყნებულია კულტურა

საქართველო-ბრიტანეთს შორის არსებული „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ საპარლამენტო განზომილების ფარგლებში მხარეებმა ერთობლივი კომუნიკე მიიღეს.

დიდი ბრიტანეთი - საქართველო-გაერთიანებული სამეფოს უორდროპის სტრატეგიული დიალოგის საპარლამენტო განზომილების ფარგლებში, გამართულ საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის გაფართოებულ შეხვედრაზე, ქართველი და ბრიტანელი დეპუტატების მიერ მიღებული იქნა ერთობლივი კომუნიკე, რომელშიც ასახული არის საქართველოსა და დიდი ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა მიმართულებები, ასევე კომუნიკე განსაზღვრავს სამომავლო პრიორიტეტებს.

აღსანიშნავია, რომ ერთობლივ კომუნიკეში ხაზგასმულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების მიმართ.

გამოქვეყნებულია კულტურა

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური