Items filtered by date: პარასკევი, 25 იანვარი 2019 - NEWSDAY GEORGIA

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელების ახალი სქემა გამოავლინა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის და გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 2 თვის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოში ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელების ახალი სქემა გამოავლინეს. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავა და თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებული სამალავებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო.

დაკავებულები არიან: 1989 წელს დაბადებული ა.ბ., 1995 წელს დაბადებული ა.კ., 1986 წელს დაბადებული მ.ს., 2000 წელს დაბადებული ა.რ. და 2000 წელს დაბადებული ე.მ.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.კ.-მ და ა.ბ.-მ ონლაინ საკომუნიკაციო აპლიკაცია "ტელეგრამის" მესენჯერში შექმნეს ჯგუფები - ე.წ. "drug-shop"-ები, ხოლო ინტერნეტ-პლატფორმა "მატანგაზე" - ნარკოტიკების სარეალიზაციო ონლაინ მაღაზია. ასევე, დადგენილია, რომ ერთ-ერთი დაკავებული - მ.ს. - აღნიშნული ჯგუფების ოპერატორი იყო და მის ფუნქციაში შედიოდა წინასწარ შერჩეულ ადგილზე დადებული ნარკოტიკის გასაღება ჯგუფის წევრებზე, რისთვისაც შესაბამის ფულად ანაზღაურებას იღებდა.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, დაახლოებით, 100 გრამი ნარკოტიკული საშუალება "ჰაშიში" ნივთმტკიცებად ამოიღო. ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. "ბიო" და ნარკოტიკული საშუალება "ალფა პვპ", რომლებიც განკუთვნილი იყო "ტელეგრამში" არსებული ჯგუფების - ე.წ. "drug-shop"-ების მომხმარებლებზე გასასაღებლად.

აღსანიშნავია, რომ დაკავებულთაგან ორი პირი აღნიშნული "drug-shop"-ების ე.წ. "დამდებია". გამოძიებამ დაადგინა, რომ მათ სხვა ბრალდებულების მიერ გადაცემული ნარკოტიკების დაფასოება და სხვადასხვა ადგილზე სარეალიზაციოდ განთავსება ევალებოდათ, რაშიც შესაბამის ფულად ანაზღაურებას იღებდნენ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში, სხვადასხვა ადგილზე არსებული სამალავებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

ამ დროისთვის, პოლიცია კვლავ განაგრძობს ნარკოტიკების ამოღების პროცესს.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ბ" პუნქტით და მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალის დასახლებაში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 3 ნარკორეალიზატორი დააკავა. პოლიციამ დაკავებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერა განახორციელა.

სამივე ნარკორეალიზატორს 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კიდევ ერთი პირია დაკავებული ნარკოდანაშაულისთვის თბილისში. პოლიციამ, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 500 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ და 4 შეკვრა „მდმა“ ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

გამოქვეყნებულია სამართალი
გამოქვეყნებულია განათლება

SputnikPro — ეს არის რუსეთის საუკეთესო მენეჯერებისა და სპეციალისტების უნიკალური პრეზენტაციებისა და მასტერ-კლასების სერია

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-მა საქართველოში საგანმანათლებლო პროექტ SputnikPro-ის მესამე მოდული ჩაუშვა. ის გათვლილია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მაღალი კურსების სტუდენტებისთვის. პროგრამაშია  მასტერ-კლასები საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს  მიმომხილველ ვერა კოსტამოს „უნივერსალური ჟურნალისტი  - სამი ერთში“ და „Sputnik საქართველოს“  ხელმძღვანელის აქსანა ვოინცევას „რთული თემები და გასაგები ტექსტები - როგორ მოვყვეთ მთავარზე“.

ოქსანა ვოინცევა: „Sputnik საქართველოს“ სავიზიტო ბარათი მულტიმედიურ ფორმატში აქტიური მუშაობაა. პრაქტიკულად ყველა ტექსტური მასალა მაქსიმალურად ვიზუალიზებულია ფოტოს, ვიდეოს, ინფოგრაფიკის, ლონგრიდისა და კარიკატურების დახმარებით. ტრადიციული ქართული მედიის ფონზე მასალების მიწოდების ასეთი ფორმა, რა თქმა უნდა, Sputnik-ს გამოარჩევს. ჩვენ დამწყებ ჟურნალისტებს მოვუყვებით  რთულ მოვლენებსა და პროცესებზე ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოყენებით  თუ როგორ მივაწოდოთ ინფორმაცია  მარტივად და გასაგებად,  და რაც მთავარია მკითხველისთვის გასაგებ ენაზე“.

Оксана Воинцева

ვერა კოსტამო: „კარგია, როდესაც გაქვს შესაძლებლობა დამწყებ ჟურნალისტებს გაუზიარო  მუშაობის დროს  პატარა  ეშმაკობების შესახებ. მჯერა, რომ ეს მცირე, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი რჩევები გამოადგება მათ, ვინც საკუთარი ცხოვრების ჟურნალისტიკისთვის მიძღვნა გადაწყვიტა.

Вера Костамо

SputnikPro —  ეს  არის  რუსულ მედია-საშუალებებში მუშაობის კოლოსალური გამოცდილების მქონე საუკეთესო მენეჯერებისა და სპეციალისტების  უნიკალური პრეზენტაციებისა და  მასტერ-კლასების სერია, რომლებიც მზად არიან საკუთარი ცოდნა გაუზიარონ ჟურნალისტებს, პრეს-სპიკერებსა და უმაღლესი სასწავლებლების მაღალი კურსების სტუდენტებს. პროექტმა სტარტი 2018 წლის გაზაფხულზე აიღო და ბელარუსის, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა ქვეყნების მედია-საზოგადოებისგან მაღალი შეფასება მიიღო.

საქართველოში პროექტი გასულ წელს წარმატებით ჩატარდა: პირველი მოდული ითვალისწინებდა ქართული მედიის ხელმძღვანელებსა და მთავარ რედაქტორებთან  შეხვედრა,  მეორე მოდული კი საქართველოს ონლაინ-გამოცემებისა და ბეჭდური მედიის ჟურნალისტებთან შეხვედრას. პროექტში სულ მედიის 35 წარმომადგენელი  მონაწილეობდა.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო  Sputnik-ი – ერთ–ერთი მსხვილი მსოფლიო მედია–საშუალებაა: სააგენტო 32 ენაზე მაუწყებლობს, პრეს–ცენტრები და რედაქციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით  – ტოკიოდან მონტევიდეომდე  24–საათიან რეჟიმში გადასცემენ ახალ ამბებს.

პოსტსაბჭოთა სივრცეში მუშაობის სამი წლის განმავლობაში Sputnik–ის ვებ–გვერდებმა კონტენტის მიწოდების ტექნოლოგიური ფორმატებისა და ახალი ტექნოლოგიების წყალობით, ადგილობრივ მედია–საშუალებებს შორის ლიდერი პოზიციები დაიკავეს.

SputnikPro запустил третий модуль мастер-классов в Грузии

ახლო აღმოსავლეთის თითოეულ ქვეყანაში  Sputnik–ის ვებ–გვერდები  ეროვნულ და რუსულ ენაზეა წარმოდგენილი, ისინი მკითხველს ასევე წარმოუდგენენ მრავალფეროვან მულტიმედიურ კონტენტს: ინფოგრაფიკას, ვიდეოს, ფოტორეპორტაჟებს, ონლაინ–ეთერებს და ა.შ. ოპერატიულ ახალ ამბებთან ერთად, Sputnik–ი აქვეყნებს ანალიტიკურ მასალებსა და ექსკლუზიურ ინტერვიუებს. რადიო Sputnik–ი ინტერნეტსა და FM/AM დიაპაზონებზე 18 ენაზე მაუწყებლობს.

 

წყარო : https://sputnik-georgia.com/press_release/20190125/244052752/SputnikPro-saqartveloshi-master-klasebis-mesame-moduli-chaushva.html?fbclid=IwAR3nLdcjpCmwKDIYS5mr2RDhb64jCgw_yqK2xJywq2x2KfwAzqJ_KFcrMxs

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« იანვარი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური