Items filtered by date: ორშაბათი, 21 იანვარი 2019 - NEWSDAY GEORGIA

დავით ზალკალიანი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ძი იანჩის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველო-ჩინეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ. ძი იანჩიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს გასული წლების განმავლობაში, საერთაშორისო ორგანიზაციების არჩევით თანამდებობებზე ჩინეთის კანდიდატურების მხარდაჭერისათვის.
შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (FTA) დადებით შედეგებზე და სარტყელისა და გზის ინიციატივის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს 2019 წელს მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მიზანშეწონილობაზე. ამავე კონტექსტში განიხილეს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესაძლებლობა და გამოხატეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ მომავალში.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

„TV პირველის" დღის ამბების ცნობილი წამყვანი ლევან ჩხაიძე 34 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, "თრომბი" გახდა. ლევან ჩხაიძე ბუდაპეშტში იმყოფებოდა მეგობრებთან ერთად.

ამ დროისთვის ლევან ჩხაიძე ტელეკომპანია  „TV პირველზე" მუშაობდა ტელეწამყვანად.

„ნიუსდეი საქართველო“ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი ჟურნალისტის ოჯახის წევრებს და ახლობლებს.




გამოქვეყნებულია საზოგადოება

დღეს საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც სალომე ზურაბიშვილი, პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ნატალი საბანაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტის დაწყება ბრიუსელიდან პოლიტიკური განაცხადია და მასთან შეხვედრის დიდი მოლოდინია.
"საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება ჩვენს პარტნიორებს ნატოში და ევროკავშირში. შეხვედრები დაგეგმილია ევროკავშირის სამივე პრეზიდენტთან. ეს არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი ანტონიო ტაიანი. საგარეო საკითხებთან დაკავშირებით შეხვდება ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის და შეხვდება ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსს. მოლოდინია და დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გააკეთებს იმ განაცხადს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროკავშირში ინტეგრაცია", - განაცხადა ნატალია საბანაძემ. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში 23 იანვრამდე გასტანს.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ რეგიონული მასშტაბის კურსი - „თავდაცვის მართვა ფართო უსაფრთხოების კონტექსტში“ გაიხსნა. ტრენინგის მიზანს უსაფრთხოების სისტემაში მმართველობის პროცესთან და აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება, საჭირო მეთოდების გაცნობა და უნარების განვითარება წარმოადგენს.
 
კურსი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ჯასტინ მაკენზი სმიტმა და თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა, დავით გუნაშვილმა გახსნეს, მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.
 
 ორკვირიანი ტრენინგის განმავლობაში რეგიონში თავდაცვისა და უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ. კურსს ბრიტანელი ინსტრუქტორები გაუძღვებიან და მსმენელებს გამოცდილებას გაუზიარებენ. საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის, სტრატეგიული დაგეგმვის, თავდაცვის სისტემაში მართვის სპეციფიკის, ადამიანური რესურსების, ასევე, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებენ.
 
კურსი გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიის, კრენფილდის უნივერსიტეტის, დიდი ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზებითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მეათედ ხორციელდება.
გამოქვეყნებულია სამხედრო თემა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური