Items filtered by date: პარასკევი, 18 იანვარი 2019 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს. 

საქართველოს პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმოიხილეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის  აქტუალური საკითხები.   ხაზი გაუსვეს საგარეო პოლიტიკის მიზნების განხორციელებაში პრეზიდენტის ინსტიტუტის მნიშვნელოვან როლს და გამოთქვეს ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პრეზიდენტის  საერთაშორისო ვიზიტებს. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე  წლის 21-23 იანვარს ბრიუსელში დაგეგმილ  ვიზიტზე. ხაზი გაესვა მის განსაკუთრებულ მნიშვნელობას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიზნების გათვალისწინებით. 

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დაკავებულია ორი პირი.

ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ორი დღის უკან დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს. გაზის გაჟონვას მოჰყვა ნგრევა, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ჩვენს საზოგადოებას. მე მაშინვე დავავალე სამართალდამცველებს, რომ უმოკლეს ვადებში ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები და გამოევლინათ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი. რამდენიმე წუთის წინ მაცნობეს, რომ დაკავებულია ორი პირი. გამოძიება გრძელდება. გარწმუნებთ, რომ ყველა პირი, რომელსაც ამ ტრაგედიასთან მიმართებაში ჰქონდათ პროფესიული ქმედებიდან გამომდინარე შეცდომა, ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში 17 იანვარს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა რვა ადამიანი. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება.  კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმა პირმაც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაშავდნენ.  აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

გამოქვეყნებულია სამართალი

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« იანვარი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური