Items filtered by date: ხუთშაბათი, 17 იანვარი 2019 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ნოდარ თათვიძე მწუხარებას გამოთქვამს გუშინ თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო. "სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს! საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ ახალგაზრდები გვერდით დგომისთვის!'' - აცხადებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ნოდარ თათვიძე.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის სარემონტო სამუშაოების გამო, 17 იანვრიდან თებერვლის ბოლომდე, აღნიშნულ ქუჩასა და მის მკვეთ ყველა ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. ავტომანქანებს გადაადგილება შეეძლებათ შემდეგი მიმართულებით:

• მთაწმინდის ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩაზე გამომავალი ნაკადი იმოძრავებს ჩიტაძის ქუჩაზე;

• ამაღლების ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩაზე შესვლა სრულად აიკრძალება - ავტომანქანები იმოძრავებენ გერგეტის ქუჩის გავლით, სასურველი მიმართულებით. გერგეტის ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩაზე ჩამომსვლელი ავტომანქანები კი ამაღლების ქუჩით ისარგებლებენ;
• გ.ლორთქიფანიძის ქუჩიდან ამომსვლელი ავტომანქანები იმოძრავებენ მხოლოდ ამაღლების ქუჩის მიმართულებით;
• ასევე, დროებით აიკრძალება ჭონქაძის ქუჩაზე შესვლა ჩაიკოვსკის ქუჩის გავლით;
• გერგეტის ქუჩიდან ჩამომსვლელი ნაკადი კი იმოძრავებს მხოლოდ ამაღლების ქუჩით, სასურველი მიმართულებით.
აღნიშნულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.
გამოქვეყნებულია საზოგადოება

სტამბულის მთავარმა პროკურატურამ, გიულენის მოძრაობის მხარდაჭერაში ბრალდებული ″ნიუ იორკ ნიქსის″ ცენტრის ენეს კანტერის დასაკავებლად ინტერპოლს მიმართა.

კანტერი, უკვე დიდი ხანია გიულენის მოძრაობას მხარდაჭერას ღიად უცხადებს და სოციალური მედიის საშუალებით თურქეთის მთავრობის კრიტიკით დღის წესრიგშია. ბოლო დროს, თურქმა კალათბურთელმა ლონდონში გამგზავრებაზე, სადაც NBA-ის თამაში იყო დაგეგმილი, უარი განაცხადა, რადგან თურქეთის ჯაშუშებისგან მის სიცოცხლეს საფრთე დაემუქრებოდა.

თურქეთის პროკურატურას მიაჩნია, რომ კანტერმა დახმარება აღმოუჩინა ტერორისტულ დაჯგუფებას. კალათბურთელმა სოლიდური თანხა გადასცა ტერორისტებს, აგრეთვე, სოციალურ ქსელებში მხარი დაუჭირა თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. ასევე არსებობს ინფორმაცია, თითქოს, კალათბურთელი სტუმრობდა ამ ჯგუფთან დაკავშირებულ რამდენიმე სკოლას და ესწრებოდა ორგანიზაციის შეკრებებს.

კანტერი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2009 წელს გადავიდა, სადაც საუნივერსიტეტო გუნდებში თამაშობდა, 2011 წელს კი „იუტას“ კალათბურთელი გახდა. ის ასევე თამაშობდა „ოკლაჰომაში“, 2017 წლიდან კი „ნიუ იორკშია“.

წყარო: https://ahvalnews.com/tr/enes-kanter/enes-kanter-icin-kirmizi-bulten-talebi-sosyal-medya-paylasimlari-delil-sayildi

გამოქვეყნებულია მსოფლიო

თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
 
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე დაეშვება.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იაშვილის კლინიკაში, დიღომში კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა.

მთავრობის მეთაურმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ იაშვილის კლინიკაში ამ დროისთვის ექვსი ბავშვი გადის მკურნალობას და მათი ჯანმთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა დღეს თავს, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. მინდა მივუსამძიმრო ეს ტრაგედია ყველას. იაშვილის კლინიკაში ექვს პატარა პაციენტს ვმკირნალობთ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვები ღამის განმავლობაში ექიმების დაკვირვების ქვეშ იქნებიან და დილით იქნება მიღებული გადაწყვეტილება მათი ოჯახში დაბრუნების შესახებ”, – განაცხადა მამუკა ბახტძაემ.

კლინიკაში მისვლამდე პრემიერ-მინისტრი ავთანდილის ქუჩაზე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, დიდ დიღომში გუშინ, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ოთხი და დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი.

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« იანვარი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური