Items filtered by date: ხუთშაბათი, 10 იანვარი 2019 - NEWSDAY GEORGIA

2019 წლის 10 იანვარს GIPA-ს ინიციატივით გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი,  ააიპ „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA)“, შპს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს”, შპს „კავკასიის უნივერსიტეტსა“ და შპს „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს“ შორის.

უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცისა და დამსაქმებელთა მოთხოვნების თანხვედრის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მემორანდუმის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ ითანამშრომლონ და „GICE Partnership“ პროექტის (პროექტის დასახელება გამომდინარეობს მემორანდუმის ხელმომწერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელწოდებებიდან) ფარგლებში განახორციელონ საქართველოს შრომის ბაზრის ერთობლივი კვლევა. ეს საქართველოს უნივერსიტეტებს შორის ამ მიზნით წარმოებული თანამშრომლობის პირველი პრეცედენტია.

„GICE Partnership“ პროექტის ფარგლებში ჩატარდება საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების რაოდენობრივი კვლევა, რომლის მიზანია დადგინდეს, საქართველოში დამსაქმებლების მხრიდან თუ რა ტიპის ცოდნასა და უნარებზე/კომპეტენციებზეა მოთხოვნა ზემოთ ხსენებული უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების მიხედვით. კვლევას განახორციელებს ა(ა)იპ საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.

ამასთან, მხარეები შეთანმხდნენ ითანამშრომლონ საერთო ინტერესის სფეროში შემავალი სხვა მიმართულებებით, როგორიცაა აქტუალური საკითხების ირგვლივ ერთობლივი პროექტების განხორციელება, სასწავლო სახელმძღვანელოებისა და სხვა სახის პუბლიკაციების მომზადება და გამოქვეყნება.

გამოქვეყნებულია განათლება

მუხროვანის სამხედრო ბაზიდან სამხედროების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროში არ ადასტურებენ. როგორც უწყებაში განაცხადეს, საქმე ეხება აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთის მიმართულებით სამხედროების როტაციას.

კერძოდ, თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ თუ აქამდე აღმოსავლეთ საქართველოში იყო სპეცდანიშნულების ძალების ცენტრი, ახლა ასეთი ცენტრი დასავლეთის მიმართულებითაც შეიქმნა და ამის ფარგლებში ხდება როტაცია. 

ამის შესახებ თავდაცვის უწყება 8 იანვარს გავრცელებულ განცხადებაშიც წერდა. 8 იანვარს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავდაცვის ძალების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო, რომელიც თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება.

"აღსანიშნავია, რომ ტრანსფორმაციის პროცესი სპეციალური ოპერაციების ძალებსაც შეეხება, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს მათი გამოყენების ეფექტიანობა. რეორგანიზაციის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებზე ორი ერთნაირი სტანდარტისა და შესაძლებლობის მქონე სპეციალური ოპერაციების ბატალიონი ჩამოყალიბდეს. ეს უპრეცნდენტო მოვლენაა, რადგან ამ დრომდე, სპეციალური ოპერაციების ელემენტები ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში იყო თავმოყრილი. აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მართვისა და კონტროლის შესაძლებლობებს საბრძოლო ამოცანების დეცენტრალიზებული აღსრულების პირობებში. სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარების სტრატეგიის შესაბამისად, განხორციელდება მათი აღჭურვა და მომზდება, რათა დაკმაყოფილდეს თავდაცვის ძალების ოპერატიული მოთხოვნები და გაიზარდოს ნატოსთან თავსებადობა.

ტრანსფორმაციის პროცესი არ ითვალისწინებს სამოქალაქო და სამხედრო პერსონალის შემცირებას. ტრანსფორმაციის პროცესში გათვალისწინებული იქნა პარტნიორი ქვეყნებისა და სამხედრო მრჩევლების რეკომენდაციები", - წერია 8 იანვარს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 10 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების I, II და III მიკრორაიონების, ჯავახეთის, კუპრაძის, ლადო კოტეტიშვილის და ილია სუხიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ხუდადოვის, სელიმ ხიმშიაშვილის, ვახტანგ მახალდიანის, თოფურიძის, ალილუევის, ეროსი მანჯგალაძის და ჩოხატაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების და გუდამაყრის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, მეფე მირიანის, პეტრე იბერის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯიქიას და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, უნივერსიტეტის, ფხაკაძის, ნაფეტვრების და იოსელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება:

ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ძოწენიძის და რამაზ ჩხიკვაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტროსადგურ "სამგორი"-ს მიმდებარე ტერიტორიის, მერვე ლეგიონის დასახლების, მეტრომშენის დასახლების, სამგორის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ანთიმოზ ივერიელის, ოსიპ მანდელშტამის, გოჩა ონაშვილის, ალექსანდრე წულუკიძის, ლაღიძის და ხარაბაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის და მოსაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება:

ჭავჭავაძის, კეკელიძის, თაყაიშვილის და მელიქიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III და III-ა მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გრიპის ვირუსის 230 შემთხვევიდან 98 პროცენტი H1N1-ია.

"საქართველოში ძირითადად H1N1 ვირუსი ცირკულირებს, H3N2-ის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა"- ამბობს ის.

„ლაბორატორიული კვლევა ინდივიდუალურად ადამიანში გრიპის დიაგნოსტიკისთვის არ არის. კვლევის მიზანია, მხოლოდ მონიტორინგი, თუ რა ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით, გუშინდელი მონაცემებით, წელს გაკეთებულია დაახლოებით 450 კვლევა, აქედან 55 პროცენტში, დაახლოებით 230-ში დადგენილია გრიპის ვირუსი. 230-დან 98 პროცენტი არის H1N1. შესაბამისად, ჯერჯერობით, წელს ქვეყანაში ცირკულირებს H1N1. ოთხი-ხუთი შემთხვევაა H3N2-ის და ერთი შემთხვევა B ვირუსის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

პოპულარული

« იანვარი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური