Items filtered by date: სამშაბათი, 06 ნოემბერი 2018 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მიერ სექტემბრის დასაწყისში წარმოდგენილი განათლების სისტემის ტრანსფორმაციის გეგმა აქტიურ ფაზაში შედის. წინასწარი სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და მიმდინარეობს შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან. როგორც ცნობილია, განათლების რეფორმა განათლების სისტემის ყველა მიმართულებას მოიცავს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ თბილისის საჯარო სკოლების მასწავლებლებთან სამუშაო შეხვდა გამართა და რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებული ზოგადი განათლების განვითარების ხედვა, სამომავლო გეგმები და ის ახალი ინიციატივები გააცნო, რაც სკოლებს კიდევ უფრო განავითარებს და მოსწავლეთა და პედაგოგთა მოტივაციას გაზრდის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესულ ცვლილებებს, სკოლის ახალი მოდელის კონცეფციას, სახელფასო ზრდის პოლიტიკას და სხვ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბევრი სიახლე ინერგება იმისათვის, რომ ამაღლდეს განათლების ხარისხი, სკოლა გახდეს უფრო საინტერესო და თანამედროვე, მოზარდებს განუვითარდეთ კრიტიკული და თავისუფალი აზროვნება.

პირველ რიგში ეს არის ახალი სასწავლო გეგმა, განახლებული სასკოლო წიგნები და სხვა სასწავლო რესურსი, პილოტის რეჟიმში მიმდინარეობს სწავლების ახალი მოდელის დანერგვა, რომელიც კომპლექსურია და ბევრ მიმართულებას მოიცავს - ახლებურ მიდგომებს საგაკვეთილო პროცესში, მეტი ანალიზის შემოტანას, რაც შეიძლება მეტი ტექნოლოგიების, ინოვაციების დანერგვას სკოლებში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ირინა აბულაძემ ისაუბრა არის მასწავლებლების, სკოლის დირექტორების და ადმინისტრაციის ხელფასების ზრდა.

2019-2021 წლებში, ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის. 2022 წლისთვის კი მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1800 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი - 2000 ლარს და მეტს. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში თანხები უკვე გათვალისწინებულია.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

2018 წლის 9 ნოემბერს ახლად არჩეული „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს შეხვდებიან. შეხვედრა თბილისში გაიმართება.

2018 წლის სექტემბერში „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების (YEA)“ ინიციატივის მესამე ნაკადის მონაწილეებად 68 ქართველი ახალგაზრდა შეირჩა. ევროკავშირის დელეგაციასთან შეხვედრისას ისინი ისაუბრებენ ჩატარებულ აქტივობებზე, ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან ერთად განიხილავენ ახალგაზრდების წახალისების გზებს და წარადგენენ სამომავლო აქტივობების გეგმებს. „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“, რომელთაც საქართველოსა თუ საზღვარგარეთ უკვე მრავალ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ მოხალისეობრივ გამოცდილებას და სეტიფიკატებით დაჯილდოვდებიან მათი აქტიური როლის აღსანიშნავად.

12-16 ნოემბრის კვირაში “ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ საქართველოდან ესტუმრებიან „ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრებს“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. ისინი პრეზენტაციებს ჩაატარებებენ ევროკავშირისა და საერთო ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით და თავიანთ თანატოლებს გააცნობენ ინფორმაციას ევროკავშირის შესაძლებლობებზე ქართველი ახალგაზრდებისთვის განათლებისა და მობილობის სფეროებში. ისინი ასევე დაგეგმავენ საერთო აქტივობებს მომავლისთვის.

 „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივა მიზნად ისახავს თანამშომლობისა და მდგრადი კავშირების გაღრმავებას ახალგაზრდებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ევროკავშირის წვერ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა). ინიციატივა ევროკავშირის შესახებ საერთო იდეებისა და ინფორმაციის გაცვლის გაადვილებას ისახავს მიზნად. იგი უმნიშვნელოვანეს როლს ანიჭებს ხალხთაშორის კონტაქტებსა და დიალოგს, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირის სრულყოფილად აღქმასა და აღმოსავლეთ სამეზობლოსთან მისი ურთიერთობის მნიშვნელობის აღიარებას.

დამატებითიინფორმაციისთვისიხილეთ:

Young European Ambassadors Initiative

‘Young European Neighbours’ Network group on Facebook

Young European Ambassadors in photos and videos

Official Facebook Page of the European Union Delegation to Georgia

გამოქვეყნებულია განათლება

ჩვენი ეკონომიკის ყველაზე სუსტი მხარეა მიმდინარე ანგარიშის  დეფიციტი, რაც გამოწვეულია იმით, რომ გაცილებით მეტი პროდუქციის იმპორტი გვიწევს, ვიდრე ექსპორტი გვაქვს, შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გავზარდოთ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქართველ ჟურნალისტებს შანხაიში ვიზიტის შეჯამებისას განუცხადა. 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო პირადად პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით მონაწილეობდა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ძალიან მნიშვნელოვან ფორუმში, რაც ჩინეთში ექსპორტის კიდევ უფრო გაზრდის კარგი საშუალებაა. 

"ოფიციალურად გაცხადდა, რომ ჩინეთი აპირებს, მნიშვნელოვანწილად გაზარდოს  იმპორტი იმ ქვეყნებიდან, რომლებიც მოწვეული იყვნენ სპეციალურად ამ ფორუმისთვის და საქართველო მათ რიგშია, რისთვისაც მინდა, პირადად პრეზიდენტ სი ძინპინს და ჩინეთის მთავრობას მადლობა გადავუხადო. ჩვენ გვაქვს უნიკალური უპირატესობა - საქართველო  ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჩინეთთან. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა და ისტორიული შანსი ჩვენთვის, რომ გავზარდოთ ექსპორტი  ჩინეთში. ჩვენი ეკონომიკის ყველაზე სუსტი მხარეა მიმდინარე ანგარიშის  დეფიციტი, რაც გამოწვეულია იმით, რომ გაცილებით მეტი პროდუქციის იმპორტი გვიწევს, ვიდრე ექსპორტი გვაქვს, შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გავზარდოთ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი. ეს პირდაპირ კავშირშია საქართველოში მთავარი ეკონომიკური სიძნელის - სიღარიბის დამარცხებასთან. აქედან გამომდინარე, მივდივართ ძალიან კონკრეტული გეგმით და ვფიქრობთ, შემდეგი 2 წლის განმავლობაში შევძლებთ, მნიშველოვნად გავზარდოთ საექსპორტო პოტენციალი. გვექნება ამოცანა, მინიმუმ ორჯერ გაიზარდოს ექსპორტი საქართველოდან ჩინეთში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 


პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური

გამოქვეყნებულია მსოფლიო

შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა გაიხსნა, რომელშიც 50-ზე მეტი ქართული კომპანია მონაწილეობს. 
გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო, რომელსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა უმასპინძლა. პრემიერმა, ჩინეთის პრეზიდენტსა და გამოფენაში მონაწილე ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებთან ერთად საგამოფენო სივრცე დაათვალიერა.

მთავრობის მეთაური ასევე იმყოფებოდა საერთაშორისო გამოფენის ქართულ პავილიონში, სადაც ქართულ კომპანიებთან ერთად წარმოდგენილია სააგენტოს "აწარმოე საქართველოში", ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს რკინიგზის სტენდები. ისინი დამთვალიერებელს საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და ბიზნესის ხელშემწყობ პროგრამებთან ერთად, ქვეყანაში განხორციელებულ და დაგეგმილ ინოვაციურ რეფორმებს აცნობს. ქართულ პავილიონში თავიანთი პროდუქცია ასევე წარმოდგენილი აქვთ დამწყები ბიზნესის წარმომადგენლებს, ე.წ სტარტაპერებს.

პრემიერ-მინისტრთან ერთად შანხაიში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იმყოფებიან.

პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური