Items filtered by date: ორშაბათი, 05 ნოემბერი 2018 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს გათამაშებების ისტორიაში უპრეცედენტო პრიზი - 10 წელი 1000ლარიანი ხელფასი PSP-ს გათამაშებაში ბათუმელმა დავით დუმბაძემ მოიგო.

4 ნოემბერს რუსთვი2-ს პირდაპირ ეთერში PSP -ს საიუბილეო რიგით მე-22 გრანდიოზულ გათამაშებაში გარემონტებიული ბინა საბურთალოზე „დონა პალასში“, 25000 ლარი და 10 წლის მანძილზე PSP -სგან ყოველთვიურად 1000 ლარიან ხელფასი გათამაშდა. PSP-ს გათამაშება უკვე 10 წლისაა. PSP ლიდერი კომპანია, მომხმარებელს მხოლოდ გარანტირებული ხარისხის პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს, კომფორტული მომსახურებასა და მუდმივად საინტერესო აქციებს სთავაზობს; ამასთან ყოველ 10 ლარიან შენაძენზე მომხმარებელი გათამაშების 1 ბილეთს იღებს და მარტივად ერთვება გათამაშებაში.

„10 წლის მანძილზე ყოველ თვე 1000 ლარი PSP -სგან ბათუმელ დავით დუმბაძეს ჩაერიცხება. გარანტირებული სტაბილური შემოსავალი გამარჯვებულს უამრავ შესაძლებლობას უხსნის აიხდინოს ოცნებები, წამოიწყოს საკუთრი საქმე, განკარგოს თანხა 10 წლიანი პერსპექტივით, მთ უმეტეს, რომ ეს პირველი ხელფასია დავითის ცხოვრებაში. ამასთან აქტუალობას არ კარგავს პრიზი -25000 ლარი, რომელიც ბორჯომელმა ქეთევან სირაძემ მოიგო და გარემონტებული ბინა თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, საბურთალოზე „დონა პალასში, ჩაშენებული სამზარეულოთი, მოწყობილი აბაზანით; ბინის იღბლიანი მფლობელი ქუთაისელი პედაგოგი ციალა ბრეგვაძეა, რომელსაც შეუძლია მხოლოდ პირადი ნივთების გადმოიტანოს და ხვალიდან თბილისში, საბურთალოზე ახალ ბინაში დამკვიდრდეს.

PSP მუდმივად იკვლევს მომხმარებლის ინტერესს, როგორც სააფთიაქო პროდუქციასთან, ასევე პრიზებთან დაკავშირებით, რისი დასტურიც საქართველოს გათამაშების ისტორიაში უპრეცედენტი პრიზი - 10 წელი 1000 ლარიანი ხელფასია. ჩვენ კვლავაც ვაგრძლებთ მომხმარებლის ინტერესების შესწავლას და კიდევ ბევრ სასიამოვნო სიახლეს შევთავაზებთ მოამავალში“- აცხადებენ PSP -ში.

PSP -ს გათამაშება უკვე 10 წელია გამარჯვების და სიხარულის ისტორიებს ქმნის: გამოვლინდა 48 ახალთ-ახალი ავტომობილის, მთელი წელი 2000 ლარიანი ხელფასის - 10 და ბინის - 10 იღბლიანი მფლობელი, 146 ოჯახს კი PSP -სგან ძვირადღირებული საჩუქრები გადაეცა.

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ  წარმოებული საინფორმაციო კამპანიის  შედეგად (რა დროსაც მოქალაქეებს განემარტათ საარჩევნო მიზნებისათვის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის აუცილებლობა) საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მსურველთა რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა და  ბოლო მონაცემებით ოქტომბრისთვის მეორე ნახევარში 1400-მდე მოქალაქე დადგა  აღრიცხვაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიზნით საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა გააქტიურებას  და უცხოეთში მცხოვრებ თანამოქალაქეებს, რომლებსაც ამ დროისათვის არ მოუმართავთ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის თხოვნით,  კიდევ ერთხელ მოუწოდებს: დროულად გააკეთონ შესაბამისი განაცხადი, რომლის საფუძველზეც მოხდება მათი რეგისტრაცია საარჩევნო სიებში.

მზარდი მომართვიანობის გათვალისწინებითა და კონსტიტუციით განსაზღვრული, მოქალაქეთა საარჩევნო უფლების ეფექტურად გამოყენების  მიზნით, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვთხოვთ:

  • ყურადღებით გაეცნონ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის წინაპირობებსა და წესებს, რომლებიც განთავსებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე

  • განმარტებებისათვის დარეკონ საზღვარგარეთ შესაბამის საკონსულო დაწესებულების ან საკონსულო დეპარტამენტის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე

  • აღრიცხვაზე დადგომის თხოვნით მიმართონ საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის საკონსულო დაწესებულებას/დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან ონ-ლაინ რეჟიმში შეავსონ განაცხადი/ანკეტა 

  • გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები შესაბამის საკონსულო დაწესებულებაში/დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან განაცხადების ელექტრონულ რეესტრში

ტექნიკური თუ შინაარსობრივი ხასიათის გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად მოქალაქეებს ვთხოვთ გაითვალისწინონ რიგი გარემოებებისა, რომლებიც დაკავშირებულია საკონსულო აღრიცხვასთან და არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცედურასთან, კერძოდ:

  • საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო სიაში მოხვედრის  კანონიერ საფუძველს წარმოადგენს საკონსულო აღრიცხვა.

  • საზღვარგარეთ საცხოვრებელი ქვეყნის/ქალაქის ან საკონსულო ოლქის ცვლილებისას მოქალაქე აღრიცხვაზე უნდა დადგეს ახალ მისამართზე - შესაბამის საკონსულო დაწესებულებაში/დიპლომატიურ წარმომადგენლობაში.

  • აქვე დავაზუსტებთ, რომ მოქალაქეს ხმის მიცემა შეუძლია მხოლოდ იმ საარჩევნო უბანზე, სადაც საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება.

  • საკონსულო აღრიცხვაზე მოქალაქე დგება საკუთარი სურვილით და მისი აღრიცხვა საკონსულო დაწესებულებაში ვიზიტის ან სხვა მომსახურების მიღებისას ავტომატურად არ ხორციელდება.

  • ხმის მიცემა ვერ განხორციელდება საქართველოს მოქალაქის პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე

  • აუცილებელია ხმის მიცემის დროს წარმოდგენილი იყოს საქართველოს მოქალაქის ვადიანი პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

  • დაუშვებელია არჩევნებში მონაწილეობის დელეგირება, ანუ სხვა პირის ნაცვლად ხმის მიცემა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება საზღვარგარეთ 39 ქვეყანაში გახსნილ 55 საარჩევნო უბანში. მოქალაქეთა საარჩევნო უფლების ეფექტურად განხორციელების და მოქალაქეთა მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით, საზღვარგარეთ საკონსულო დაწესებულებები გადასული არიან მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც გულისხმობს მოქალაქეებისათვის არასამუშაო დღეებში საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის შესაძლებლობას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტი ჩინეთის სახალხო  რესპუბლიკაში დაიწყო. 

ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა მთავრობის მეთაურმა შანხაიში Bank of China Group-ის თავმჯდომარე ჩენ სიქინგთან გამართა. 

საუბრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რომლის კიდევ უფრო განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ. 

აღინიშნა, რომ საქართველო არის რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები ერთდროულად გაფორმებული აქვს ჩინეთსა და ევროკავშირთან, რაც ქართულ კომპანიებს, ისევე, როგორც საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებულ ბიზნესმენებს, მრავალრიცხოვან ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს. 

მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ მისასალმებელია ჩინური კომპანიების მზარდი ინტერესი საქართველოში ინვესტირების კუთხით. 

საუბარი ასევე შეეხო ფინანსურ სექტორში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ პოტენციალს და მისი ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობას. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და Bank of China Group-ის თავმჯდომარის შეხვედრის შემდეგ, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" და Bank of China-ს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი, რომელსაც ხელი სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა და ბანკის წარმომადგენელმა ლინ შენგიანგმა მოაწერეს, საქართველოსა და ჩინეთის მცირე და საშუალო ბიზნესებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების ხელშეწყობას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას ისახავს მიზნად. 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი  მონაწილეობას მიიღებს შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის პირველი გამოფენისა და ჰონგციაოს საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის გახსნის ცერემონიაში. დაგეგმილია მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლა საერთაშორისო ფორუმის დისკუსიაზე, რომლის სახელწოდებაა "ვაჭრობა და ინვესტიციები". მთავრობის მეთაური ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ასევე დაათვალიერებს ქართულ პავილიონს, რომელშიც 53 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური