Items filtered by date: პარასკევი, 07 აპრილი 2017 - NEWSDAY GEORGIA

შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროექტის - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ - ფარგლებში, ლიტვის რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის გენერალური კომისრის მოადგილე რიმანტას ბობინასი და კრიმინალური პოლიციის ბიუროს დელეგაცია ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ბესიკ ამირანაშვილს და შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვენების პოლიციის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ასევე, საქართველოსა და ლიტვის საპოლიციო უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.

ლიტველმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შესაძლებლობები განიხილეს და მძიმე და ორგანიზებული დანაშაულის შესახებ ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

ვიზიტის ფარგლებში, ლიტვის დელეგაციის წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს და ერთობლივი ოპერაციების ცენტრს ეწვივნენ და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ მიზანია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობის და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, პოლიციის საკითხებში სტანდარტიზაცია და ჰარმონიზაცია.

გამოქვეყნებულია სამართალი

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე ტურში საქართველოს ყველა რეგიონიდან სულ 202 მოსწავლე მონაწილეობს.  ტური ორ ნაწილს ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა უნდა დაწერონ ესსე, რომელიც რამდენიმე დილემური სიტუაციის ზნეობრივი პოზიციებიდან განსჯასა და პრობლემის გადაწყვეტის უნარის დემონსტრირებას მოითხოვს. მათგან საუკეთესო 40 მონაწილე სპეციალური კომისიის წინაშე წარადგენს ესსეს. ტურის მეორე ეტაპზე ესსეს პრეზენტაციისას შეფასდება მოსწავლეთა ზეპირი მეტყველება, პრეზენტირების უნარი და არგუმენტირებული მსჯელობა. 

ორგანიზაცია „მოქალაქე“ მესამე ტურის ყველა მონაწილისთვის ზაფხულში ეკობანაკების ორგანიზებას გეგმავს. ოლიმპიადის შედეგად გამოვლენილი 20 გამარჯვებული მოსწავლე კი დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში ენის კურსებზე გაემგზავრება.

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა ორგანიზაცია „მოქალაქის“ პროექტია. ოლიმპიადა წელს მესამედ ქართულ, რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ ენებზე იმართება. პროექტს ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. ოლიმპიადის მიზანი მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობაა. 

წელს ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი 28 000-მდე მოსწავლემ გამოთქვა, მეორე ტურში კი 2 100-ზე მეტი მონაწილე გადავიდა. ყოველი ტურის გამარჯვებულებს ორგანიზაცია „მოქალაქე“ სპეციალურ პრიზებს გადასცემს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

სტოკჰოლმის ცენტრში ხალხმრავალ ადგილას ავტომობილი შეიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ სტოკჰოლმის პოლიცია ადასტურებს. როგორც BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, არიან დაშავებულები.შემთხვევა ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, ადგილობრივი დროით 15:00 საათისთვის მოხდა.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილ ძალადობაში  ბრალდებული ვ.ლ. დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. 
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა,  რომ  2017 წლის 24 იანვარს, ქ.თბილისში გლდანის  რაიონში დაახლოებით 12:00 საათზე, ვ.ლ.- მ 8 წლის შვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც  ურტყამდა  სახის და ზურგის არეში. ვ.ლ.-ს  ქმედებით მცირეწლოვანმა გოგონამ  ფიზიკური  ტკივილი  განიცადა.
სამართალდამცველებმა ვ.ლ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.  მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 1261 - მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა. 
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.ლ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში  და სასჯელის სახედ და ზომად  თავისუფლების აღკვეთა  2 წლის ვადით განუსაზღვრა. 

გამოქვეყნებულია სამართალი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას ხარების დღესასწაული მოწამეთას მონასტრიდან მიულოცა.
„ხარებას გილოცავთ სრულიად საქართველოს!
ამ დღეს, როდესაც კაცობრიობას ეხარა მომავალი მაცხოვრის დაბადება, მინდა, რომ სიხარულისა და ახლის დაბადების ემოცია ყველა ჩვენგანში გაცოცხლდეს.
მე დღეს ამ დღესასწაულს გილოცავთ მოწამეთას მონასტრიდან. მოწამეთა არის ჩემი გვარის წარმოშობის სოფელი და მიხარია, რომ აქ მოვხვდი და ამ მშვენიერი ადგილიდან მაქვს შესაძლებლობა მოგილოცოთ ეს მშვენიერი დღესასწაული“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი მოწამეთაში პირველ ლედისთან და მრჩევლებთან ერთად იმყოფებოდა.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2017-2018 სასწავლო წლისათვის.

რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად:

ეტაპი: 2017 წელი, 10 აპრილი -  24 აპრილი

რეგისტრაცია განხორციელდება სკოლებში.

რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:

• რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;

• რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია;

• რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;

I ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში  25 აპრილი - 05 მაისის ჩათვლით.

II ეტაპისაყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია

2017 წელი, 8 მაისი - ივნისის ჩათვლით

შესაძლებელი იქნება იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს  აკმაყოფილებს. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით.

I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

III ეტაპი: 2017 წელი19 ივნისი - 30 ივნისის ჩათვლით

რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

2017-2018 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებსთვის უსრულდებათ 6 წელი. 2017-2018 სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბერს.

გამოქვეყნებულია განათლება

„დღეს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოვისმენთ, რომლის შინაარსსაც თავად პრეზიდენტი განსაზღვრავს, ამის შემდეგ, საპარლამენტო დებატები გაიმართება. როგორც მოგეხსენებათ, ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული პარლამენტის ბიუროს მიერ და ამ დებატების ფარგლებში გამოვლენ როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები. იმედია, საინტერესო დისკუსია შედგება. უმრავლესობის გამოსვლა დამოკიდებული იქნება პრეზიდენტის მოხსენებაზე. ბუნებრივია, დებატები პრეზიდენტის მოხსენების გარშემო უნდა აიგოს. პირველ რიგში მოხსენების შინაარსს დაველოდებით და ამის საფუძველზე განისაზღვრება, საპარლამენტო დებატების შინაარსი.

რაც შეეხება დღევანდელი დღის ფორმატს, მოხსენებას მთავრობის წარმომადგენლები მოისმენენ, რომლებიც ესწრებიან დღევანდელ სხდომას პრემიერის მონაწილეობით. ასევე ესწრებიან დიპკორპუსის წარმომადგენლები, სავარაუდოდ, ისინი პრეზიდენტის მოხსენებას მოისმენენ და ამის შემდეგ გაგრძელდება საპარლამენტო დებატები მათი დასწრების გარეშე, ასეთი ფორმატით წარიმართება ხოლმე დებატები“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

გამოქვეყნებულია განათლება

ნატოს დღეების ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში პედაგოგებისთვის ორდღიანი სემინარი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“  მიმდინარეობს.  დღეს მასწავლებლებს  ლექცია საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, მაიორმა ბესო ღუდუშაურმა წაუკითხა და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანზე, ნატო-საქართველოს პარტნიორობასა და ალიანსში ინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრა. მან გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს კონტრიბუციაზეც გაამახვილა ყურადღება და მასწავლებლებს საერთაშორისო ოპერაციებში ქართველი მშვიდობისმყოფელების ჩართულობის მნიშვნელობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

მაიორი ბესო ღუდუშაური საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებში 2002 წლიდან მსახურობს, იბრძოდა  2008 წლის აგვისტოს ომში, სადაც ფეხში კასეტური ჭურვის კორპუსის მოხვედრის შემდეგ ქვედა კიდური  დაკარგა. მონაწილეობდა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებშიც.

პროექტი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ მეოთხე წელია ხორციელდება და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის პედაგოგებისთვის ორდღიან სემინართა ციკლს მოიცავს. პროექტს 500-მდე ბენეფიციარი ჰყავს.

 

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა

დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია "რესპუბლიკელების" წევრები თბილისის მერს საჯაროდ მიმართავენ და მათ მიერ მომზადებულ შეკითხვებს უგზავნიან. ხათუნა სამნიძის განცხადებით, დავით ნარმანია საკრებულოს წინაშე 11 აპრილს წარსდგება და საქმიანობის სრული ანალიზი უნდა წარადგინოს.  "იქედან გამომდინარე, რომ საკრებულოს აქვს მახინჯი რეგლამენტი, იმის გამო , რომ ყველა ოპოზიციურ დეპუტატს არ ააქვს კონკრეტული კითხვის დასმის უფლება და თბილის მერი თავს არიდებს მწვავე შეკითხვებს, ჩვენ ვუგზავნით კითხვებს წინასწარ", - განაცხადა სამნიძემ. ფრაქცია "რესპუბლიკელებმა" თბილისის მერს 13 შეკითხვა გაუგზავნეს, კითხვები ეხება 13-14 ივნისისა და "ბავშვთა სამყაროს" ხანძრის დროს დაზარალებულებს, ასევე უკანონო მშენებლობებს და თბილისის გენერალურ გეგმას ეხება. 

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 07 აპრილი 2017 11:02

ჟურნალისტების ერთი დღე ჯარში

 ნატოს კვირეულის ფარგლებში ქართული მედიის წარმომადგენლებისთვის ვაზიანის IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო ბაზაზასა და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ღონისძიება - „ერთი დღე ჯარში" გაიმართა.

სხვადასხვა ტელევიზიისა და საინფორმაციო სააგენტოს წარმომადგენლების „ერთი დღე ჯარში“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას მიმართვით დაიწყო. მან ყურადღება ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, თანამშრომლობის მექანიზმებსა და ფორმატებზე, ასევე რეგიონულ უსაფრთხოებაზე გაამახვილა და ამ კონტექსტში ჟურნალისტებისთვის ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რათა სწორი გზავნილი საზოგადოებასთან სწორედ მათ უნდა მიიტანონ.

ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ნატოს კვირეულის მნიშვნელობაზე, კავკასიის რეგიონისა და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და მასში ნატოს ჩართულობაზე ჟურნალისტებს ლექცია სხვადასხვა მომხსენებელმა ჩაუტარა. ოფიცრებმა კი, მედიას სამხედრო ბაზაზე არსებული უსაფრთხოების წესები დეტალურად გააცნეს. საუბარი ასევე, შეეხო JTEC-ის ამოცანებსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის მნიშვნელობას.

ჟურნალისტებისათვის ყველაზე საინტერესო სიმულაციური ცენტრი და ვაზიანის სასროლეთი აღმოჩნდა. მედია სხვადასხვა სასწავლო პროცესში ჩაეღთო და სამხედრო ტექნიკაც დაათვალიერა. 
 ნატოს კვირეული საქართველოში მეათედ ტარდება. ღონისძიება სსიპ "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

გამოქვეყნებულია საზოგადოება
გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გი...

პოპულარული

« აპრილი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური