Items filtered by date: ხუთშაბათი, 06 აპრილი 2017 - NEWSDAY GEORGIA

მამა გიორგი მამალაძე უკვე მესამე დღეა შიმშილობს და ძალიან დაუძლურებულია, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ დეკანოზის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 
„ის ძალიან დაუძლურებულია, უკვე მესამე დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არაერთხელ აღვნიშნე, აქამდეც არ იყო სახარბიელო და დღეის მდგომარეობით კიდევ უფრო რთულია. საუბრის კუთხით ჯერჯერობით ადეკვატურია და მას საუბარი შეუძლია. ექიმები ნახულობენ, ვერ ვიტყვი რომ არ ნახულობენ, არის პერიოდული კონსულტაცია“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. 
მან ასევე მიმართა სასულიერო პირებს, რომ მამა გიორგი მამალაძეს უნდა მათთან შეხვედრა. „ძალიან მინიმალური მოთხოვნაა - სულიერი ძმა ამბობს, რომ მნახეთ და ჩემი მოისმინეთ. თქვენი სულიერი ძმა, რომელთან ერთადაც ერთი ბარძიმიდან ეზიარებით, ამბობს რომ მნახეთ და მოისმინეთ ჩემი“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. 
მისივე თქმით, თუ სასულიერო პირებს არ სჯერათ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე შიმშილობს, მოვიდნენ და ნახონ ის. „მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი ვამბობ, რომ ის შიმშილობს. ეს დაფიქსირებულია სასჯელაღსრულების მე-9 პენიტენციური დაწესებულების შესაბამის წერილში, რომელიც მე ამ დილით ჩამბარდა“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, ევროკავშირში უვიზოდ ყოფნის პირობები გაითვალისწინოს. როგორც მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესი მიმდინარეობს ძალიან თავისუფლად. 
"მაქსიმალურად ხდება ჩვენი მოქალაქეების შესვლა და სარგებლობა უვიზო რეჟიმით. არსებობს გარკვეული შემთხვევები, როდესაც დოკუმენტები არ არის წესრიგში, თუმცა ეს არის ცალკეული შემთხვევები. ამიტომ, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მაქსიმალურად გაითვალისწინონ ის პირობები, რასაც ჰქვია ევროკავშირში უვიზოდ შესვლის მიზნობრიობა, უკან დაბრუნების შესაბამისი ბილეთი, ასევე ევროკავშირში ყოფნის პერიოდში მათი ყოფნის უზრუნველყოფის თანხა. ასევე უნდა შეძლონ წარმოდგენა დოკუმენტაციის, რომელიც ადასტურებს მათი ყოფნის პერიოდში სასტუმროს თუ მიმღები მხარის თანხმობას", - განაცხადა ჯანელიძემ.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

მორიგი აფეთქება სანკტ-პეტერბურგში. ერთ-ერთ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, სახლის ფასადის ნაწილი ჩამონგრეულია.
„სახლიდან ბინადრების ევაკუირება მიმდინარეობს. აფეთქების ხმა გაისმა. სახლის ფასადის ნაწილი ჩამოინგრა“, - განაცხადეს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში. აფეთქების მიზეზი ჯერ არ არის დაკონკრეტებული. 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

გურამ რჩეულიშვილი უახლოეს პერიოდში პროკურატურაში საგარანტიო წერილებს წარადგენს იმის დასტურად, რომ ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდება. როგორც რჩეულიშვილმა აღნიშნა, საგარანტიო წერილები იქნება ინვესტორის მხრიდან გაცემული, თუმცა გურამ რჩეულიშვილი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს ეს წერილები იქნება საბანკო გარანტია თუ სხვა სახის დოკუმენტი.
"მზად ვარ ყველასთან ერთად დავჯდე და დავიწყო მოლაპარაკებები, რათა დავდოთ რაღაც შედეგი. შედეგს საგარანტიო სახე ექნება მიცემული, რის შემდეგაც მაია გამოვა და მე და მაია ერთად დავამთავრებ ამ პროცესს”, - განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.

გამოქვეყნებულია სამართალი

საარჩევნო სიის დახვეწის მიზნით პირადობის მოწმობები ამჯერადაც უფასოდ გაიცემა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

 10-დან 29 აპრილამდე პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის მორიგი აქცია იწყება. ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება შეეძლებათ პირებს 18 წლის ასაკიდან, რომლებიც არ ფლობენ ახალ მოწმობებს და პირველად იღებენ. აქციის მიზანია ზუსტი საარჩევნო სიის ფორმირება.  რაც უფრო მეტი მოქალაქე ფლობს ბიომეტრიულ დოკუმენტს, მით უფრო დაცულია პრინციპი − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა!“ 

 იუსტიციის სამინისტროს ცნობით,  ბოლო 4 წლის განმავლობაში 24 აქცია გამოაცხადა. შედეგად, 1 200 000-ზე მეტმა მოქალაქემ პირადობის მოწმობა უფასოდ ან შეღავათიანი ფასით მიიღო. 

აქციით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან. 

დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 485 876-ზე მეტი მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო დამატებით 376 142 მოქალაქე − საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, რაც სამოქალაქო რეესტრის ბაზებში 2 862 018 მილიონზე მეტი ზუსტი და უტყუარი მონაცემის არსებობას ნიშნავს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 06 აპრილი 2017 15:24

აქცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა აქციას მართავს. ოზურგეთი-ურეკის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია. გზა ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევის მოსახლეობას აქვს გადაკეტილი.აქციის მონაწილეები გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტვირთმზიდი, მძიმეწონიანი ავტომობილების აქტიურ მოძრაობას აპროტესტებენ და ამორტიზებული გზის შეკეთებას მოითხოვენ.ადგილზე ათეულობით ავტომობილია გაჩერებული, მძღოლები გადაადგილებას ვერ ახერხებენ. 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე, ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე  დაკავებულმა გურამ რჩეულიშვილმა გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.რჩეულიშვილს ციხესთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.გურამ რჩეულიშვილს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30 ათას ლარიანი გირაოთი შეუცვალა, ასევე ამავე განჩინებით, გურამ რჩეულიშვილს ჩამოერთმევა პასპორტი და პირადობის მოწმობა.გირაოს თანხა მან 10 დღეში უნდა გადაიხადოს.

გამოქვეყნებულია სამართალი

ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყის მცხოვრებლები, მამა-შვილი როგავები რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს.   მამა-შვილი იარაღის მუქარით იმ დროს აიყვანეს, როდესაც ისინი მდინარე ენგურში დაკარგულ ცხენს ეძებდნენ.

დაკავებულები თავდაპირველად სოფელ საბერიოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის კი, მამა-შვილი სავარაუდოდ, გალის ე.წ. იზოლატორში იმყოფება.

სხვა დეტალები ამ თემაზე ჯერ უცნობია.

გამოქვეყნებულია სამართალი

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ე.წ. მატროსოვის ციხეში მისი ადვოკატები შევიდნენ.

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ბრალდებულთან შეხვედრის მთავარი მიზანი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაგებაა.

ფანცუალიას თქმით, დეკანოზს სურს, რომ სასამართლო პროცესები იყოს საჯარო, ამიტომ, ადვოკატი აცხადებს, რომ დეკანოზი ოჯახისთვის დაცვის მოხსნას მოითხოვს.

ამასთან, როგორც ადვოკატი განმარტავს, პროკურატურის მხრიდან წინასასამართლო სხდომის დახურვის შუამდგომლობისას ერთ-ერთ არგუმენტს წარმოადგენდა ის, რომ ბრალდებულის ოჯახის წევრების მიმართ დაცვის ღონისძიება ხორციელდებოდა, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს.

„აქ მოსვლის მთავარი მიზანი არის ის, რომ გავიგო მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ახლა წავიდა სასწრაფო და იმედია, ამით მამა გიორგი არ წაიყვანეს. ადვოკატები კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდით, რომ მას დაეწყო შიმშილობა, რადგან სულ ვამბობდი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და ეს არის კატეგორიულად მიღებელი.

ასევე მოვედი იმისთვის, რომ დავგეგმოთ სამართლებრივი ღონისძიებები, რომელსაც ის აპირებს. მამა გიორგი ფიქრობს, რომ შესაძლოა დააყენოს პროკურატურაში მისი ოჯახისთვის უსაფრთხოების მოხსნის საკითხი.

შესაძლოას იმიტომ ვამბობ, რომ ეს იქნება მისი მხრიდან, როგორც თვითონ ამბობს, მსხვერპლზე წასვლა“,- განაცხადა ფანცულაიამ.

მამა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო. დეკანოზის მოთხოვნა პატრიარქთან და სინოდის წევრებთან შეხვედრაა. 

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 06 აპრილი 2017 14:26

ლელა კილაძე გლდანის ციხესთან

გურამ რჩეულიშვილის მეუღლე იმედოვნებს, რომ მისი ქმარი საბოლოო ჯამში გამართლდება. ამის შესახებ ლელა კილაძემ ჟურნალისტებს გლდანის #8 დაწესებულებასთან განუცხადა, სადაც რჩეულიშვილის ახლობლები და ოჯახის წევრები არიან შეკრებილი. კილაძე მიიჩნევს, რომ გურამ რჩეულიშვილს ცრუ ბრალდება აქვს წაყენებული. სასამართლომ გურამ რჩეულიშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლე მაია შოშიაშვილის გადაწყვეტილებით, „ცენტრ პოინტის“ საქმის „ბათუმის მაგნოლიას“ ეპიზოდზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა. გურამ რჩეულიშვილს ასევე დაევალა, ჩააბაროს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი. 

გამოქვეყნებულია სამართალი
გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გი...

პოპულარული

« აპრილი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური