Items filtered by date: ოთხშაბათი, 05 აპრილი 2017 - NEWSDAY GEORGIA

მეტეხის ხიდთან პოლიცია მუშაობს. ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. მიზეზი, სავარაუდოდ, მოქალაქის შეტყობინებაა, რომელიც ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის საფრთხეს შეეხება.
 მიმდინარეობს სიტუაციის შესწავლა. დამატებით კომენტარს უწყებაში არ აკეთებენ. 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

 

 რა ლოკაციები შეირჩა მრავალდონიანი პარკირების ასაშენებლად და რა სამუშაოები ჩატარდა ამ მიმართულებით - დღეს, დედაქალაქის მერმა და კომპანია „პი-ვი ეს-მა“ გეგმა ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნეს. კომპანიას კვლევა დედაქალაქის მერიამ დაუკვეთა. თბილისის მასშტაბით 10 ადგილი შეირჩა. ესენია რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, მეტროსადგური მარჯანიშვილი, ფილარმონია, პუშკინის მოედნის მიმდებარე ტერიტორიები, მეტროსადგური ისანი, დინამო სტადიონი, ქალაქ თბილისის მერია, გულუას მოედანი, მეტროსადგური ვარკეთილი და გეგეშიძის ბაღთან მდებარე ტერიტორია. შერჩეული 10 ადგილიდან 9 მიწისქვეშა პარკინგია, ერთი მერიასთან მიწისზედა. თბილისის მერის განმარტებით, ლოკაციები ისეთ ადგილებზე შეირჩა, სადაც რეკრეაციული ზონა არ არის და თბილისის იერსახეს არ დააზიანებს. მისივე განმარტებით, ინტერესთა გამოხატვისთვის, დოკუმენტი 2-3 კვირაში მომზადდება.
გამოქვეყნებულია საზოგადოება

 

მოსკოვის საგადასახადო ინსტიტუტის შენობიდან 400-მდე ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა. რუსული მედიის ცნობით, ამის მიზეზი აფეთქების საფრთხეა, რის შესახებაც შეტყობინება პოლიციაში შევიდა.

ევაკუაციის შესახებ ინფორმაციას სამართალდამცავ სტრუქტურებშიც ადასტურებენ. 

შემთხვევის ადგილზე პოლიციელები და მაშველები მუშაობენ. 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

სემეკ-მა 2016 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან აცნობეს, ანგარიშში დეტალურადაა განხილული კომისიის მიერ რეგულირებადი - ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების 2016 წლის ძირითადი მიმართულებები და შედეგები, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით კომისიის აქტივობები, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციის საჯაროობის კუთხით განხორციელებული პროექტები. 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

მამა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო. ინფორმაცია კურიერს დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა დაუდასტურა. როგორც რამიშვილი აცხადებს, მამაოს ერთადერთი მოთხოვნა პატრიარქთან და სინოდის წევრებთან შეხვედრაა. მამალაძეს სურს, რომ მათ დეტალურად მოახსენოს საქმეში არსებული გარემოებები. 

რამიშვილის განცხადებით, ის დღეს იმყოფებოდა მამა გიორგისთან და შიმშილობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის საფრთხის შემცველია. 

შეგახსენებთ, რომ დღეს მამალაძის ადვოკატებმა პროკურატურას მიმართეს და მოითხოვეს, რომ საქმეში მხარეთა უფლებები თანაბრად იყოს დაცული და გაუთქმელობის პირობა მოიხსნას. 

გამოქვეყნებულია სამართალი

 

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციას სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა - ამის შესახებ განცხადება დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გააკეთა. ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ 3 თებერვალს, არჩევნების შეფასების საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდა, თუმცა აღნიშნულ დოკუმენტზე არც ხელისუფლებამ და არც ოპოზიციურმა პარტიებმა არავითარი რეაგირება არ მოახდინეს. 

მისივე განმარტებით, ეუთო-ს დასკვნიდანაც ჩანს, რომ ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები და პარტიათა დაშლაც გამოიწვია. 

ნინო ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და ის ორ პოლიტიკურ ძალას შორის გარიგების შედეგს წარმოადგენს.  

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 05 აპრილი 2017 16:03

ე.წ. მოსმენების კანონი

ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად უკვე მზად აქვთ. მათი თქმით, დღეს არსებული კანონით, მოსმენების პრაქტიკა კიდევ უფრო გაუარესებულია.„განახლებული კანონით, ეს რისკები აცილებული არ არის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირიქით, უფრო გაუარესდება ის პრაქტიკა, რომლიც არსებობდა და ის რისკები კიდევ უფრო გაზრდილია, რადგან გარემო მონიტორინგის, გარე საზედამხედველო პრაქტიკა არ იქნება ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით, ისე როგორც ამას ვითხოვდით ჩვენ და როგორიც დაინახა საკონსტიტუციო სასამართლომ,“ - განაცხადა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

პარლამენტის დღევანდელი სხდომა დეპუტატების განცხადებებით დაიწყო. გამოსვლისას სხვადასხვა საკითხებზე გამახვილდა ყურადღება, მათ შორის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. უმრავლესობა პოზიტიურ ტენდენციებზე აკეთებს აქცენტს, უმცირესობა კი ინფლაციის ზრდასა და უმუშევრობის მატებაზე საუბრობს. 

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია თბილისის ზღვის განვითარების გეგმის თაობაზე საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალექსანდრე ელისაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ილუსტრაციას „აბსურდს“ უწოდებს. როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამის გამო მკაცრად მოსთხოვს პასუხს ელისაშვილს, როდესაც თბილისის საკრებულოში მივა.საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე თბილისის ზღვის განვითარების გეგმის ილუსტრაცია გუშინ გამოაქვეყნა.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 45 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.  აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 78 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 7.300 პროცენტით, მაქსიმალური - 7.680 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.654 პროცენტით განისაზღვრა.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური

 
JoomShaper