Items filtered by date: ორშაბათი, 03 აპრილი 2017 - NEWSDAY GEORGIA

 ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ინე ერიქსენ სორეიდე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნის პატივის მისაგებად გმირთა მოედანზე მივიდა. ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის მინისტრთან ერთად საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნორვეგიული დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ.ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.დღესვე, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდება და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს მოინახულებს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ავთანდილ ასათიანის გუნდის განაცხადში 15 ფეხბურთელია. საწვრთნელ შეკრებაზე ნაკრები სასტუმრო „მოხალისეში“ იმყოფება, სავარჯიშო პროცესი კი ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარეობს. საქართველოს ეროვნული ნაკრები მეინ რაუნდის მატჩებს ჰოლანდიის, ბელარუსისა და იტალიის ნაკრებების წინააღმდეგ თბილისში გამართავს. 

მატჩების განრიგი:

8 აპრილი 
15:30 იტალია - ბელარუსი 
18:00 საქართველო - ჰოლანდია 

9 აპრილი 
15:30 ჰოლანდია - იტალია 
18:00 საქართველო - ბელარუსი 

11 აპრილი 
15:30 ბელარუსი - ჰოლანდია 
18:00 იტალია - საქართველო 

მეკარეები: ზვიად კუპატაძე („ტტგ იუგრა“, რუსეთი), ჯაბა ჯამბურია („ტატიშვილი“, თბილისი) 

წინა ხაზი: შოთა ჭანუყვაძე („ტატიშვილი“, თბილისი), მურთაზ კაკაბაძე („ტატიშვილი“, თბილისი), ლევან კობაიძე („ტატიშვილი“, თბილისი), ზურაბ ლუკავა („ტატიშვილი“, თბილისი), დავით ბობოხიძე („ტატიშვილი“, თბილისი), შოთა თოფურია („სტუ-თელასი“, თბილისი), კახა მაისაია („სტუ-თელასი“, თბილისი), ნიკოლოზ კურტანიძე („პსპ“, თბილისი), გიორგი ნიშნიანიძე („სპარტაკი“, მოსკოვი, რუსეთი), ირაკლი თოდუა („ბჩ“, გომელი, ბელარუსი), ვახო ჯვარაშვილი („ბჩ“, გომელი, ბელარუსი), არჩილ სებისკვერაძე („ლიდსელმაში“, ლიდა, ბელარუსი), რონინიო და სილვა („აელ“, ლიმასოლი, კვიპროსი)

ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი:

მთავარი მწვრთნელი - ავთანდილ ასათიანი; მთავარი მწვრთნელის ასისტენტები - არჩილ ბოკერია, ბესიკ არველაძე; ადმინისტრატორი - ამირან ცხომარია.

გამოქვეყნებულია სპორტი

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მარტში შემოსული ტურისტების რაოდენობა შეაჯამა. სტატისტიკის მიხედვით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს 13,1 პროცენტით მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ხოლო უშუალოდ ტურისტების ნაკადი 28,6 პროცენტით გაიზარდა.2017 წლის მარტში ვიზიტორთა ძირითადი ნაკადი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და ირანიდან იყო.„ტურისტების რაოდენობა ნიშნავს მეტ დასაქმებას და მეტ შემოსავლებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში,“ - განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ჩოგოვაძემ.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

მედიაჯგუფი "სტარვიზია" მწუხარებას გამოთქვამს სანკტ-პეტერბურგში,  ორ მეტროსადგურში მოხდარი აფეთქების გამო. "სტარვიზიის" თითოეული თანამშრომელი თანათგომას უცხადებს აფეთქები შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

შეგახსენებთ, აფეთქება სანკტ-პეტერბურგში,  ორ მეტროსადგურში მოხდა. 

რუსული მედიის ინფორმაციით, შემთხვევას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან მცირეწლოვანებიც, დაშავდა 30-მდე ადამიანი.

 წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება შესაძლოა ტერაქტი იყოს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

აფეთქება რუსეთში. აფეთქება სანკტ-პეტერბურგში,  ორ მეტროსადგურში მოხდა. 

რუსული მედიის ინფორმაციით, შემთხვევას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან მცირეწლოვანებიც, დაშავდა 30-მდე ადამიანი.

 წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება შესაძლოა ტერაქტი იყოს.

 
 
გამოქვეყნებულია მსოფლიო

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ინდონეზიის რესპუბლიკის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა მინისტრს, იასონნა ლაოლის შეხვდა.

 შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ინდონეზიას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.

 „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს მტკიცე სურვილი, გააძლიეროს ორმხრივი თანამშრომლობა ინდონეზიის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან. უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს პროცედურები ინდონეზიის ეროვნულ პოლიციასთან თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის გასაფორმებლად“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

საქართველოს შს მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება ორგანიზებული და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

გიორგი მღებრიშვილმა ინდონეზიის რესპუბლიკის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა მინისტრს საქართველოს შს სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, მათ შორის, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის და კრიმინალური პოლიციის რეფორმირების პროექტები, ასევე, ერთობლივი ოპერაციების მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური ცენტრის შესახებ ისაუბრა.

გამოქვეყნებულია სამართალი

"პირველადი მონაცემები რაც გვაქვს, არის ის, რომ  ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებს. დანარჩენს ალბათ გვეტყვის  გამოძიება, რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობს. ჯერჯერობით, სანამ გამოძიების შედეგები არ იქნება, რაიმე მოტივზე საუბარი ნაადრევია. ერთადერთი რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებს და დაწყებულია გამოძიება 117-ე მუხლით. ეს მუხლი გულისხმობს ჯანმრთელობის დაზიანებას ანუ ცემას,“  - აღნიშნული განცახადებაშს მინისტრის  მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძეზე განხორციელებული თავდასხმის სესახებ გააკეთა.

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 03 აპრილი 2017 13:54

SES-ის 5 წლის იუბილე საქართველოში

მსოფლიოს წამყვანმა სატელიტურმა ოპერატორმა, SES-მა, მოაწყო ღონისძიება პარტნიორებისა და მედიასაშუალებებისთვის „მე-5 გაზაფხული საქართველოში“  - რომელიც მიეძღვნა კომპანიის ხუთწლიან წარმატებულ საქმიანობას ადგილობრივ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე.   

ღონისძიება 2017 წლის 28 მარტს, თბილისში, „კაფე მუზეუმში“ გაიმართა და მას წამყვანი მედიასაშუალებების, საკომუნიკაციო კომპანიებისა და სხვა ბიზნესის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. ღონისძიება დაიწყო ოფიციალური გამოსვლებით, რასაც მოჰყვა საინტერესო გასართობი პროგრამა და პარტნიორებს შორის საქმიანი კონტაქტების გაცვლა.

ღონისძიება გაიხსნა SES-ისა და მაგთიკომის მაღალი თანამდებობის პირების ოფიციალური გამოსვლებით:  

  • ჰაკან სიოდინი, SES-ის რეგიონალური გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტი სკანდინავიაში, ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
  • ნიკოლოზ დავითაშვილი, მაგთიკომის კომერციული დირექტორი

ბნ.-მა სიოდინმა დამსწრე საზოგადოებას შესთავაზა კომპანიის მოკლე მიმოხილვა, მისი ძირითადი მამოძრავებელი სტიმულების, მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

კომპანია SES-ის წარმომადგენლის, ბნ. სიოდინის გამოსვლაში ძირითადი აქცენტები შემდეგ საკითხებზე გაკეთდა:

  • SES ფლობს 65 თანამგზავრს, რომლებიც დედამიწისა და მსოფლიო მოსახლეობის 99%-ს ფარავს
  • SES ემსახურება 700-ზე მეტი სატელეკომუნიკაციო კომპანიას, მაუწყებელს, საწარმოს, მთავრობასა და დაწესებულებას 130-ზე მეტ ქვეყანაში
  • SES-ს გააჩნია 7.317 სატელევიზიო არხი, რომელთაგანაც 2,434 HD[1] ფორმატისაა, ხოლო 34 – UHD[2] ფორმატის
  • SES წარმოადგენს DTH[3] პლატფორმის ნომერ პირველ მიმწოდებელს, რომელსაც აქვს წვდომა156 მლნ ტელემაყურებელ ოჯახზე
  • SES აგრძელებს HDR-ის (გაფართოებული დინამიური დიაპაზონი) განვითარებას Ultra HD ფაზა 2-ის ფარგლებში
  • UHD სატელევიზიო ბაზარი სწრაფად იცვლება და პროგნოზის თანახმად, 2018 წლისთვის UHD-ის მსოფლიო სატელევიზიო გაყიდვები 42%-ს შეადგენს
  • მსოფლიო მასშტაბით თანამგზავრით გადაცემული UHD არხების საერთო რაოდენობა 2025 წლისთვის 1000-ს გადააჭარბებს, რადგან მთავარი სპორტული ღონისძიებების სატელევიზიო ჩვენება გახდება ერთგვარი სტიმული მძაფრი შეგრძნებებისა და სამაყურებლო გამოცდილების გაუმჯობესებისათვის და გამოყენებულ იქნება ოპერატორების მიერ ამ გამოცდილების კიდევ უფრო მეტად განვითარებისათვის.  
  • UHD-ს საკითხში გათვითცნობიერება საქართველოში: UHD განვითარების გლობალური ტენდენცია ასევე თვალსაჩინოა საქართველოშიც.
  • თუკი 2015 წელს საქართველოს მოსახლეობის 18%-მა იცოდა, თუ რა იყო UHD, მაგრამ არ გააჩნდა UHD ეკრანი, ხოლო 8%-მა იცოდა მის შესახებ და ფლობდა კიდეც ამგვარ ეკრანს, 2016 წელს ადგილი ჰქონდა მოსახლეობის ორივე კატეგორიის მკაფიო ზრდას. დღეისათვის მოსახლეობის 22%-მა იცის UHD ეკრანის შესახებ, ხოლო 15% კი უკვე ფლობს ამ ტიპის ეკრანებს. (წყარო: Satellite monitor YE’16, GfK)

 

SES-ის შესახებ

SES მსოფლიოს წამყვანი სატელიტური ოპერატორია და მან პირველმა მიაწოდა მსოფლიოს დიფერენცირებული და მასშტაბირებადი GEO-MEO შეთავაზება გეო-სტაციონარულ ორბიტაზე (GEO) განლაგებული 50-ზე მეტი თანამგზავრისა და დედამიწის საშუალო ორბიტაზე (MEO) განლაგებული 12 თანამგზავრის მეშვეობით. SES-ის ძირითადი აქცენტი გამახვილებულია დამატებითი ფუნქციების მქონე თანმიმდევრულ გადაწყვეტებზე ოთხი ძირითადი საბაზრო ვერტიკალისთვის (ვიდეო, საწარმოები, მობილურობა და მთავრობა). ის სატელიტური კავშირგაბმულობის მომსახურებას აწვდის მაუწყებლებს, საინფორმაციო შინაარსისა და ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებლებს, მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორებს, მთავრობებსა და დაწესებულებებს, ისევე როგორც სხვადასხვა ბიზნესს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. SES-ის პორტფელი მოიცავს ASTRA სატელიტურ სისტემას, რომელსაც გააჩნია უდიდესი „პირდაპირი სატელიტური მაუწყებლობა“ (DTH) სატელევიზიო წვდომა ევროპაში და O3b ქსელები, გლობალური მართვადი მონაცემების საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი.

 
გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის მინისტრი იმყოფება. ინე ერიქსენ სორეიდეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.

ნორვეგიელი მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს სამწყობრო მოედანზე გაიმართა. შესრულდა ნორვეგიისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან პირისპირ შეხვედრით გაგრძელდა.

ლევან იზორიამ ნორვეგიელ კოლეგას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა და მომავალში, ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა. ნორვეგიული მხარის მიერ გაწეულ მხარდაჭერაზე საუბრისას, ლევან იზორიამ ყურადღება საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარების პროცესში შეტანილ უდიდეს წვლილსა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ნორვეგიის ჩართულობაზე გაამახვილა. მან JTEC-ის მუშაობის პროცესში ნორვეგიელი ექსერტების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. 
სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ინტენსიური თანამშრომლობის გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სტუმარს სკანდინავია-ბალტიისპირეთი-საქართველოს ფორუმის დაფუძნების ინიციატივით მიმართა და აღნიშნა, რომ შვედი, ფინელი და ესტონელი კოლეგები ამ ინიციატივას მიესალმებიან.

შეხვედრაზე ლევან იზორიამ ინე ერიქსენ სორეიდეს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო და ნორვეგიულ მხარეს დემოკრატიული რეფორმების გზაზე ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ლევან იზორიამ კოლეგა ოქტომბერში დაგეგმილ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე მთავარი მომხსენებლის სტატუსით მოიწვია. 
პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა 2017 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი. საქართველოსა და ნორვეგიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა ხუთი წელია გრძელდება. თანამშრომლობის აღნიშნულ ფორმატში პრიორიტეტულ მიმართულებებს ეროვნული გვარდიის მხარდაჭერა, სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობა და ერთობლივი სამხედრო წვრთნების ორგანიზება წარმოადგენს.

მოგვიანებით, თავდაცვის სამინისტროში ნორვეგიის დელეგაციასთან შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრნენ.

გაფართოებულ ფორმატში დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და ნორვეგიის თავდაცვის მინისტრებმა განხილული თემები მედიასთან შეაჯამეს და ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი შეხვედრას პრეზიდენტთან გამართავს. ნორვეგიელი სტუმრები ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც ესტუმრებიან. ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

 

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა

შს მინისტრის ყოფილი მოადგილესთან,  გელა ხვედელიძესთან დაკავშირებით, დღეს 15:00 საათზე ჟურნალისტი ელისო კილაძე საგანგებო ბრიფინგს გამართავს. 

თავდასხმა მოხდა გელა ხვედელიძეზე, -  შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეს თავს საკუთარ სახლთან დაესხნენ. აღნიშნულ ინფორმაციას გაზეთ ”ქრონიკა +-ის" მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ავრცელებს. 

გამოქვეყნებულია სამართალი
გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გი...

პოპულარული

« აპრილი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური