Items filtered by date: ხუთშაბათი, 20 აპრილი 2017 - NEWSDAY GEORGIA

საკონსტიტუციო სასამართლო მწვანე ალტერნატივას სარჩელს განიხილავს, რომელშიც მოითხოვენ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადდეს წიაღის შესახებ კანონის ის მუხლი, რომლის მიხედვითაც წიაღისეულის მარაგის, შემადგენლობისა და მოპოვების შესახებ ინფორმაცია დახურული ხდება, როგორც კი მისი მოპოვების შესახებ კომპანია ლიცენზიას მოიპოვებს.მწვანე ალტერნატივა მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა კონსტიტუციის 37-ე მუხლს ეწინააღმდეგება.პროცესზე ექსპერტების რანგში მოწმის სტატუსით შეკითხვებს გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები უპასუხებენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმალიცენზიანტების უფლებებს იცავს.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

 

დედამიწის დღესთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტრო დასუფთავების კვირეულს იწყებს. სუფთად ევროპისკენ - ღონისძიება მთელი საქართველოს მასშტაბით სტარტს 22 აპრილიდან აიღებს. აქციაში ჩართვისკენ მოსახლეობას გარემოს დაცვის მინისტრმა პირადად მოუწოდა. 22 ათასი ადამიანი წინასწარ შერჩეულ 500-მდე ლოკაციას დაასუფთავებს.

დღეიდან ამოქმედდა ასევე ჯარიმები, რომელმაც საქართველო დაბინძურებისგან უნდა დაიცვას. ჯარიმა შეეხება, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. მიმდინარე თვეში ინსპექტორებმა გარემოს დაბინძურების 151 შემთხვევა დააფიქსირეს.

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის უფროს ვიცე-პრეზიდენტსა და წამყვან ეკონომისტს, პოლ რომერს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში მსოფლიო ბანკის პროექტების მიმდინარეობა, პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ასევე, საუბარი წარიმართა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე. 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის უფროს ვიცე-პრეზიდენტს გააცნო მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა და მის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, რომლის მთავარ მიზანსაც საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა წარმოადგენს. მიმდინარე რეფორმებზე საუბრისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა განათლებისა და მმართველობის რეფორმაზე, აგრეთვე გადახდისუნარიანობის კანონმდებლობის შემუშავებაზე, საპენსიო სქემისა და კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე. 

მსოფლიო ბანკის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი პოლ რომერი დაინტერესდა საქართველოს მთავრობის რეფორმებით და გამოთქვა ინიციატივა, რათა პირადად მიიღოს მონაწილეობა მათი შემუშავების პროცესში. აღნიშნული საკითხების უკეთ გაცნობის მიზნით, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მსოფლიო ბანკის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში მიიწვია. 

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ახალი, სამწლიანი პროგრამის დამტკიცების მნიშვნელობაზე.

მსოფლიო ბანკის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი პოლ რომერი ავტორიტეტული რეიტინგის „ბიზნესის კეთების სიმარტივის“ ჯგუფის ხელმძღვანელია. ამდენად, შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მსოფლიო ბანკის ავტორიტეტულ რეიტინგზე „ბიზნესის კეთების სიმარტივე“.

თავის მხრივ, მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ რეფორმების განხორციელების მიმართულებით მიიღო. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და მსოფლიო ბანკი გააგრძელებენ ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობის მიმართულებით.

პოლ რომერი მსოფლიოში ცნობილი და ავტორიტეტული ეკონომისტია, რომელიც თავის დროზე მოღვაწეობდა ნიუ-იორკისა და სტენფორდის უნივერსიტეტებში. რომერი არის ენდოგენური ზრდის თეორიის ფუძემდებელი.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის სპეციალისტები ხორცისა და ყველის სარეალიზაციო ობიექტების მონიტორინგს ახორციელებენ, მათი ცნობით, მოწმდება მაღალი რისკის სურსათის შენახვისა და რეალიზაციის პირობები და ბიზნესოპერატორებს კიდევ ერთხელ განუმარტავენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.„საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესი“ 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. რეგლამენტის მიხედვით, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ეტიკეტზე დაიტანოს სრული ინფორმაცია ხორცის წარმომავლობის შესახებ, როდის და რომელ სასაკლაოზეა საქონელი დაკლული, ცხოველის ასაკი, ვარგისიანობის ვადა და ა. შ. ბიზნესოპერატორებს დაურიგდათ საინფორმაციო მასალები ხორცის და ყველის შენახვის და რეალიზაციის წესებთან დაკავშირებით, რომელიც მერსი ქორფსის „კავკასიის ალიანსების პროგრამა“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წინასწარ პატიმრობაში მყოფი ადვოკატების - ნათელა გოდერიძისა და მზევინარ კოსტავას გათავისუფლებას მოითხოვს. ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, 2011 წელს თეა წულუკიანი, ალექსანდრე ბარამიძე და ნინო გვენეტაძე იყვნენ იმ დოკუმენტის ერთ-ერთი ხელმომწერები, რომელიც ადვოკატთა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის აკრძალვას ითხოვდა.ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ბრალდებულთა გათავისუფლების თხოვნით პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილსაცმიმართა, თუმცა უშედეგოდ. დაკავებული ადვოკატები წინასწარ პატიმრობაში თაღლითობის ბრალდებით იმყოფებიან.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ევროპული საქართველო მოსახლეობას და მეწარმეებს ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამას აცნობს. ეკონომიკური ინიციატივები დავით ბაქრაძემ ამჯერად ქუთაისში, მცირე ბიზნესით დაკავებულ მეწარმეებს გააცნო.პარტიის პროგრამის მიხედვით, 100 000 ლარამდე წლიური ბრუნვის ბიზნესი ყველანაირი გადასახადისგან გათავისუფლდება, 200 000 ლარამდე ბიზნესისთვის კი, გაიზრდება დამატებულ ღირებულებაზე გადასახადის გადახდის მინიმალური ზღვარი.დავით ბაქრაძის განცხადებით, ეკონომიკური კრიზისის და მძიმე სოციალური ფონის პირობებში, ეს მცირე მეწარმეებისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, ალექსანდრე ჯეჯელავამ ახალციხეში სამუშაო შეხვედრა 300-მდე პედაგოგთან გამართა და რექტორთა საბჭოს სხდომას დაესწრო.რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა, საქართველოს სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელების მონაწილეობით, ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. სხდომას ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უძღვებოდა.რექტორთა საბჭო ყოველთვიურად იკრიბება და ერთობლივად განიხილავს უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, ხდება მოსაზრებების შეჯერება და მიიღება ერთობლივი გადაწყვეტილებები. ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივით, რექტორთა საბჭო ყოველ ჯერზე კონკრეტულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში იმართება, რაც საშუალებას აძლევს საბჭოს წევრებს უშუალოდ გაეცნონ სხვა უნივერსიტეტების სასწავლო გარემოს, მათი სწავლების მეთოდებს და გაიზიარონ გამოცდილებები.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ფოტორეპორტიორების საქმეზე“ დეპუტატი ეკა ბესელია და მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით ჩხატარაშვილი დაიკითხებიან.
 აღნიშნული შუამდგომლობა პროკურორმა ემზარ გაგნიძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დააყენა, სადაც ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტორეპორტიორების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა დაიწყო. 
დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო ბრალდება და თავად ფოტორეპორტიორები შესავალი სიტყვებით წარსდგნენ. პროკურორმა იმ გარემოებებზე ისაუბრა, რის საფუძველზეც პროკურატრამ ახალი გამოძიების ფარგლებში დაადგინა, რომ ფოტორეპორტიორები უდანაშაულოები არიან და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა იშუამდგომლა. თავის მხრივ, ფოტორეპორტიორებმა ირაკლი და ნათია გედენიძეებმა, ზურაბ ქურციკიძემ და გია აბდალაძემ საქმის დაჩქარებული წესით განხილვა ითხოვეს და აღნიშნეს, რომ სასამართლოსგან გამამათლებელ განაჩენს ელოდებიან. მომდევნო პროცესი 1-ელ ივნისს დაინიშნა, სადაც სახელმწიფო ბრალდება მტკიცებულებების გამოკვლევას და მოწმეების დაკითხვას დაიწყებს. 

გამოქვეყნებულია სამართალი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3943 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.3943 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3963 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.002 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.5751 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5708 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0043 ლარი შეადგინა.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

ასეთი რეპრესიული ნარკოპოლიტიკა არ უნდა გვქონდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, „კონსტიტუცია ყველასია“ შეხვედრის ფარგლებში სტუდენტის მიერ ნარკოპოლიტიკის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო თავისი ზრუნვით უნდა ეხმარებოდეს ადამიანებს მავნე ჩვევების დაძლევაში.


გამოქვეყნებულია პოლიტიკა
გვერდი 1/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური

 
JoomShaper