Items filtered by date: ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის ნოდარ თათვიძის განცხადებით საქართველოში დღეს 100 000-ზე მეტი სტუდენტია და სტუდენტები თუ გაერთიანდებიან იმისთვის, რომ მათმა თანატოლებმა გააგრძელონ სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში ეს შესაძლებელი იქნება.


''ჩვენ ვაყალიბებთ სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა ფონდს, რომლის მიზანია იმ სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა დაფინანსება, რომლებიც მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან მაგრამ სამწუხაროდ სტატუსი აქვთ შეჩერებული სწავლის თანხის გადაუხდელობის გამო, ჩვენ სულ მალე გამოვაცხადებთ რეგისტრაციას და მივცემთ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს საშუალებას დარეგისტრირდნენ შესაბამის პორტალზე, პარარელურ რეჟიმში კი დავიწყებთ სოციალურ კამპანიას რათა ყველა დაინტერესებულ პირსა თუ ორგანიზაციას მივაწოდოთ ინფორმაცია თუ როგორ შეუძლიათ ხელი შეუწყონ აღნიშნულ სტუდენტებს, აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ საქართველოში 100 000-ზე მეტი სტუდენტია და მე მინდა მივმართავო თითოეულ სტუდენტს სულ მცირე 1 ლარი მაინც რომ ჩარიცხოთ ფონდში ეს არაერთი სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესაძლებლობას მოგვცემს.'' - განაცხადა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა ნოდარ თათვიძემ.

გამოქვეყნებულია განათლება

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულ მამა გიორგი მამალაძეს ამ დროისთვის მისი ადვოკატები მატროსოვის დაწესებულებაში ხვდებიან. მამა გიორგი მამალაძის განცხადებით, მან იცის ვინც ჩადო ციანიდი ბარგში და რომ ეს არ ყოფილა პროკურატურა. 

მამალაძის უფლედამცველებიც ადასტურებენ ამ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ ციანიდი პროკურატურამ არა, თუმცა სხვა ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ჩადეს ბრალდებული დეკანოზის ბარგში.

თუ რომელ უწყებას გულისხმობენ კონკრეტულად ადვოკატები, ისინი ამაზე არ საუბრობენ.

მამა გიორგი მამალაძესთან შესვლამდე, ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, რომ საქმის წინასწარი გამოძიების ეტაპზე მტკიცებულებების მოპოვებაში გამოძიებას ეხმარებოდა რამდენიმე სასულიერო პირი, თუმცა კონკრეტულად ვინ არიან ისინი, ადვოკატი არ საუბრობს. 

მატროსოვის ციხეში, ბრალდებულ დეკანოზთან შეხვედრაზე იმყოფებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი. დაკავებულმა დეკანოზმა სტრასრბურგში გასაგზავნ სარჩელზე უნდა მოაწეროს ხელი.

არასამთავრობო ორგანიზაციებს და თავად ადვოკატებსაც მიაჩნიათ, რომ პროკურატურა და ადვოკატები იმყოფებიან არათანაბარ პირობებში, გაუთქმელობის პირობიდან გამომდინარე. მათ არაერთხელ მიმართეს საგამოძიებო უწყებას გაუთქმელობის პირობის მოხსნასთან დაკავშირებით, თუმცა მათ ამაზე უარი მოუვიდათ. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში გეგმავს.

 

გამოქვეყნებულია სამართალი

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულ მამა გიორგი მამალაძეს ამ დროისთვის მისი ადვოკატები მატროსოვის დაწესებულებაში ხვდებიან. მამა გიორგი მამალაძის განცხადებით, მან იცის ვინც ჩადო ციანიდი ბარგში და რომ ეს არ ყოფილა პროკურატურა. 

მამალაძის უფლედამცველებიც ადასტურებენ ამ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ ციანიდი პროკურატურამ არა, თუმცა სხვა ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ჩადეს ბრალდებული დეკანოზის ბარგში.

თუ რომელ უწყებას გულისხმობენ კონკრეტულად ადვოკატები, ისინი ამაზე არ საუბრობენ.

მამა გიორგი მამალაძესთან შესვლამდე, ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, რომ საქმის წინასწარი გამოძიების ეტაპზე მტკიცებულებების მოპოვებაში გამოძიებას ეხმარებოდა რამდენიმე სასულიერო პირი, თუმცა კონკრეტულად ვინ არიან ისინი, ადვოკატი არ საუბრობს. 

მატროსოვის ციხეში, ბრალდებულ დეკანოზთან შეხვედრაზე იმყოფებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი. დაკავებულმა დეკანოზმა სტრასრბურგში გასაგზავნ სარჩელზე უნდა მოაწეროს ხელი.

არასამთავრობო ორგანიზაციებს და თავად ადვოკატებსაც მიაჩნიათ, რომ პროკურატურა და ადვოკატები იმყოფებიან არათანაბარ პირობებში, გაუთქმელობის პირობიდან გამომდინარე. მათ არაერთხელ მიმართეს საგამოძიებო უწყებას გაუთქმელობის პირობის მოხსნასთან დაკავშირებით, თუმცა მათ ამაზე უარი მოუვიდათ. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში გეგმავს.

 

გამოქვეყნებულია სამართალი

 

საქართველოს, 20-21 აპრილს, ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა. 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უნგრელ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორი ქვეყნის მთავრობებს შორის დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია. 11:30 საათზე, ვიქტორ ორბანი და გიორგი კვირიკაშვილი მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმი გაიმართება, რომლის მონაწილეებს 12:00 საათზე გიორგი კვირიკაშვილი და ვიქტორ ორბანი მიმართავენ. 

უნგრელ კოლეგას, მეუღლესა და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს.

დაგეგმილია ვიქტორ ორბანის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.      

უნგრეთის რესპუბლიკის ოფიციალურ დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხელმძღვანელობს, პრემიერ-მინისტრის მეუღლე ანიკო ლევაი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, ეროვნული ეკონომიკის მინისტრი მიჰაი ვარგა, ადამიანური რესურსების მინისტრი ზოლტან ბალოგი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შანდორ ფაზეკაში, ეროვნული განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ანდრაშ არადსკი და პრემიერ-მინისტრის კაბინეტის უფროსი იანოშ ნაგი იმყოფებიან.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორნაციით, შავ ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად დაკარგული 2 მეზღვაური იპოვეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. 

შავ ზღვაში სატვირთო გემი «Герои Арсенала» ჩაიძირა. არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის 12 წევრიდან 5 წევრის გადარჩენა მოხერხდა. ყირიმის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის ცნობით, მათ ადგილობრივი დროით 03:54 საათზე SOS-ის სიგნალი მიიღეს. 

სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ეკიპაჟის ხუთი წევრის გადარჩენა მოხერხდა. სატვირთო გემი პანამის დროშის ქვეშ ცურავდა. 

არსებული ცნობით, ეკიპაჟის 12 წევრიდან ცხრა უკრაინის მოქალაქე იყო, ორი - რუსეთის, ერთი კი საქართველოს მოქალაქე.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

 

20 აპრილიდან „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის  ნარჩენების დაყრისთვის დააჯარიმებენ.

 თბილისში გარემოს დანაგვიანებისთვის ჯარიმები 50 ლარიდან 1000 ლარამდე იქნება. 

კერძოდ:

2 კგ-მდე ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 100 ლარით.

2 კგ-ზე მეტი ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 150 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 500 ლარით.

ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება- 50 ლარით. (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას).

ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 150 ლარით.

ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 500 ლარით.

• სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ:

ფიზიკური პირი -400 ლარით.

იურიდიული პირი -1000 ლარით.

„თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, დედაქალაქის მასშტაბით 20 ქვეითი ინსპექტორი იმუშავებს.

ქვეითი ინსპექტორები დედაქალაქში 3 აპრილს გამოჩნდნენ,  თუმცა მათ გამოჩენას მხოლოდ ინფორმაციული სახე ჰქონდა. ისინი მოქალაქეებს მომავალ სანქციებთან დაკავშირებით აფრთხილებდნენ და მათ მიერ დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრისკენ მოუწოდებდნენ. 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

თბილისის მოდის კვირეული დღეს საზეიმოდ გაიხსნება.   თბილისი მოდის კვირეულის მიმდინარე სეზონი, რომელიც 19-23 აპრილს გაიმართება, მათი უწყების, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდება. გენერალური სპონსორი კი TBILISI MALL-ია.

„კვირეულის ოფიციალურ განრიგში უფრო მეტი ახალგაზრდა და ნიჭიერი დიზაინერის ჩვენებაა დაგეგმილი: მარიამ გვასალია, LTFR, ანი დათუკიშვილი, WOYOYO, ელენე გიორგაძე, ETHERE ACCESOIRES, სალომე ტყაბლაძე, Atelier 27, ლაშა ჯოხაძე, Laboratory The Window, გიორგი ტატანაშვილი და სხვა. კვირეულს კვლავ ესტუმრება ცნობილი უკრაინელი დიზაინერი Lara Quint და ლონდონში დაფუძნებული ბრენდი ZDDZ, რომლის ჩვენებები მსოფლიოს არაერთი კვირეულის განრიგში გვხდება. ჩვენებებს შორის მოეწყობა შამპანიურის LUCIANO დეგუსტაცია. თბილისის მოდის კვირეული ტრადიციას ამკვიდრებს და გახსნის დღეს ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდებს უთმობს. ღვინის ქარხანა N1 ცნობილი ქართველი მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის საღამოს უმასპინძლებს“, - აცხადებენ სამინისტროში. 

მათივე თქმით, თბილისის მოდის კვირეულის ამ სეზონზე დაიწყება პროექტი TALK, რომელსაც კვირეული Marketer.ge-სთან ერთად წარმოადგენს. 20 აპრილს Impact Hub Tbilisi-ში გაიმართება საუბარი თემაზე “Branding and Communication”, რომელსაც მარანგონის უნივერსიტეტის წამყვანი სპეციალისტები წარუძღვებიან. ასევე, ბლოგერი როზა სინაისკი, რომელიც Barneys NEW YORK, Vogue Italia, ELLE Russia ჟურნალისტია.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით კი თბილისის მოდის კვირეულს მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები დაესწრებიან. ქართული მოდა და თბილისური შთაბეჭდილებები მსოფლიოს მრავალ გამოცემაში აისახება: VOGUE ITALIA, W MAGAZINE, DUST MAGAZINE, Harper’s Bazaar USA, ELLE.com, Fashion to Max, ELLE Russia, WWD Japan, WWD USA, CHINA MORNING POST, Men’s UNO HONG KONG, Marie Claire France and Monaco, Style Sight Worldwide, VOGUE RUSSIA, NOWFASHION, British VOGUE, OFFICIEL Ukraine, ELLE Ukraine და www.le21eme.com. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ასევე გამართავს თბილისის ტურს, რომელზეც სტუმრები ქალაქის ღირსშესანიშნაობებს და სხვადასხვა კულტურულ სივრცეებს გაეცნობიან. 

„მეწარმეობის განვითარების სააგენტო“ კვირეულის მყიდველების ჯგუფს უმასპინძლებს (ე.წ. Buyers): Harvey Nichols HONG KONG, RIJOUX STORE Tel-Aviv, Concept Store PORTA 9 Russia, Al Duca D’acosta VENICE, United Legend Strasbourg, Joseph Store London - ისინი გაეცნობიან ქართველი დიზაინერების კოლექციებს და საქართველოში წარმოებულ პროდუქციას. „მეწარმეობის განვითარების სააგენტო“ კვირეულის შოურუმში ასევე რამდენიმე ქართულ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც უკვე სტაბილურად მუშაობს ქართულ ბაზარზე და საზღვრებს გარეთ. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ხელშეწყობით დიზაინერ მარიამ გვასალიას და იტალიელ ბაერებს შორის თანამშრომლობა შედგა. საქართველოში, ფაბრიკა „ევროტექს“-ში შეკერილი სამოსი, უკვე ვენეციის მაღაზიებში იყიდება“, - განმარტავენ სამინისტროში.

უწყების ცნობით, 12 აპრილს, კვირეულის გენერალური სპონსორის TBILISI MALL-ის მთავარ ატრიუმში კვირეულის ოფიციალური შოუ-რუმი გაიხსნება, რომელზეც სეზონური კოლექციები იქნება წარმოდგენილი. გახსნის ღონისძიებაზე კოლექციებს სამოდელო სტუდია და სააგენტო „ჯეომოდელსის“ მოდელები წარმოადგენენ. შოუ-რუმი თბილისი მოლის ყველა სტუმრისთვის ხელმისაწვდომი 24 აპრილამდე იქნება.
2017 წელს თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალური პარტნიორია კოსმეტიკური კომპანია MAC, რომლის უცხოელი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ მომუშავე ვიზაჟისტები მოდელების მაკიაჟს მსოფლიო ბრენდის MAC-ის კოსმეტიკით შექმნიან. რაც შეეხება თმის ვარცხნილობას, ჩვენებების ამ მხარეზე სილამაზის სალონი ART HOUSE იზრუნებს. 

სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის მოდის კვირეულის გენერალური სპონსორია TBILISI MALL; ოფიციალური მასპინძელი – მეიდან ჯგუფი
მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ქ. თბილისის მერია. ოფიციალური კოსმეტიკური კომპანია - MAC, პარტნიორი: სილამაზის სალონი ART HOUSE, ღონისძიების პარტნიორები: სამოდელო სააგენტო ჯეომოდელსი, Marketer.ge, Kate’s Cool Attitude, გაბუნია და პარტნიორები, Luciano. 
საინფორმაციო მხარდაჭერა: “Music Box”, რადიო „ფორტუნა“, „Georgia Today”, „არტარეა TV”, “ალმა-ALMA”, გენერალური მედია პარტნიორები: ჟურნალი „ნარგისი საქართველო“ და ტელეკომპანია “იმედი”.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

სახალხო დამცველის ინსტიტუციის დაარსებიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით კონფერენცია იმართება. ღონისძიებას ომბუდსმენი, ხელისუფლების წარმომადგენლები, უფლებადამცველები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი. სახალხო დამცველის თქმით, მთავარი მიღწევა არის ის, რომ ანგარიშს უწევენ მის ანგარიშს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.კონფერენციის მონაწილეების თქმით, საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუციის მუშაობა აუცილებელი პირობაა დემოკრატიის განვითარებისთვის.

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017 11:01

შავ ზღვაში სატვირთო გემი ჩაიძირა

შავ ზღვაში სატვირთო გემი «Герои Арсенала» ჩაიძირა. არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის 12 წევრიდან 5 წევრის გადარჩენა მოხერხდა. ყირიმის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის ცნობით, მათ ადგილობრივი დროით 03:54 საათზე SOS-ის სიგნალი მიიღეს. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ეკიპაჟის ხუთი წევრის გადარჩენა მოხერხდა, ხოლო დანარჩენი შვიდი წევრი დაკარგულებად ითვლებიან. სატვირთო გემი პანამის დროშის ქვეშ ცურავდა. არსებული ცნობით, ეკიპაჟის 12 წევრიდან ცხრა უკრაინის მოქალაქე იყო, ორი - რუსეთის, ერთი კი საქართველოს მოქალაქე. სატვირთო გემი რუსეთის ქალაქ აზოვის პორტიდან თურქეთისკენ მიემართებოდა და მარცვლეულით იყო დატვირთული.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული ქ.მ. და 1974 წელს დაბადებული კ.ნ. თბილისში დააკავეს.შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ქ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას, 4 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. ბრალდებულების საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია 36 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და 19 აბი „მეტადონი“. 
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით) მიმდინარეობს. 

გამოქვეყნებულია სამართალი
გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გი...

პოპულარული

« აპრილი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური