Items filtered by date: სამშაბათი, 18 აპრილი 2017 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქველმოქმედი აკაკი სინჯიკაშვილი წმინდა ნიკოლოზის ორდენით დააჯილდოვა.
შესაბამისი განკარგულების ხელმოწერის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა ჯილდო აკაკი სინჯიკაშვილს პირადად გადასცა.
პრეზიდენტმა აკაკი სინჯიკაშვილი ქველმოქმედების იდეის პოპულარიზაციისა და ადამიანებისათვის გაწეული უანგარო სამსახურისათვის დააჯილდოვა.
„მე მინდა დღეს, როდესაც განსაკუთრებით ვლინდება ჩვენი საზოგადოების ზრუნვა ერთმანეთზე, გამოვყო თქვენი ღვაწლი. თქვენ ბევრი საქველმოქმედო პროექტი განახორციელეთ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არა მარტო ის ემოცია, რომელიც მოდის პირადად თქვენგან, არამედ ის ემოციაც, რომელსაც თქვენი საქმიანობით აღძრავთ საზოგადოებაში.
მინდა, ამას ხაზი გავუსვა და გადმოგცეთ სპეციალურად, ქველმოქმედი ადამიანებისთვის განკუთვნილი ჯილდო - წმინდა ნიკოლოზის ორდენი. გილოცავთ და მადლობას გიხდით იმისთვის, რასაც აკეთებთ ჩვენი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
დაჯილდოების ცერემონიამდე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აკაკი სინჯიკაშვილთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან ერთად გაბრიელ ბერის სახელობის მოხუცებულთა და უძლურთა სახლს ესტუმრა და მოხუცებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა.
პრეზიდენტის სააღდგომო საჩუქარი თბილისში მოქმედ მოხუცებულთა სხვა სახლებსაც გადაეცათ.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების ფორმატში გამართული შეხვედრები დასრულდა. დღეს პირველმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის, ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხებზე მუშაობდა, მესამე ეტაპის ბოლო შეხვედრა გამართა. 

სამუშაო ჯგუფის წევრებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიმართა და სამუშაო ჯგუფის ფორმატში დარჩენილ საკითხებზე და კონსტიტუციაში ახალი, 79-ე მუხლის (ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია) დამატებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„დღეს ჩვენ სამუშაო ჯგუფების ბოლო სხდომას ვატარებთ. წინა სხდომის შემდეგ განსახილველი დარჩა სასამართლოს თავის ბოლო ოთხი მუხლი, რომლებიც სამართალწარმოებას, მოსამართლის სტატუსს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და პროკურატურას შეეხება. ასევე როგორც დარიგებულ პროექტში გაეცანით, კონსტიტუციას კიდევ ერთი თავი, მე-11 თავი - გარდამავალი დებულებები ემატება, რომელიც მხოლოდ ერთ მუხლს შეიცავს და იგი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება. 

საგარეო კურსის თვასაზრისით, როგორც მმართველ გუნდს, ასევე პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობას თავისი პოზიცია ჩამოყალიბებული აქვს. უმთავრეს პრიორიტეტს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია წარმოადგენს, რომელიც პარლამენტის გასული წლის ბოლოს მიღებულ რეზოლუციაში აისახა და ეს კურსი ჩვენი კონსტიტუციის მე-11 თავის 79-ე მუხლშიც ჩაიწერება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნული მუხლის გარდამავალ დებულებებში ჩაწერის მიზეზიც განმარტა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მუხლის მნიშვნელობისა, იგი თავისი შინაარსით დროებით ამოცანას წარმოადგენს და მიზანშეწონილად ჩათვალა გარდამავალ დებულებებში ანუ დროებითი რეგულაციების დამდგენ თავში შესაბამისი ჩანაწერის გაჩენა.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა კონსტიტუციის მეექვე თავის (სასამართლო ხელისუფლება და პროკურატურა) 63-ე მუხლის (სამართალწარმოება) განხილვით გაგრძელდა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია სამუშაო ჯგუფებში გამართულ შეხვედრებს გაერთიანებულ სხდომაზე შეაჯამებს, რომელზეც უკვე განხილული საკითხების კენჭისყრა მოხდება. შემაჯამებელი სხდომის გამართვა კვირის ბოლოს იგეგმება.

 

გამოქვეყნებულია სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი კ.რ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და  მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 15 ივლისს,  00:00 საათზე, ქ.თბილისში, ვარკეთილი 3-ის პირველი მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე კ.რ. ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი პისტოლეტის გამოყენებით თავს დაესხა ი.რ.-ს, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით დაეუფლა მის კუთვნილ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას, 250 ლარს და  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 
სამართალდამცველებმა კ.რ. 16 ივლისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და  მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არაერთგზის) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.რ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.  

გამოქვეყნებულია სამართალი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია თბილისში ვიზიტად მყოფ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მუჰამედ ჯავად ზარიფს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ და მუჰამედ ჯავად ზარიფმა საქართველო-ირანის ბიზნესფორუმი გახსნეს, რომელშიც ირანული და ქართული კომპანიების 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

გიორგი გახარიას შეფასებით, ირანი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ეკონომიკური პოტენციალის მქონე ქვეყანაა. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ ირანიდან დამატებითი ინვესტიციების მიღებას. განვიხილეთ კონკრეტული მიმართულებები და ისეთი დარგები, როგორიც არის წარმოება, ტრანზიტი, ფარმაცეფტიკა, სოფლის მეურნეობა, ასევე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების გამოყენება ერთობლივი საწარმოების შექმნის საშუალებით და ა.შ. ეს ის მიმართულებებია, სადაც ყველაზე მეტ აქტივობებს უნდა ველოდოთ“ - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს გიორგი გახარიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ობიექტური მიზეზების გამო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ირანიდან საკმაოდ მცირეა, თუმცა სავაჭრო ბალანსში ჩვენი ექსპორტი იზრდება. „კონკრეტული კომპანიების წარმომადგენლები არიან ჩამოსულები და შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ უკვე რაღაც კონკრეტული შედეგები გვექნება. სამწუხაროდ, ობიექტური მიზეზების გამო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ირანიდან საკმაოდ მცირეა, თუმცა სავაჭრო ბალანსში ჩვენი ექსპორტი იზრდება, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში საერთაშორისო გამოფენა ,,Wine and Gourmet Japan 2017” გაიმართა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და იაპონიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, 14 ქართული ღვინის კომპანია იყო წარმოდგენილი.

გამოფენის ფარგლებში სპეციალური ღონისძიება, სემინარი-დეგუსტაცია „საქართველო - 8 ათასი რთველი“ გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა.  სემინარის მიმართ ღვინის პროფესიონალებისა და ადგილობრივი მედიის მხრიდან ინტერესი დიდი იყო - მასზე დასასწრებად ცნობილი სომელიეები და ღვინის პროფესიონალები იაპონიის სხვადასხვა პრეფექტურიდან ჩამოვიდნენ.

გამოფენას საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე დაესწრო. ელჩი იმედოვნებს, რომ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის იმპორტის ზრდას იაპონიაში.

„ქართული ღვინის ცნობადობა იაპონიაში ყოველწლიურად იზრდება, რაც გამოწვეულია ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ჩვენი საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით. ქართული ღვინის იმპორტი წლიდან წლამდე 15-20%-ით იზრდება. იაპონიის ბაზარს ყოველწლიურად  მინიმუმ სამი იმპორტიორო კომპანია ემატება, რომელსაც ქართული ღვინო შემოაქვს, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ მომავალში საქართველოდან იაპონიაში ღვინის ექსპორტი კიდევ უფრო გაიზრდება. ქართული ღვინო, განსაკუთრებით ქვევრის ღვინო, ძალიან კარგად ეხამება იაპონურ სამზარეულოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია“ - აღნიშნა ლევან ცინცაძემ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, იაპონია 2014 წელს გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტისთვის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი ბაზარი.

„იაპონიაში სამომავლოდ მასშტაბური მარკეტინგული კამპანიები გვაქვს დაგეგმილი, თუმცა 2015 წლიდან ჩვენ უკვე ვიღებთ მონაწილეობას ორ მნიშვნელოვან გამოფენაში „FoodEx Japan” და „Wine and Gourmet“, რომელთა ფარგლებში ასევე ცალკე იმართება ქართული ღვინის სემინარები და დეგუსტაციები. აღნიშნულ გამოფენებში მონაწილეობა იაპონიაში პროდუქციის პოპულარიზაციის, მის ბაზარზე დამკვიდრების და ადგილობრივი დისტრიბუტორი კომპანიების მოძიების საუკეთესო გზას წარმოადგენს. ქართულ ღვინოს თავისი უნიკალურობიდან და მრავალფეროვნებიდან გამომდინარე,  დიდი პოტენციალი აქვს დამკვიდრდეს იაპონიის ბაზარზე - საქართველოს ბევრი აქვს შესათავაზებელი ამ ბაზრისთვის“ - აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.

საქართველოს ერთიან სტენდზე წარმოდგენილი იყო 14 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია: „თელავის ღვინის მარანი“, „თბილღვინო“, „კორპორაცია ქართული ღვინო“, ,,იმერი“, „კახური“, „კახური ტრადიციული მეღვინოება“,  „ვაინმენი“, „მარანული“, „შილდა“, „გიუაანი“ „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, ,,შუმი“, ,,საწნახელი“ და „როიალ ხვანჭკარა“.

2017 წელს „Wine and Gourmet Japan“ -ს  75 ათასზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა. ის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოფენად ითვლება აზიის მასშტაბით. 

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

რუსეთის პრეზიდენტმა ე.წ. ნორმანდიული ოთხეულის წევრი ქვეყნების ლიდერებთან, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში შექმნილი მდგომარეობა განიხილა. გერმანიის კანცლერმა, საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, რუსეთის ლიდერთან საუბრისას, მინსკის ხელშეკრულების შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრეს. ცალკე განხილვის თემა იყო რუსი და უკრაინელი ტყვეების საკითხი. უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად ,,ნორმანდიული ფორმატი” 2014 წლიდან ფუნქციონირებს. 

 
 
გამოქვეყნებულია მსოფლიო

ქალაქ დუბაიში სამდღიანი საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა დასრულდა. გამოფენაზე, მსოფლიოს   წამყვანი უნივერსიტეტების გვერდით, ღირსეული ადგილი ქართულ უნივერსიტეტბსაც ეკავა. პროექტით "ვისწავლოთ საქართველოში" პირველი გასვლა საერთაშორისო ფორუმზე, წარმატებული აღმოჩნდა. ქართული სტენდი, შეთავაზებული პროგრამები დამთვალიერებელთა დიდ ინტერესს იწვევდა.  შესაბამისად, სამი დღის განმავლობაში, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების  უცხოენოვან პროგრამებზე 600-მდე უცხოელი დარეგისტრირდა, არაერთი აგენტი დაინტერესდა ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, რამდენიმე მემორანდუმზე იქვე განხორციელდა ხელმოწერა.

მომდევნო ეტაპზე მოლაპარაკებები აგენტებთან და თითოეულ აპლიკანტთან ინდივიდუალურად გაგრძელდება და ბევრი დარეგისტრირებული უცხოელი ქართული უნივერსიტეტების რეალური სტუდენტი გახდება.

გამოფენაში საქართველოს მონაწილეობამ ნათლად აჩვენა, რომ აუცილებელია ანალოგიურ საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართვა, ეს არის საუკეთესო საშუალება ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ცნობადობის გაზრდის, უცხოელი სტუდენტებისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის. 

გამოქვეყნებულია განათლება

"თამბაქოს მოხმარების ნაწილში, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი წარმატებული მაგალითების რიგში. შესაბამისად, ეს არ უნდა გაკეთდეს ეკონომიკის ხარჯზე, რადგან ამ დარგს საკმაოდ სერიოზული საბიუჯეტო შენატანები აქვს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროპაში მიღებული საერთო ნორმები არ უნდა დავიცვათ," - არნიშნული განცხადება  ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს დღეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში მეორე მოსმენით განიხილავენ.  

გამოქვეყნებულია სამართალი

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, ესპანეთის მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული ც.გ.ლ. თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულისგან 4 შეკვრად დაფასოებული, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 56 აბი და 7,19793 გრ კანაფის ფისის შემცველი ნარკოტიკი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

გამოქვეყნებულია სამართალი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ლევან იზორიას ფრანგი კოლეგა ჟან-ივ ლე დრიანი უმასპინძლებს. 

პირისპირ საუბრისას მინისტრები საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებს განიხილავენ. საუბარი შეეხება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP)გათვალისწინებულ ერთ-ერთ ინიციატივაში ფრანგული მხარის ჩართულობას.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ტრიუმფალურ თაღთან ცეცხლის გაღვივების ცერემონიალშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც საომარი მოქმედებების დროს დაღუპულ ჯარისკაცთა ხსოვნას მიეძღვნება.

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური