Items filtered by date: ორშაბათი, 17 აპრილი 2017 - NEWSDAY GEORGIA

დღეს დასრულდა, დავით კვაჭაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი კრივში. ძიუდოს აკადემიაში გამართული შეჯიბრი ქართველი მოკრივეების ტრიუმფით აღინიშნა. შეგახსენებთ, რომ ასპარეზობაში გერმანიის, რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ისრაელის და სომხეთის ნაკრების მოკრივეები მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ დღეს გამართული სხვადასხვა წონითი კატეგორიის 10 ფინალიდან, ათივეში იყო ქართველი სპორტსმენი, საიდანაც 5 ოქროს და 5 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. რაღა თქმა უნდა საერთო არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაშიც საქართველო პირველი იყო. საქართველოს კრივის ფედერაციის გადაწყვეტილებით, აღნიშნული შეჯიბრი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და შესაძლებელია, უმაღლესი კატეგორიის  რანგი მიენიჭოს

გამოქვეყნებულია სპორტი

იერუსალიმში, ბრიტანელი ახალგაზრდა ქალი ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. ტურისტს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ხალხით სავსე ტრამვაითი მგზავრობდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელმა მსხვერპლს სასიკვდილო ჭრილობა სამზარეულოს დანით მიაყენა. 

ქალი საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებმა თავდამსხმელის ვინაობა დაადგინეს, ის 57 წლის პალესტინელი გამილ ტამიმია. ის შემთხვევის ადგილას დააკავეს. 

სამართალდამცავების ინფორმაციით, ტამიმი ფსიქიატრიული კლინიკიდან ცოტა ხნის წინ გამოუშვეს. 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიიღო ბელგიის სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტი ზიგფრიდ ბრაკე, რომელიც 2017 წლის 12-13 აპრილს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.

მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობის დინამიკაზე, განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისმნიშვნელობას, ამ მხრივ დადებითად შფასდა ზიგფრიდ ბრაკეს განხორციელებული ვიზიტი საქართველოში. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ბელგიას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების დიდ პოტენციალს და ორივე მხარის მზაობას განავითარონ შემდგომი ურთიერთობები.  

ბელგიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ მიხეილ ჯანელიძეს მიულოცა ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმისამოქმედება მიულოცა და კიდევ ერთხელ დაუდასტურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბელგიელ სტუმარს გააცნო საქართველოს ხელისუფლების მიერ, მათ შორის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები და ევროკავშირთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები. მიხეილ ჯანელიძემ ბელგიის  პარლამენტის თავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოსოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებაზე და  მადლობა გადაუხადა ბელგიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

 თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც გასულ კვირას პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, მთავრობას შენიშვნები აქვს. 

მთავრობის შენიშნები 17 გვერდისგან შედგება და ის პარლამენტს უკვე წარედგინა. პარლამენტში მთავრობის ადმინისტრაციაში მომზადებულ დასკვნაზე საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვისას იმსჯელებენ. 

მაგალითად, მთავრობას მიაჩნია, რომ გაუმართლებელი და მიზანშეუწონელია აკრძალვა, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გადაწყვეტილების მომზადებისა და მიღების პროცესში, თამბაქოს ინდუსტრიის მონაწილეობას ითვალისწინებს. 
მთავრობა საკუთარ დასკვნაში, პროექტში ჩაწერილ ცალკეულ რეგულაციებსა და ნორმებს ”ბუნდოვანად” და ”გაუგებრად” აფასებს. 
მთავრობას არ მოსწონს პროექტის ის ჩანაწერი, რომლის მიხედვით, იკრძალება თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მისი მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია და განლაგება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე ან ნებისმიერი სხვა სახით იმგვარად, რომ ხილვადი იყოს ობიექტის გარედან და ასევე, ობიექტის შიგნით. ამასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაცია საკუთარ დასკვნაში წერს, რომ აღნიშნული აკრძალვა თამბაქოს პროდუქტების განთავსებისა და რეალიზაციისთვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებზე არ უნდა გავრცელდეს. 
მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს მომხმარებლისათვის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა. 
”ხილულად განლაგების აკრძალვის შემოღება მნიშვნელოვნად დააზარალებს ობიექტებს, რომლებიც აღნიშნული პროდუქციის რეალიზებას ახორციელებენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, საქართველოში დაახლოებით ასეთი 10 000 სავაჭრო წერტილია, სადაც მხოლოდ პროდუქციის განლაგებაში ყოველწლიურად დაახლოებით 35 მილიონი ლარი იხარჯება. თამბაქოს პროდუქციით საცალო ვაჭრობაში დასაქმებულთა რაოდენობა საშუალოდ 22 000 ადამიანს აღწევს”, - აღნიშნულია პარლამენტში გაგზავნილ დასკვნაში. 
მთავრობა ასევე მხარს არ უჭერს ე.წ. ”დრაივის“ - გზის სავალ ნაწილზე თამბაქოს რეალიზაციის აკრძალვას.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საკონსტიტუციო კომისიის მიმართ შენიშვნა აქვს არასამთავრობო სექტორსაც. ინიცირებულ პროექტში ადამიანის უფლებების სწავლების ცენტრი ითხოვდა, რომ უზენაეს კანონში მოქალაქის სოციალური უფლებებიც ყოფილიყო გაწერილი. იგულიხმება საცხოვრებლის, შრომის და განათლების უფლება. განხილვების შემდეგ გადაწყდა, რომ მსგავსი ჩანაწერი კონსტიტუციაში არ იქნება. ფინანსური კუთხით მმართველი გუნდისთვის ინიციატივა ნაადრევია. ეს არის შემთხვევა, როდესაც ,,ქართული ოცნების” პოზიციას ოპოზიციაშიც ეთანხმებიან. 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის ინიციატივით, სოფელ ნიქოზის საჯარო ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში, ეროვნულ საშენი მეურნეობიდან გამოყოფილი 100-მდე ტუიას, მუხისა და კაკლის ნერგები დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა ბაგა-ბაღის პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად, ადგილობრივმა მოსახლეობამ, ასევე ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მიიღეს. 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

კოოპერატივი „თამარის ჩაი“ პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში იმერეთის რეგიონში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას ახორციელებს. პროგრამა „ქართული ჩაის“ მენეჯერი ლევან უროტაძე და იმერეთის გუბერნიის წარმომადგენლები ხონის რაიონში დაფინანსებულ კოოპერატივს ესტუმრნენ და რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს. კოოპერატივი „თამარის ჩაი“ პროგრამაში 2017 წლის 13 იანვარს ჩაერთო და 15.1 ჰექტარზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას მოახდენს, სულ სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება - 37 735 ლარს შეადგენს, რომლიდანაც კოოპერატივს სამუშაოების ღირებულების 80% -ს 30 188 ლარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დაუფინანსებს. აღნიშნულ კოოპერატივს, მას შემდეგ რაც რეაბილიტირებული პლანტაცია სრულ მსხმოიარობაში შევა (24-36 თვე), სააგენტოსგან სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემა ჩაის პირველადი გადამუშავების ყველა საჭირო მანქანა დანადგარი. პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ჩართულია 17 ბენეფიციარი. ჩაის სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი შეადგენს - 515.89 ჰექტარს, ხოლო ჯამური ინვესტიცია გახლავთ 1 285 989 ლარი, საიდანაც 924 226 80 ლარი სახელმწიფო თანადაფინანსებაა. პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა. ასევე თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის დაფინანსებას მიიღებენ იურიდიული პირები, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ -ფარგლებში, რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმის“ და გორის რაიონის სოფელ შავშვების საჯარო სკოლის მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილები ჩაუტარეს.

სპეციალურად გადამზადებულმა პატრულ-ინსპექტორებმა მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის წესები დეტალურად აუხსნეს და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სამართალდამცველებმა მოზარდების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს.

პატრულ-ინსპექტორებმა მოსწავლეებს საპატრულო ეკიპაჟის ავტომანქანები და აღჭურვილობა დაათვალიერებინეს და საპატრულო პოლიციის საქმიანობის სპეციფიკა გააცნეს.

შსს-ს წარმომადგენლებმა მოზარდებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული პრომო-მასალა და სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიანი კამპანია 2015 წელს დაიწყო. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 252-მა წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო, მათი ინფორმაციით, ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე, დეპარტამენტის თანამშრომლები და ახალწვეულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.
„შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ წვევამდელებს ფიცის მიღება მიულოცა. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ჯარისკაცები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. შესაბამისი წვრთნების შედეგად წვევამდელები სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიონალი ჯარისკაცისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. 

ახალწვეულები უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებით, უფასო კვებით და ისარგებლებენ მოკლევადიანი შვებულებით, ასევე მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში.

სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, სურვილის და შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

სერგეი ლავროვს სოხუმში ხვალ ელოდებიან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სერგეი ლავროვი რაულ ხაჯინბას შეხვდება. რუსი მინისტრი მონაწილეობას მიიღებს რუსეთის საელჩოს ახალი შენობის გახსნის ცერემონიალში. რუსეთის პირველი დიპლომატის აფხაზეთში დაგეგმილ ვიზიტს გმობენ თბილისში და მას ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯს უწოდებენ.ოპოზიცია კი, რუსეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების შერბილებულ პოლიტიკაზე საუბრობს, რასაც მათი მტკიცებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსკოვის გააქტიურება მოჰყვა შედეგად.ამავე თემაზე განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა.

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო
გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური

 
JoomShaper