Items filtered by date: პარასკევი, 14 აპრილი 2017 - NEWSDAY GEORGIA

16-17 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.

საბურთალოს, კუკიის, მუხათგვერდის და თბილისის ზღვის სასაფლაოების მიმართულებით ავტომანქანები შემდეგი მარშრუტებით იმოძრავებენ: საბურთალოს სასაფლაოსთან ავტომანქანებით მისვლა შესაძლებელი იქნება ვაჟა-ფშაველას გამზირიდან სანდრო ეულის ქუჩის და უნივერსიტეტის ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები უნივერსიტეტის ქუჩით, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით დატოვებენ. კუკიის სასაფლაოს მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება საბჭოს მოედნიდან, ნორიოს აღმართის და მამარდაშვილს ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები ცაიშის, ქვალონის, აბაშიძის და 9 ძმის ქუჩებით დატოვებენ. მუხათგვერდის სასაფლაოსკენ ავტომანქანებისთვის მოძრაობა იქნება წრიული – აღმაშენებლის ხეივნიდან გიორგი ბრწყინვალის ქუჩის გავლით. თბილისის ზღვის სასაფლაოს მიმართულებით ავტომანქანებისთვის მოძრაობა ნებადართული იქნება ხუდადოვის და ანაპის დივიზიის ქუჩებით, თემქის მხრიდან. სასაფლაოდან წამოსვლა შესაძლებელი იქნება მუხრანის და ხუდადოვის ქუჩებით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი სასაფლაოებთან მიმოსვლისთვის ამავე მარშრუტებით იმოძრავებს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

უკრაინული ავიაკომპანია “Bravo Airways,” რომელიც გასული წლის განმავლობაში კიევსა და ბათუმს შორის ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას ასრულებდა, აღნიშნული მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს. კიევი-ბათუმი- კიევის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულებას “Bravo Airways” 17 ივნისიდან დაიწყებს. ფრენები 2 სექტემბრამდე, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, Boeing B737 და MD83-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით

განხორციელდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას ფრენის ნებართვა 12 აპრილს მიენიჭა.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდეს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდეს ცალმხრივად.

ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

 

დღეს წითელი პარასკევია, დიდმარხვის ყველაზე მძიმე დღე. ეკლესიებში მაცხოვრის ჯვარზე გაკვრის, ჯვრიდან გარდამოხსნის და დატირების რიტუალი შესრულდება. წითელ პარასკევთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში მსახურებას ილია მეორე აღავლენს.

სამების საკათედრო ტაძარში ამ წუთებში ლოცვებს კითხულობენ. გარდამოხსნის რიტუალი კი 2 საათზე დაიწყება, რადგან სახარების თანახმად სწორედ ამ დროს მიიცვალა ქრისტე ჯვარზე.

დღეს მორწმუნეები, ჯვარცმასთან დაკავშირებით, სიმბოლურად კვერცხებს წითლად ღებავენ. ხვალ საღამოს კი ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია დაიწყება. კვირას მორწმუნეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავენ.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი მოქალაქეებს დედა ენის დღეს ულოცავს:

"1978 წლის 14 აპრილი ჩვენ უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია.
როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ ეროვნული ენებისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამოსული ათასობით ადამიანი წინ აღუდგა ამ განზრახვას. მათ უდიდეს ნაწილს ახალგაზრდობა შეადგენდა.
იმ სულისკვეთებისა და მუხტის დასახასიათებლად, რაც მაშინ მთლიანად საქართველოში ტრიალებდა, საკმარისია ვთქვათ, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ავტორიტარული ხელისუფლება იძულებული გახდა ხალხისათვის დაეთმო.
საბჭოეთის ისტორიაში პირველმა მშვიდობიანმა საპროტესტო დემონსტრაციამ არა მხოლოდ ქართულს შეუნარჩუნა სახელმწიფო ენის სტატუსი, არამედ მთლიანად ბოლშევიკური იმპერიისთვის იქცა გარდამტეხ მოვლენად. სწორედ ამ დღემ მისცა პირველი ბიძგი ოთხმოციან წლებში ეროვნული მოძრაობის აღმავლობასაც.  
ქართული ენის დაცვა ხომ ამავდროულად იმ სახელმწიფოს აღდგენისკენ სწრაფვა იყო, რომლის ხსოვნასა და იდეასაც თითოეული ქართველი გულით ატარებდა, რომლის თავისუფალ მოქალაქეებსაც დღეს ჩვენ ყველანი წარმოვადგენთ.
და თუმცა ჩვენ მშობლიურ ენას მსგავსი საფრთხე აღარასდროს დაემუქრება, პასუხისმგებლობა მის წინაშე განუწყვეტლივ გვაკისრია - რათა აღვუდგინოთ მისი განსაკუთრებული ადგილი მსოფლიო ცივილიზაციაში, ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ხელი შევუწყოთ ქართულის შესწავლაში და ამით განვამტკიცოთ მისი სახელმწიფო სტატუსი,"- აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 14 აპრილი 2017 12:55

ჟანეტა არჩვაძე გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი ჟანეტა არჩვაძე გარდაიცვალა. ჟანეტა არჩვაძე ტელევიზიაში მისი დაარსების დღიდან მუშაობდა და წლების განმავლობაში მიჰყავდა როგორც საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“, ასევე, სხვადასხვა მხატვრული, შემეცნებითი და საბავშვო გადაცემა. 

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 16 და 17 აპრილს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, მუნიციპალური  ავტობუსები  თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ.

მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მეტროსადგურ  „დიდუბიდან“ გაიყვანს,  კუკია-მახათასკენ - სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოზე - მეტროსადგურ „დელისიდან“, თბილისის ზღვის სასაფლაოზე - მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“, ასევე, ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი დოდო ჭიჭინაძის ქუჩის  N25-ე კორპუსის მიმდებარედ გაჩერდება, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ  მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან იმოძრავებს.

გარდა ამისა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 15 აპრილს მეტროს მუშაობა 00:00 საათიდან 16 აპრილის დილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

 

დონალდ დონალდ ტრამპმა ავღანეთში განხორციელებული იერიში უკვე შეაფასა და მას "ძალიან წარმატებული მისია" უწოდა.

სამიზნე დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს შენაერთები და მიწისქვეშა გვირაბები იყო. შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ყველაზე დიდი არაბირთვული ბომბი გამოიყენა.

9 ათას 797 კილოგრამიანი GBU-43 ტიპის ბომბს, სამხედრო სფეროში მოიხსენიებენ, როგორც ბომბების დედას და ასეთი მასშტაბური ბომბი შეერთებულ შტატებს ჯერ არ გამოუყენებია. ვრცელდება ბომბის სატესტო აფეთქების დროს გადაღებული პირველი კადრებიც.

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

რამდენიმე თვიანი მზადების შემდეგ, აშშ-მა საომარ პირობებში პირველად გამოიყენა ყველაზე ძლიერი არაბირთვული ბომბი,  რომლის წონა 9,5 ტონას შეადგენს. სამიზნე ავღანეთში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ იყვნენ. 
დარტყმა გუშინ, ავღანეთის ნანგარხარის პროვიცნციაში განხორციელდა. ის პაკისტანის საზღვართან ახლოს მდებარეობს და ფაქტობრივად არ კონტროლდება. არსებული ინფორმაციით,  სამიზნე „ისლამური სახელმწიფო“ იყო, მათი გვირაბთა სისტემა , რომელითაც „ბოევიკები“ გადაადგილდებიან.

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 14 აპრილი 2017 10:11

დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. 

იესოს მოძულე მღვდელმთავრებმა იუდას შემწეობით შეიპყრეს იგი და წარუდგინეს ურიასტანის მმართველს პონტოელ პილატეს და მისი ჯვარცმა ითხოვეს. იგი გოლგოთის მთაზე აიყვანეს, სადაც ებრაელები დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდნენ. მაშინ პასექის დღესასწაული იყო და ერთი დასასჯელის განთავისუფლება შეიძლებოდა. პილატემ ავაზაკი ბარაბა გამოიყვანა და იკითხა: რომელი გავათავისუფლოთო. ხალხმა ბარაბას გათავისუფლება ითხოვა. პილატე არ იყო დარწმუნებული ქრისტეს დანაშაულში, მაგრამ ხალხის შფოთს მოერიდა, ტაშტი მოატანინა, ხელები დაიბანა და თქვა: ამ საქმეში მე უბრალო ვარო. ამის შემდეგ, ხალხის მოთხოვნით, ქრისტე ჯვარს აცვეს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური