Items filtered by date: ხუთშაბათი, 13 აპრილი 2017 - NEWSDAY GEORGIA

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში საჰაერო დარტყმა განახორციელა. ინფორმაციას ამის თაობაზე "სიენენი" ოთხ ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნჯობით ავრცელებს.
მასიური ბომბი სახელწოდებით, "MOAB", რომელსაც "ყველა ბომბის დედას" უწოდებენ, ადგილობრივი დროით, შვიდ საათზე ჩამოაგდეს ავღანეთში. საჰაერო თავდასხმის სამიზნეს ტერორისტული დაჯგუფება, "ისლამური სახელმწიფო" წარმოადგენდა. თავდასხმა ნანგარჰარის პროვინციაში, აჩინის გარეუბანში განხორციელდა. 
ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერლის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის იარაღი აშშ-მ ერაყის ომის დროს შექმნა და ეს ყველაზე ძლიერი, 9,5 ტონიანი ბომბი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მან პირველად გამოიყენა.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

Samsung-მა ახალი, ინოვაციური სმარტფონები Galaxy S8 და S8+ წარმოადგინა. უსაზღვრო ეკრანი, უსაფრთხოების ინოვაციური მექანიზმი, დახვეწილი კამერა და საუკეთესო მახასიათებლები - ეს ახალი სმარტფონების უპირატესობებია.
სმარტფონის ეკრანს ფაქტიურად არ აქვს ჩარჩოები და დღეს არსებულ სმარტფონებს შორის Galaxy S8 | S8+ აქვს ეკრანის ყველაზე მაღალი თანაფარდობა კორპუსთან (84%) . მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ ”სმარტფონი უსაზღვრო ეკრანით”, რაც ძალიან ეფექტურია და არსებული სმარტფონებისგან რადიკალურად განსხვავდება. მისი დიზაინი იმდენად შთამბეჭდავია, რომ ნებისმიერი სმარტფონი მის გვერდით გამოიყურება არასრულყოფილად, ძველმოდურად და მოსაწყენად. Samsung-შიაცხადებენ, რომ Galaxy S8 | S8+ არის სმარტფონების განვითარების მწვერვალი და სამყაროს შეცნობის ახალი გზა!
Galaxy S8 | S8+ აქვს უსაზღვრო ეკრანი, რომელზეც რამდენიმე აპლიკაციის ერთროულად გამოტანაა შესაძლებელი. მაგალითად, თუ თქვენ უყურებთ რაიმე სახალისო ან თქვენთვის საინტერესო ვიდეოს, პარალელურად შეგიძლიათ გააგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ან შეასრულოთ თქვენთვის სასურველი ფუნქცია ისე, რომ ვიდეოს ყურება არ შეწყვიტოთ. 
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დღეს Galaxy S8 | S8+ ყველაზე დაცული სმარტფონია. მასში გამოყენებულია პირადი ინფორმაციის დაცვისა და უსაფრთხოების ინოვაციური და ყველაზე საიმედო მექანიზმები. გარდა სტანდარტული თითის ანაბეჭდის სკანერის, კოდური სიტყვის, ნახატისა და პინკოდისა, Galaxy S8 | S8+ ში ინფორმაციის დაცვა შესაძლებელია თვალის ფერადი გარსის სკანერით - ყველაზე საიმედო ბიოლოგიური ავტორიზაციის მეთოდით. ის, რაც ადრე მხოლოდ ჰოლივუდურ ფილმებში გვინახავს, დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომია. თვალის ფერადი გარსის სკანერით სმარტფონის განბლოკვის გარდა, შესაძლებელია ნებისმიერი ფაილისა და აპლიკაცაიის დაცვა. 
Samsung-ის ახალი სმარტფონები მიგნებაა ფოტომოყვარულთათვისაც. ორმაგი პიქსელების ტექნოლოგიით აღჭურვილიკამერა უზრუნველყოფს ვიდეოსა და სურათის გადაღებისას ფოკუსირების საოცარ სიჩქარეს და, შესაბამისად, მკვეთრ გამოსახულებას არასაკმარისი განათების პრიობებშიც კი.
სიახლეს არ წარმოადგენს, რომ Samsung ხშირად აოცებს მომხმარებელს. გამონაკლისი არც ამ შემთხვევაშია. Galaxy S8 | S8+ აღჭურვილია უახლესი ოპერაციული (Android 7.0 Nougat) სისტემით და აქვს საოცრად მარტივი და მოქნილი ინტერფეისი, რომელიც მომხამრებელს ანიჭებს სრულ თავისუფლებას.
Galaxy S8 |S8+ ში გამოიყენება Samsung - ის წარმოების უძლიერესი Exynos 8895 პროცესორი, რომელიც გამოირჩევა საოცარი წარმადობით და ენერგოეფექტურობით; ხოლო, 10 ნანო მეტრიანი ტექნოლოგიის ხარჯზე მისი გადახურება ფაქტობრივად შეუძლებელია. 
Galaxy S8 | S8+ წინასწარი შეკვეთა სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში 18 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლითაა შესაძლებელი, ხოლო ოფიციალური გაყიდვები 8 მაისიდან დაიწყება. წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში - მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს Samsung-ის 2017 წლის 360-იან ფორმატის კამერას (Gear 360) და 32 გბ-იან უმაღლესი კლასის მეხსიერების ბარათს UHD ვიდეოების ჩასაწერად.


 


გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პრეზიდენტის არჩევის წესზე, მის უფლება-მოვალეობებსა და საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მსჯელობენ. სწორედ ამ თემებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებდა ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი კომისიის მუშაობის შესაძლო ბოიკოტირებას.ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი, ბოიკოტის რეჟიმს ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ ბლოკები მისთვის მიუღებელია.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად ძიძიგური, აცხადებს, რომ ბოიკოტის გამოცხადება თავად პოლიტიკური პარტიებისთვის არის ცუდი.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, ოპოზიციას ულტიმატუმებით საუბარს უწუნებს.

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით ვეტოს გაფართოება იგეგმება. აღნიშნულ საკითხზე დღეს საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იმსჯელეს. კერძოდ, პრეზიდენტს უფლება ექნება, ვეტო დაადოს პარლამენტის მიერ მიღებულ საბიუჯეტო პროექტს და ასევე, იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელზეც გადაწყვეტილებას პარლამენტი ხმათა ¾-ით მიიღებს. 
ცნობისთვის, დაგეგმილია კონსტიტუციაში ცვლილებების ორი წესით განხორციელება. პარლამენტს შეეძლება კონსტიტუციაში ცვლილებები ¾-ით მიიღოს და პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნოს. მეორე წესია, როცა პარლამენტი ცვლილებებს 2/3 მიიღებს, მაგრამ ის ვერ ამოქმედდება და ძალაში ვერ შევა, ვიდრე მომდევნო მოწვევის პარლამეტი ასევე ხმათა 2/3-ით არ დაამტკიცებს. 

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

გივი ბერიკაშვილს დღეს მეგობრები, კოლეგები, ოჯახის წევრები და მისი ნიჭისა და შემოქმედების თაყვანისმცემლები დაემშვიდობნენ. მარჯანიშვილის თეატრში დილიდან მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

გივი ბერიკაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.

“ვემშვიდობებით ადამიანს, რომელიც უყვარდა და უყვარს მთელ საქართველოს. გივი ბერიკაშვილი გვაჩვენებდა იმ კარგს, რაც ჩვენში არის. ეს იყო კაცი, რომელიც გარდა იმისა, რომ იყო არაჩვეულებრივი მსახიობი, იყო ძალიან სწორი მოქალაქე, ყოველთვის იდგა საზოგადოების გვერდით,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

ავადმყოფობის შედეგად 83 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 10 აპრილს გარდაიცვალა.

სახალხო არტისტს დღეს საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

აჭარის მთავრობა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხილვანაში მცხოვრებ 28 ეკომიგრანტ ოჯახს უსაფრთხო საცხოვრისის შეძენის მიზნით 25 000 – 25 000 ლარს გამოუყოფს. 
  აღნიშნული გადაწყვეტილება, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისის 12 აპრილის სხდომაზე იქნა მიღებული.
მათი ცნობით, კომისიის სარეკომენდაციო გადაწყვეტილებით, დახმარება ჯამში სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 33 ოჯახს გაეწევა, რისთვისაც გამოიყოფა 750 000 ლარი. 

”ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხილვანაში მცხოვრებ 28 ოჯახზე გაიცემა თითოეულზე 25 000 ლარი უსაფრთხო საცხოვრისის შეძენის მიზნით.

გეოლოგიურად უსაფრთხო ტერიტორიაზე სახლის მშენებლობისათვის სოფელ ახალშენში 1 ოჯახს გამოეყოფა 15 000 ლარი.
ხანძრის შედეგად დაზარალებული 4 ოჯახის დახმარების მიზნით გამოიყოფა 35 000 ლარი.

კომისიის გადაწყვეტილებით, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა, დააწესოს მკაცრი კონტროლი სოფ. ქვედა თხილვანაში მცხოვრებ 28 ოჯახზე გამოყოფილი თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე.

კიდევ ერთხელ გაფრთხილებული იქნა სოფ. თხილვანის მოსახლეობა, რომ ადგილზე მათი ცხოვრება შეიცავს ყოველდღიურ საფრთხეს და საცხოვრისით გრძელვადიან უზრუნველყოფამდე შეთავაზებული იქნა ქირის თანხები ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვების მიზნით.
მიმდინარე წელს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ - „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ ფარგლებში, თანადაფინანსებით საცხოვრებელი ფართი შეუძინა 20 ეკომიგრანტ ოჯახს, გახარჯულმა თანხამ შეადგინა 500 913 ლარი”, - აცხადებენ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში

გამოქვეყნებულია საზოგადოება

სენაკის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ თეკლათში 85 წლის მარტოხელა მოხუცი მამაკაცი გაძარცვეს. ალექსანდრე ადამიას თქმით, 2 თავდამსხმელი მას ბლაგვი იარაღით ფიზიკურად გაუსწორდა. დამნაშავეებმა 80 ლარი წაიღეს.დაზარალებული ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს სადაც მას ერთი საათის წინ ყბა-სახის ოპერაცია ჩაუტარდა.დაზარალებული მომხდარს პირად ანგარიშსწორებას უკავშირებს, თუმცა გამოძიება ძარცვის მუხლით მიმდინარეობს.

 

 

გამოქვეყნებულია სამართალი

მარჯანიშვილის თეატრში გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. 

გარდაცვლილის ოჯახს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მეუღლესთან ერთად მიუსამძიმრა. ოჯახს მიუსამძიმრეს მთავრობის წევრებმა, დეპუტატებმა, სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა, კულტურის სფეროს მოღვაწეებმა და მოქალაქეებმა მიუსამძიმრეს. მარჯანიშვილის თეატრში მივიდა ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი. 

გივი ბერიკაშვილს დღეს, საბურთალოს ამაღლების ეკლესიის ეზოში 15:00 საათზე დაკრძალავენ. 

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში 10 აპრილს გარდაიცვალა. 

ცნობილი ქართველი მსახიობი ფილტვებზე არსებული პრობლემებით საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. 

გივი ბერიკაშვილი 1933 წლის 12 მაისს გურჯაანის სოფელ კოლაგში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა  თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 

სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში.  იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი. 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. სასამართლომ ელისოკილაძესა და ალეკო ელისაშვილს ცილისწამებისთვის ფულადი ჯარიმა დააკისრა.

საქმე ეხება, საჯარო განცხადებებს, სადაც მათ ეკა ბესელიას მიერ პატიმრებისგან შესაძლო ქრთამის აღების შესახებ ისაუბრეს. უკვე ცნობილია, რომ თბილისის საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

“ჩემთვის როგორც ადამიანისთვის, ადამიანის უფლებათა დამცველისთვის, იმ კომიტეტის თავმჯდომარისთვის, რომელსაც მე მაშინ წარმოვადგენდი, იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამ ცილისწამებების გამოვლენა და ამ ფაქტების უარყოფა. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ მივმართეთ და გამოძიება მიმდინარეობდა, დასკვნა დაიდო ძალიან დეტალური, გამოქვეყნდა საჯაროდ და იქ აღმოჩნდა, რომ არცერთი ფაქტი, ინფორმაცია რომელსაც ელისაშვილი აცხადებდა და მას მეორე ხმაში ყვებოდა, ასევე ცილისმწამებელი, ჟურნალისტად წოდებული ელისო კილაძე, არცერთი ეს ფაქტი არ დადასტურდა გამოძიების შედეგად,“ - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

თბილისის საკრებულოს დეპუტატის ალეკო ელისაშვილის თქმით, ბესელიამ ზუსტად იცის რომელ მოსამართლეებს დაეწერება საქმეები.

“ რახან ბესელია დარწმუნებულია რომ ორივე ინსტანციას მოგვიგებს, როგორც ჩანს მას აქვ გარანტიები და ზუსტად იცის რომელ მოსამართლეებს დაეწერება საქმეები და ეს არის ჩვენი სასამართლოს და სახელმწიფოს უბედურება“ - განაცხადა ელისაშვილმა.  

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
გვერდი 1/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური

 
JoomShaper