Items filtered by date: ოთხშაბათი, 12 აპრილი 2017 - NEWSDAY GEORGIA

თბილისის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში"  გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულთათვის „თიბისი ბანკიში" (მერიის მომსახურე ბანკის) ამ მიზნით გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე 1 035 000 ლარი გადაირიცხება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.მერიის ცნობით, დაზარალებული მეწარმეები თანხის აღებას 13 აპრილს, 15:00 საათიდან  „თიბისი ბანკის" სამ ფილიალში შეძლებენ: ცენტრალურ ფილიალში-ჭავჭავაძის N11-ში, მარჯანიშვილის ფილიალში - მარჯანიშვილის N 7-ში და დიდუბის ფილიალში - წერეთლის N 117-ში. "ბავშვთა სამყაროს“ მეწარმეები შესაბამისი განაცხადის გაფორმებისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემდეგ 3 000 ლარს, ერთჯერადი დახმარების სახით, ნაღდი ანგარიშსწორებით მიიღებენ. თბილისის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან დახმარება საერთო ჯამში 345 დაზარალებულს გაეწევა. აღნიშნულთან დაკავშირებით, დედაქალაქის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილება 11 აპრილის საკრებულოს სხდომაზე შევიდა",-ნათქვამია მერიის განხაცდებაში. 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო „ჭიაკოკონობასთან“ დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს. გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნებისმიერი ტიპის ნარჩენების ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე.

„საქართველოში, ტრადიციულად, აღდგომის წინა ოთხშაბათს ე.წ. ჭიაკოკონობა იმართება. კოცონის დასანთებად ავტომობილების საბურავებს და პლასტიკურ მასალებს იყენებენ,  შედეგად  გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კარცეროგენული ნივთიერებები და აირები გამოიყოფა. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ რიტუალში.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მიმართავს მოსახლეობას - არ დაწვან საბურავები და პლასტიკური მასალები.

ნებისმიერი ტიპის ნარჩენების ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი დააწესებს მკაცრ კონტროლს აღნიშნულ ქმედებაზე და ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ ზომებს გაატარებს“, - აცხადებენ სამინისტროში.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა სახელმწიფოს პრიორიტეტია, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე განაცხადა.გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითი კომისიის მორიგ სხდომაზე კომისიის წევრებმა 2016 წლის სამუშაოები შეაჯამეს. სხდომაზე ასევე განიხილეს უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი სამუშაოები. სხდომას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ხელმძღვანელობდნენ. კომისიის მუშაობაში ჩართულები არიან სხვადასხვა სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 12 აპრილი 2017 17:22

კრებულის პრეზენტაცია თსუ-ში

„პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამუკიდებელ საქართველოში“ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კრებულის პრეზენტაცია გაიმართა.  კრებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნებს შეეხება და  აერთიანებს არჩევნების შესახებ შემორჩენილ ყველა დოკუმენტს, საგაზეთო ჩანართს, პოლიტიკურ ლექსებს, მოწოდებებსა და კარიკატურებს. კრებული, საარქივო დოკუმენტებისა და პერიოდულ გამოცემებში დაბეჭდილი მასალების გამოყენებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მიერ მომზადდა.ქართულ-ინგლისური  პუბლიკაცია ცესკო-სა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის   მხარდაჭერით გამოიცა. 

 

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარდა.13 აპრილს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.3915 ლარი იქნება.12 აპრილს ერთი დოლარის ფასი 2.4097 ლარი იყო.ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა.ხვალ ერთი ევროს შეძენა 2.5357 ლარად იქნება შესაძლებელი.

 

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის ექსპერტი, ვიცე-პოლკოვნიკი კლოდ მურმანი გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის მედლით დააჯილდოვა. 
მინისტრის პირველმა მოადგილემ სამხედრო ექსპერტს საქართველოში წარმატებული მისიისთვის მადლობა გადაუხადა. 
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პოლკოვნიკმა კლოდ მურმანმა საქართველოში საკუთარი საქმიანობა შეაჯამა და აღნიშნა, რომ ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით საქართველოში მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება. ბელგიის სამეფოს ოფიცერს მედალი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საქმეში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა. ვიცე-პოლკოვნიკ კლოდ მურმანის სამშობლოში როტაცია საქართველოში ექვსი თვის მოღვაწეობის შემდეგ განხორციელდა. მას ვიცე-პოლკოვნიკი ვინსენტ ჰენკინეტი შეცვლის, რომელიც გასული წლის აპრილ-ოქტომბერში სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის პროექტის მრჩეველად უკვე მუშაობდა. სამხედრო ექპერტის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით დაჯილდოების ცერემონიალს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები, ნატოს ძირითადი ჯგუფის, ასევე სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის ექსპერტები დაესწრნენ.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

19 აპრილიდან თბილისი თბილისის მოდის კვირეულის მომდევნო საგაზაფხულო სეზონის მასპინძელი იქნება. კვირეულის ოფიციალური განრიგის მიხედვით, 5 დღის განმავლობაში ახალ კოლექციებს ოცამდე ქართველი და უცხოელი დიზაინერი წარადგენს. ჩვენებების ძირითადი ნაწილი ქარვასლაში გაიმართება.თბილისის მოდის კვირეული ტრადიციას ამკვიდრებს და გასნის დღეს ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდებს უთმობს. თბილი სიო და ღვინის ქარხანა N1 ცნობილი ქართველი მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის საღამოს და მისი სამოსის ჩვენებას უმასპინძლებს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ქუთაისიდან თბილისში პარლამენტის გადატანას აპროტესტებს ნაციონალური მოძრაობა. ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, უმრავლესობა პარლამენტის გადატანას გამარტივებული პროცედურებით აპირებს, რაც ქალაქს ფუნქციას დაუკარგავს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ნაბიჯით ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაასამარებს ქუთაისის მომავალს. მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს საკუთარი დაპირება და დატოვოს საქართველოს კონსტიტუციაში 48-ე პრიმა მუხლი, რომლითაც ქუთაისში პარლამენტის ადგილსამყოფელი არის განსაზღვრული,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა გიგა შუშანიამ.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საერთაშორისო ზარების შემომტანი 12-მდე ოპერატორი შესაძლოა, გაითიშოს. ამის შესახებ ოპერატორებმა დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათი თქმით, შეტყობინებები შესაძლო გათიშვასთან დაკავშირებითჯეოსელისგანმობიტელისგან და მაგთისგან მიიღეს.ისინი პროვაიდერი კომპანიების ახალ სატარიფო სისტემას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ კომპანიები მარეგულირებელი კომისიის მიერ დაწესებულ რეგულაციებს არ ითვალისწინებენ.ამ საკითხზე მარეგულირებელი კომისია ხვალ იმსჯელებს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველოში ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე შიდა კვოტები დაწესდა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის შესაბამის ურთიერთშეთანხმების დოკუმენტს მოეწერა ხელი.

კვოტები განისაზღვრა 6 ნივთიერებაზე, კერძოდ: გაბაპენტინზე, ბაკლოფენზე, ზოპიკლონზე, ზალეპლონზე, ტროპიკამიდსა და დექსტრომეტორფანზე.

„კვოტების დადგენის მთავარი მიზანია ფსიქოტროპულ ფარმაცევტულ პროდუქციაზე ქვეყნის შიგნით შემოტანის რაოდენობის განსაზღვრა. ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მსგავსი სახის მედიკამენტების არასაჭიროებისამებრ მოხმარების შეზღუდვას.

ბოლო პერიოდში არაერთი ცვლილება განხორციელდა ე. წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ წინააღმდეგ, ამ მიმართულებით გატარებულმა რეფორმებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ინტრავენური სააფთიაქო ნარკომანია, თუმცა ტაბლეტირებული ფორმა კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება. შიდა კვოტების განსაზღვრა ე. წ. სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე შიდა კვოტების განსაზღვრის გადაწყვეტილება, სპეციალურ საბჭოზე მიიღეს, რომლის თავმჯდომარეა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თანათავმჯდომარე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. საბჭოს შემადგენლობაში პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე და ორი უწყების შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები არიან. ერთობლივ სათათბირო ორგანოს აქვს ნებისმიერ დროს შეკრების უფლებამოსილება და დეფიციტის შემთხვევაში, ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე კვოტების გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
გვერდი 1/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური

 
JoomShaper