Items filtered by date: სამშაბათი, 11 აპრილი 2017 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრად განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციართა რიცხვს კომპანია შპს „კაფსულო“ შეემატება, რომელიც მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ყავის კაფსულების მწარმოებელ საწარმოს 2017 წლის ოქტომბრის თვეში გახსნის და 2 წლის შემდეგ საკუთარი პროდუქციას აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინასა და ყაზახეთში ექსპორტზე გატანას გეგმავს.

შპს „კაფსულო“ აწარმოებს, როგორც სწრაფი მომზადების ყავის კაფსულებს სპეციალური აპარატებისათვის, ასევე მოხალული ყავის მარცვლებს, დაფქულ ყავასა და დაფასოებულ ცივ ყავას ალუმინის ბრენდირებულ ქილებში. შპს „კაფსულოს“ ყავის მარცვლებს, ევროპის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია აწვდის და მისი დანადგარები მსოფლიო ლიდერი კომპანიების „NESPRESSO“-ს და „STARBUCKS“-ის ანალოგიურია.

შპს „კაფსულო“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 22 000 000 ლარს შეადგენს.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კახეთის გზატკეცილზე, „ავტოვაზის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შპს „კაფსულოს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ორი ერთეული 12064 კვ.მ და 4928 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები 412 000 ლარად საინვესტიციო პირობებით გადასცა.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგა. 

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პარლამენტის წევრებს თავდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმები და ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო. ლევან იზორიას განცხადებით, განხორციელებული რეფორმები ნატოს მიერ განსაზღვრულ სტრატეგიასთან აბსოლუტურ თანხვედრაშია. „ეს რეფორმები დანახულ იქნა ერთიან სისტემაში, გლობალურ კომპლექსში და ჩვენ ამ რეფორმებით ამაყად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ვართ თავსებადი არა მხოლოდ განცხადებებში, არამედ მოქმედებებში ნატოსთან და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან“, - განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. 

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება სტრუქტურაში განხორციელებულ ოპტიმიზაციისა და რეორგანიზაციის შესახებ გაამახვილა. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, დაზოგილი თანხები იმ სტრატეგიული პირველი მიმართულების ფარგლებში დასახული ამოცანების უზრუნველყოფას მოხმარდება, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, თავდაცვისუნარიანობისა და სამხედრო მზადყოფნის გაძლიერებას ემსახურება.

მოხსენებაში ლევან იზორიამ დეპუტატების ყურადღება რეფორმის ოთხ ძირითად მიმართულებაზე შეაჩერა: თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და მდგრადობის უზრუნველყოფა, რეგიონული უსაფრთხოება, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობა და რესურსების სწორი გადანაწილება.

მინისტრის სიტყვით გამოსვლაში ძირითადი ადგილი დაეთმო საერთაშორისო თანამშრომლობის, სამხედრო სწავლებების, სამხედრო-სავალდებულო სამსახურის აღდგენის, რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის საკითხებს. მინისტრი, ასევე შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების, საჰაერო თავდაცვითი სისტემის, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართული სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობასა და საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფის პროგრამას.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ დეპუტატებს თავდაცვის მინისტრისთვის კითხვების დასმის საშუალება მიეცათ. კომიტეტის წევრები თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციისა და რეფორმის პროცესის, რეზერვის სისტემის შესახებ კანონპროექტის, სამხედრო ავიაციის, სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციის, სამხედრო მოსამსახურეების საპენსიო უზრუნველყოფის საკითხებით დაინტერესდნენ.

თავდაცვის მინისტრის საკომიტეტო მოსმენას მინისტრის მოადგილეები - ლელა ჩიქოვანი, ნუკრი გელაშვილი და ზაალ კაპანაძე, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, პოლკოვნიკები - ნიკოლოზ ჯანჯღავა, შალვა ჯაბახიძე, ზაზა ჩხაიძე და კომიტეტის წევრები დაესწრნენ. პარლამენტში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სტუდენტებიც იმყოფებოდნენ.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

"ჩვენი მთავარი ამოცანაა, თითოეული თბილისელი გრძნობდეს, რომ ჩვენ ძალას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ მათი ცხოვრება გავხადოთ უკეთესი. ამისთვის ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ," - განაცხადა დავით ნარმანიამ საკრებულოში ანგარიშის წარდგენისას.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო ექსპერტს მარგარეტ ნიკოლსონს შეხვდა, რომელმაც საქართველოს 2014-2020 წლების ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის განხორციელებასთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადა.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმ მნიშვნელოვან წარმატებაზე, რომელსაც ქვეყანამ დემოკრატიული რეფორმების, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მიაღწია.
პრემიერმა საერთაშორისო ექსპერტს მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი კვლევის მომზადებისთვის, რომელშიც ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ არის აღიარებული და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიული განვითარებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით რეფორმებს განაგრძობს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის და სამთავრობო სამოქმედო გეგმის განხორციელება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და ამაზე მიუთითებს ის რეფორმებიც, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, საკუთრების უფლების, პენიტენციური სისტემის, მედიაპლურალიზმის, სამართლიანი არჩევნების, ბიზნესის თავისუფლებისა და ანტიდისკრიმინაციული პრინციპების განმტკიცების მიმართულებით განხორციელდა.
საქართველოს 2014-2020 წლების ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის განხორციელებასთან დაკავშირებული ანგარიში საერთაშორისო ექსპერტმა მეგი ნიკოლსონმა USAID-ის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროგრამის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით (UNDP) მოამზადა.

შეხვედრას გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი, USAID-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი დემოკრატიის, მართვისა და სოციალური განვითარების საკითხებში მონიკა აზიმი, UNDP-ის ადამიანის უფლებების დაცვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის პროგრამის კოორდინატორი რუსუდან ტუშური, USAID-ის პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე, ხოლო საქართველოს მხრიდან - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვის და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე, და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი ნატალია ჯალიაშვილი დაესწრნენ.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე კავკასიაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის დირექტორს მერსი ტემბონს შეხვდნენ. 

სოზარ სუბარმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის დირექტორს ის პროექტები გააცნო, რომლებსაც სამინისტრო დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს. შეხვედრაზე მინისტრმა დაგეგმილი რეფორმის პროექტის შესახებაც ისაუბრა. 

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა მინისტრს მათ მიერ ჩატარებული მოწყვლადი ფენების, მათ შორის დევნილების, კვლევის წინასწარი შედეგები წარუდგინეს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ადვოკატები არჩილ კაიკაციშვილი და გია ტაბლიაშვილი, საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურის მხრიდან საქართველოს უზენაესს სასამართლოში გასაჩივრებულ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ეხმაურებიან და სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურა და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს სამართლიანობის დამკვიდრების პროცესში. უკვე 100-მდე მოქალაქე არის ცნობილი დაზარალებულად, რომელთა მიმართაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ხდებოდა არამართლზომიერი ქმედებები, მათ შორის პოლიტიკური მოტივით დევნა. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმიანობაში ამ მიმართულებით გარკვეული ხარვეზებია. არადა, ეს გახლავთ ორგანო, ვინც უნდა განიხილოს აღნიშნული საქმეები და მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, რათა აღდგეს სამართლიანობა სააკაშვილის რეჟიმის დროინდელ უკანონოდ დევნილ პირებზე.
მაგალითად, მიმდინარე წლის 27 იანვარს საქართველოს პროკურატურამ და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მიიღეს გადაწყვეტილება მომხდარიყო საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერის და პრეზიდენტის თანაშემწის თემურ ბასილიას უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გადახედვა. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის 26 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ თემურ ბასილიას მიანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი.
საქართველოს პროკურატურის დადგენილება „მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“, ეფუძნებოდა საქმეზე ახალ მტკიცებულებებს, მოწმეთა ჩვენებებსა და ფაქტობრივი გარემოებების ხელახალ, საფუძვლიან შესწავლას. პროკურატურამ და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაული გამოძიების დეპარტამენტმა დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და რაც მთავარია, უმაღლესი პროფესიული სტანდატების სრული დაცვით დაადგინა, რომ თემურ ბასილიას არ ჩაუდენია რაიმე სახის დანაშაული და მის მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური მოტივით დევნას და პოლიტიკურ შურისძიებას, რომლის დროსაც, სააკაშვილის რეჟიმი იყენებდა სამართალდამცავ ორგანოებსა და სასამართლო სისტემას, როგორც პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტებს. ამის შემდეგ, როგორც აღნიშნულს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს, თემურ ბასილიას განაჩენის გადახედვის საქმე განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
მიუხედავად საქართველოს პროკურატურის მიერ ასე დეტალურად და მაღალი პროფესიული სტანდარტით მომზადებული საქმისა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 14 თებერვლის განჩინებით, დადგენილების განსახილველად დაშვებისა და ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადახედვის თაობაზე, სრულიად დაუსაბუთებელი მიზეზით, უარი თქვა. სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ (თავმჯდომარე: ნათია ბარბაქაძე, მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე, ლევან თევზაძე) თავის შეფასებაში აღნიშნა, რომ „მოცემულ შემთხვევაში, პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა ვერ იქნა მიჩნეული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ, განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებად, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ, 2008 წლის 27 ოქტომბერის განაჩენი თემურ ბასილიას მიმართ გამოიტანა მის დაუსწრებლად, რომელიც სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა და შესაბამისად, ამ ეტაპზე საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის“.
პირველ რიგში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის არაპროფესიული და არკვალიფიციური. კერძოდ, იგი ეწინააღმდეგება:
1. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველ, მე-2, მე-3, მე-8 და მე-11 მუხლებს;
2. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და მე-40 მუხლებს;
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5, მე-13, 310-ე, 311-ე, 312-3 და 313 მუხლებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ამ დაუფიქრებელი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით, ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, რომ შეწყვეტილიყო თემურ ბასილიას პოლიტიკური მოტივით დევნა, რაც დაიწყო სააკაშვილის რეჟიმის დროს 2005 წლის ზაფხულიდან და დღემდე გრძელდება. ფაქტია, საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ თემურ ბასილია არის უდანაშაულო და ითხოვს მისი საქმის გადახედვას, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლო, რომლის უმთავრესი ფუნქცია უნდა იყოს სიმართლის გარკვევა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვა, ბლოკავს საქმის განხილვას, არ ცდილობს სიმართლის გარკვევას, თავად არღვევს ადამიანის უფლებებს და აგრძელებს პოლიტიკური მოტივით დევნას. ბუნებრივია, იმ პოლიტიკურ დევნაზე, რაც თემურ ბასილიას მიმართ ამჟამად ხორციელდება, პასუხისმგებლობა ეკისრება თბილისის სააპელაციო სასამართლოს. ასევე, ფაქტია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების თვალში ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმები.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პროკურატურა და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, ამ ეტაპზეც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდნენ. ამჟამად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის განჩინება გასაჩივრებულია საქართველოს უზენაესს სასამართლოში. იმედი გვაქვს, საქართველოს უზენაესი სასამართლო პასუხისმგებლობით და პროფესიულად მიუდგება აღნიშნულ საქმეს, დროულად და სამართლიანად განიხილავს მას და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომლითაც შეწყდება თემურ ბასილიას პოლიტიკური დევნა, მის მიმართ აღდგება სამართლიანობა და მიეცემა მას საშუალება დაბრუნდეს თავის სამშობლოში“ – ნათქვამია ადვოკატების განცხადებაში.

გამოქვეყნებულია სამართალი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფი ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ზიგფრიდ ბრაკე მიიღო. შეხვედრის გამართვისა და პრესისთვის ერთობლივი განცხადების გაკეთების შემდეგ, ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძესთან ერთად, პარლამენტის სასახლე დაათვალიერა.

 

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე უძღვებოდა.

კომისიის წევრებმა ააიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტული ცენტრი „ლილოს“ მიერ  2015 წლის 01 ოქტომბრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის, ასევე ააიპ „ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის N28 ხელოვნების სკოლის“ მიერ  2016 წელში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობისა და ააიპ „სამეფო უბნის თეატრის“ მიერ  2015 და 2016 წლებში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნები  განიხილეს.

დღესვე სხდომაზე  ააიპ „თბილისის მედიათეკების გაერთიანება“ - ს მიერ   2015 წლის 01 ნოემბრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის და საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ  2015 წლის 01 ივლისიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნებზე სამსახურის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების განხილვა შედგა.

კომისიის წევრებმა ასევე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ“ იმსჯელეს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის მიერ 2016 წელს შესრულებულ სამუშაოთა წლიური  ანგარიში მოისმინეს.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

მცხეთა-მთიანეთის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ მცხეთაში, 12 აპრილს, სასტუმრო Gino Wellness-ში (დავით აღმაშენებლის №37) ინიციატივა „შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონების“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის პროგრამა „კულტურა და შემოქმედებითობა“ ახორციელებს.
პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კულტურის ექსპერტები, შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მიწვეულები არიან ჟურნალისტები.
ღონისძიება 12:00 საათზე ევროკავშირის ინიციატივის პრეზენტაციით დაიწყება, რა დროსაც შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიების, შემოქმედებითი სექტორის განვითარების საერთაშორისო პრაქტიკის, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი კვლევებისა და ასევე იმის შესახებ, თუ რა მეთოდიკა გამოიყენება სამოქმედო გეგმების შედგენისას.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია და სამუშაო ჯგუფებში შემდგომ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონი, ისევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ხუთი სხვა რეგიონი და ქალაქი, ევროკავშირის პროგრამა „კულტურა და შემოქმედებითობის“ ინიციატივა „შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონებში“ მონაწილეობისთვის შეირჩა.
პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანიცაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო ქალაქებსა და რეგიონებში შემოქმედებითი პოტენციალის ამაღლება, მისი მონაწილეები მიიღებენ ადგილობრივი შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის კონკრეტულ სამოქმედო გეგმას.
შერჩეულ ქალაქებსა და რეგიონებში ჩატარდება მათი კულტურული და შემოქმედებითი რესურსების შესწავლა, ჩამოყალიბდება შემოქმედებითი სექტორის განვითარების გეგმები, უზრუნველყოფილი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში პოპულარიზაცია და პრომოუტირება და საერთაშორისო ექსპერტებთან მუშაობის შესაძლებლობა.
ევროკავშირის ინიციატივა „შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონების“ თაობაზე დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.culturepartnership.eu/article/open-call-pilot-towns

 

გამოქვეყნებულია კულტურა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა. ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოში 2002 წლის შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. დელეგაციას ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო კომისიის საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის ოფისის დირექტორი, ადმირალი იუფე გუან ხელმძღვანელობს.
თავდაცვის მინისტრმა ჩინეთის დელეგაციის წარმომადგენლებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ქართულმა მხარემ ჩინეთის სამხედრო განათლების სისტემის გაცნობის, სამხედრო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობის, ასევე სამხედრო-ტექნიკური სფეროს გაცნობის სურვილი გამოთქვა. ლევან იზორიამ სტუმრებს ჩინელი სამხედროების საჩხერის სამთო მომზადების სკოლის კურსები, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების (GDSC) კონფერენციაში მონაწილეობაც შესთავაზა.
თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვა აღნიშნა და დელეგაციის წევრებს ამ კუთხით უწყებაში გატარებული რეფორმები გააცნო.
ლევან იზორიამ სტუმრებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, ასევე, 2016 წელს ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ქართველი სამხედროებისათვის შეთავაზებული სასწავლო კურსების გამო, მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ლელა ჩიქოვანი და ზაალ კაპანაძე, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრნენ. ჩინეთის მხრიდან შეხვედრაზე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ძი იანჩი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სამხედრო ატაშე, უფროსი პოლკოვნიკი ჰუ დეჯუნი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ.

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
გვერდი 1/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური

 
JoomShaper