Items filtered by date: ორშაბათი, 10 აპრილი 2017 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ებრაელ ხალხს პასექის დღესასწაულს ულოცავს:

ძვირფასო მეგობრებო, გულითადად გილოცავთ პასექის წმინდა დღესასწაულს.
ებრაელთა მონობისგან თავის დაღწევის, ფიზიკური და სულიერი გათავისუფლების ეს სიმბოლური დღე მნიშვნელოვანია ყველა თავისუფლებისმოყვარე ხალხისათვის. ამიტომ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად, სულითა და გულით ვუერთდები თქვენს ზეიმს.
მშვიდობას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენ ოჯახებს," - ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ნატოს კვირეულის ფარგლებში, დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამოქალაქო საზოგადოების, ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დისკუსია გამართა. შეხვედრა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) გაიმართა.

 შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ყურადღება თავდაცვის სტრატეგიული მიმართულებების ოთხ ძირითად პუნქტზე გაამახვილა. ლევან იზორიამ ყურადღება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და მდგრადობის უზრუნველყოფაზე, როგორც ნატოს წევრ, ასევე პარტნიოტრ ქვეყნებში, სამართლიან დაფინანსებაზე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასა და საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე გაამახვილა. შეხვედრაზე საუბარი ასევე, ნატოს საწვრთნელი ცენტრის საქართველოში აშენებას, ანტი-საჰაერო და ანტი-სატანკო სისტემების შეძენას და თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს შეეხო. დისკუსიის დასასრულს შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

შეხვედრის მიზანი თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირება, მიმდინარე ტრანსფორმაციის ანალიზი და ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება იყო.

ნატოს დღეები საქართველოში 2-დან 11 აპრილამდე წელს მეათედ იმართება. ნატოს დღეების ფარგლებში სხვადასხვა საჯარო შეხვედრა, ასევე შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს.

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა

საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალგაზრდული ცენტრი იწყებს ერთობლივ საქველმოქმედო პროექტს და ქმნის ფონდს "სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა ხელშეწყობის ფონდი" რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტატუსის აღდგენაში.

"ჩვენ უკვე წლებია აქტიურად ვართ ჩართული საქართველოში მიმდინარე ახალგაზრდულ პოლიტიკაში, მაშასადამე აქტიურად ვიცავთ სტუდენტთა უფლებებს, მთელი ამ ხნის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა პრობლემატიკაზე და ახლა გადავწყვიტეტთ ჩამოვაყალიბოთ ფონდი." - განაცხადა, საქართველოს განათლებისა და მეციერების ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა ნოდარ თათვიძემ.

საქართველოში არაერთ სტუდენტს უჩერდება სტუდენტის სტატუსი, როგორც სწავლის თანხის გადაუხდელობის გამო ასევე სხვა რიგ პრობლემების მიხედვით, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალგაზრდული ცენტრი კი მუშაობას იწყებს ფონდის სახით იმ სტუდენტებთან მიმართებაში რომელთაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო უჩერდებათ ან შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი.

"ჩვენი მთავარი მიზანი იქნება, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს აღვუდგინოთ სტუდენტის სტატუსი და ამ ახალგაზრდებს მივცეთ საშუალება მომავალი განვითარებისთვის, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ პროფესიონალ კადრებად." - განაცხადა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ გიგა გუბელაძემ.

საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა, სულ ახლახანს სრული შემადგენლობით შეურთდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალგაზრდულ ცენტრს და ეს ორგანიზაციები ერთობლივად განაგრძობენ მუშაობას ახალგაზრდულ და არა მარტო ახალგაზრულ სფეროში.

გამოქვეყნებულია განათლება

საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციაზე ისაუბრეს ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებისა და დანიის „ევროპული მოძრაობის“ ორგანიზაციის დელეგაციის შეხვედრისას.

სტუმრები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობით დაინტერესდნენ. 

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიასა და პოლიტიკაზე. კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ მადლობა გადავუხადეთ დანიის სამეფოს, ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერისთვის. ყურადღება გავამახვილეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი მონაწილეობა და წვლილი ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში - როგორც ერთ-ერთი საერთაშორისო მექანიზმისა საქართველოში“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ.

„შეხვედრაზე ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებზე და იმ პროცესებზე ვისაუბრეთ, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს იმისთვის, რომ ევროპასთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციას მიაღწიოს. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ქართული პოლიტიკური წრეების, საქართველოს და ევროპული საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით იმისთვის, რომ ის მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანას აქვს, შენარჩუნდეს“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.

შეხვედრაზე, სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები აქტიურად მიეწოდოს საქართველოს მოქალაქეებს, რაზეც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება აქტიურად მუშაობს.

„მნიშვნელოვანია, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კურსთან დაკავშირებით, ჩვენი მოქალაქეების ინფორმაციის სწორი და თანმიმდევრული გადაცემა მოხდეს, რათა ჩვენი მოსახლეობისგან იყოს მაღალი მხარდაჭერა. ეს არის იმ სტრატეგიული კომუნიკაციის შედეგი, რასაც ჩვენი ხელისუფლება, მათ შორის პარლამენტი ძალიან აქტიურად ახორციელებს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მწუხარებას გამოთქვამს მსახიობ  სამძიმრი გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო:

"ქართველ ხალხს დააკლდა მისი უდიდესი მოამაგე, ყველა თაობის საყვარელი მსახიობი, ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავი - ბატონი გივი ბერიკაშვილი. ის ემოცია, რასაც გივი ბერიკაშვილის მიერ შესრულებული კინო როლები თუ თეატრში განსახიერებული პერსონაჟები გვგვრიდნენ, ყველა თაობისთვის დაუვიწყარია. გივი ბერიკაშვილი გააგრძელებს ცხოვრებას მის მიერ განსახიერებულ დაუვიწყარ პერსონაჟებში. ის ამაგი, რომელიც მან გასწია ქართული კინოს და თეატრის განვითარებაში - მუდამ დარჩება მისი ერთგული მაყურებლის მეხსიერებაში. ბატონი გივი დააკლდება არა მხოლოდ მის ოჯახს და ახლობლებს, არამედ თითოეულ იმ ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია ქართული კინო და სცენა. ვიზიარებ მისი ოჯახის, ახლობლებისა და მაყურებლის მწუხარებას,' - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში.

 

გამოქვეყნებულია კულტურა

თბილისის მერიის „აუტიზმის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის” ქვეპროგრამებში ცვლილებებია მოსალოდნელი. ამის შესახებ განცხადება დედაქალაქის საკრებულოში გაკეთდა. ამ დროისთვის მერია კომპლექსურ თერაპიას 626 ბავშვს უფინანსებს, მომლოდინეთა სიაში კი 69 ბავშვია. ახალი პროექტით ცვლილება სამი ძირითადი მიმართულებით განხორციელდება: პროგრამაში დარეგისტრირებულ პირებს ის ბავშვები დაემატებიან, რომლებსაც პირველადი რეგისტრაციის ადგილად თბილისი უფიქსირდებათ და 2 წელი შეუსრულდათ. ასევე, თბილისში რაიონების მიხედვით შეცვლილი რეგისტრაციის მქონე ბავშვები. მოცდის პერიოდი კი თბილისში რეგისტრაციიდან 2 წლის ნაცვლად, 1 წლამდე შემცირდება. საბოლოოდ მომზადებული პროექტი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება. 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

„ეს დომენი ყოველთვის გვეკუთვნოდა ჩვენ. 2004 წელს, როცა ტელეკომპანია წაგვართვეს, არავის არ გახსენებია, რომ დომენი არის ცალკე საკუთრება. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ახლა გავაქტიურდეთ, რადგან აუცილებლად გვჭირდება ის პლატფორმა, რითაც ჩვენ საზოგადოებას მივაწვდით სრულ მიუკერძოებელ ინფორმაციას ამ საქმესთან დაკავშირებით.“ - განაცხადა რუსთავი2-ის ერთერთმა დამფუძნებელმა, დავით დვალმა, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს დავით დვალი პასუხობს.

{youtube}s04IvvWyOLM{/youtube}

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ სასამართლო პროცესს, რადგანაც ქიბარ ხალვაშმა სარჩელის შეტანისასვე თქვა, რომ მზადაა ჩვენთან მოსალაპარაკებლად. ჩვენც ჩვენი მხრივ, იგივე განვაცხადეთ, რომ თუ შემდეგ მოლაპარაკებით მოგვარდება საკითხი და ჩვენ დაგვიბრუნდება ჩვენი წილი, ხომ კარგი, თუ არადა - გავაგრძელებთ სასამართლოში დავას.“ - განაცხადა რუსთავი2-ის ერთერთმა დამფუძნებელმა, დავით დვალმა, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს დავით დვალი პასუხობს.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

მესტიის მუნიციპალიტეტში, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მესტია–უშგულის მონაკვეთის 10 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გზის საპროექტო ტრასა, რომელიც მიმდინარე წელს განხორციელდება, იწყება ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 154 კმ მონაკვეთზე, უღვირის უღელტეხილზე და ჩაუყვება უღვირის ქედის სამხრეთ ფერდობს, იფარის ტერიტორიული ერთეულის „ლენდგვილის“ ხიდამდე.

გათვალისწინებულია შემდეგი სამუშაოების განხორციელება: ტრასის აღდგენა და დამაგრება, ვაკისის ზედაპირისა და ფერდების მოშანდაკება, 2 არსებული ხიდის შეკეთება, გაბიონის კედლების მოწყობა, არსებული რკინა-ბეტონის კედლების შეკეთება, სამოსის მოწყობა არმირებული ბეტონის საფარით, ეზოში შესასვლელების მოწყობა, ავტობუსის გაჩერებების და პავილიონების მოწყობა, საგზაო ნიშნების მოწყობა, სავალი ნაწილის მონიშვნა, საგზაო შემოფარგვლის მოწყობა.

მესტია–უშგულის გზის 47 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორციელდება ეტაპობრივად. პირველ ეტაპზე განხორციელდა 12,4 კმ გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 10 აპრილი 2017 16:09

"არა ჩადებას"

 

 მოძრაობა „არა ჩადებას“ საპარლამენტო ფრაქციებს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს. საინიციატივო ჯგუფი მოითხოვს, 260-ე მუხლში ცვლილებები შევიდეს და აიკრძალოს წინასწარი პატიმრობა ნარკოტიკების მოხმარებისთვის დაკავებული პირებისთვის. მოძრაობა ასევე მიიჩნევს, რომ პატრულის მსგავსად, ოპერატიულ ჯგუფსაც თან უნდა ჰქონდეს ე.წ. სამხრე კამერები, რომლითაც დაკავებიდან დაკითხვამდე პროცესი უწყვეტად დაფიქსირდება, ჩანაწერი კი სასამართლოში სავალდებულო მტკიცებულებად იქნება წარდგენილ
გამოქვეყნებულია საზოგადოება
გვერდი 1/ 5-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური

 
JoomShaper